გვანცა წულაია
02.09.2018

 საგამოძიებო კომისიისთვის საგანმანათლებო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მიწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, წარმოადგენს სისტემურ და მზარდ პრობლემას. ამის შესახებ ნათქვამია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

ტატა შოშიაშვილი
02.09.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჰიუსტონში (შტატი ტექსასი) ყოფნისას დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც 2020 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები შექმნის საკუთარ კოსმოსურ ჯარს. გარდა ამისა, ორგანიზებული იქნება მთვარეზე გაფრენა, ასევე მარსსა და სხვა, უფრო შორეულ პლანეტებზეც.

ტატა შოშიაშვილი
31.08.2018

 სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი აცხადებს, რომ ამიერკვაკასიაში სიტუაცია საკმაოდ გართულებულია. მისი თქმით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს, რომელიც საქართველოსაც შეეხება. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტელეარხ RTVI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტატა შოშიაშვილი
31.08.2018

 სტამბულში შეხვედრისას კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს განუცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, რაც უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას გულისხმობს.

თამარ შუკვანი
31.08.2018

 საქართველოში ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას საგანგაშო მომატება შეინიშნება. მიმდინარე წელი, დაახლოებით, 1330 შემთხვევას ითვლის. შარშანდელი სტატისტიკით კი წითელას მხოლოდ 100-მდე შემთხვევა შეიმჩნევა.

ტატა შოშიაშვილი
31.08.2018

 ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში აშენებს "საჰაერო ფარს" რუსეთის წინააღმდეგ. აშშ ატარებს საავიაციო წვრთნებს თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აახლებს ავიაბაზებს და ამოწმებს სწრაფი განლაგების აეროდრომებს.

გვანცა წულაია
31.08.2018

 გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
31.08.2018

 საქართველოს მეზობლად და ზოგადად რეგიონში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ბოლო დროს სულ უფრო აქტიური ხდება იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა აზერბაიჯანი რუსეთის თავდაცვით ბლოკში, ე.წ. ოდეკაბე-ში (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია), რომელშიც რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×