ელზა პაპოშვილი
29.08.2018

 აფხაზეთში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. მოსახლეობა და ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას უპირისპირდება. დაპირისპირებაა თავად სოხუმის მთავრობაშიც. რაულ ხაჯიმბას საკუთარი მინისტრებიც კი აუმხედრდნენ. არსებულ სიტუაციას კი ყოფილი დე ფაქტო პრემიერის სერგეი შანბას მიერ გაკეთებული განცხადებაც ცხადყოფს. მის თქმით, ვითარება თუ არ გამოსწორდა, აფხაზები მუხლებზე სთხოვენ საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღებას.

თამარ შუკვანი
29.08.2018

 ერთი დღის განმავლობაში, 28 აგვისტოს, რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე „სახელმწიფო საზღვრის" გადაკვეთისთვის საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

გვანცა წულაია
29.08.2018

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანის კურამ კაშიას, რომელსაც ფეისბუქის გაუქმება აგრესიის გამო მოუხდა, მხარდამჭერთა რიცხვი უფრო და უფრო ეზრდება.

თამარ შუკვანი
29.08.2018

 „პატრიოტთა ალიანსის" წევრი და „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი კოტე მორგოშია ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. საქმე ეხება ფეისბუქში კოტე მორგოშიას მხრიდან კაშიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

ტატა შოშიაშვილი
29.08.2018

 აფხაზეთში, როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი სახემწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა და ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხაჯიმბას გადადგომაა.

თამარ შუკვანი
29.08.2018

 არჩევნებამდე ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატებისაგან უამრავ ისეთ დაპირებებს იღებენ, რისი განხორციელების უფლებამოსილებაც კონსტიტუციურად პრეზიდენტს არ გააჩნია. მაგალითად, როგორიცაა ხელფასისა თუ პენსიის ზრდა და სხვა დაპირებები. კონსტიტუცია იცვლება და ახალი პრეზიდენტის არჩევის დღიდან შედის ძალაში.

ია აბულაშვილი
29.08.2018

 ცნობილ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, დაკრძალავენ. დღემდე უცნობია, ამ ცერემონიაზე გაემგზავრება თუ არა საქართველოდან დელეგაცია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იყო.

თამარ შუკვანი
29.08.2018

 "თუ მმართველი გუნდი საერთოდ გამოეთიშება საარჩევნო პროცესს, მაშინ დიდი შანსია, რომ ტრადიციული "ნაციონალური მოძრაობა" ან "ევროპული საქართველო" აღმოჩნდეს საპრეზიდენტო მარათონის გამარჯვებული. ასევე, დიდი შანსი აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგალითად, ელისაშვილს," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

ია აბულაშვილი
28.08.2018

 "ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რომ შემდგომში იცოდეს, რა გააკეთოს, დატოვოს თავისი პარტია, გაყოს თუ ახალი შექმნას. ანუ აინტერესებს, რა სურათი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო კამპანიასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×