თამარ შუკვანი
25.08.2018

 „გარდაცვლილმა ნარკოტიკული საშუალება გარეთ მიიღო. ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა ფესტივალის გარეთ ხდება და თვითონ, შიგნით, მარიხუანას შეტანაც კი არ ხორციელდება," - აღნიშნული ინფორმაციის შესახებ „რეზონანსის" კორესპონდენტმა ელზა პაპოშვილი განაცხადა, რომელიც იმ დროს ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა.

ია აბულაშვილი
24.08.2018

 რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება, თუმცა იმედი აქვს, რომ მესამე მსოფლიო ომს არ/ვერ მოაწყობს, მაგრამ კიდევ ბევრ სისხლს დალევს და ისტორიულ პარალელებსაც ავლებს ჰიტლერის გერმანიასა და პუტინის რუსეთს შორის.

თამარ შუკვანი
24.08.2018

 „ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ," - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების შანსების შესახებ.

გვანცა წულაია
24.08.2018

 ბიზნესინტერესები და უნივერსიტეტის კაპიკებში ხელში ჩაგდება - შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მოტივი და მიზანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისა, რომ IBSU-ს ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება აეკრძალოს.

თამარ შუკვანი
24.08.2018

 მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანიდატის დასახელებას 8 სექტემბრამდე არ ჩქარობს და დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებას" შესაძლოა საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს წარმოდგენილი, ან პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტრაძე 21 აგვისტოს ისაუბრობა.

გვანცა წულაია
24.08.2018

 საერთშორისო ურთიერთობების დოქტორანტი კონსტანტინე შუბითიძე, რომლის კითხვის შემდეგაც გერმანიის კანცლერმა თსუ-ში ტერმინი ოკუპაცია გამოიყენა, აცხადებს, რომ ანგელა მერკელის პასუხით კმაყოფილია.

გვანცა წულაია
24.08.2018

 ანგელა მერეკლის ერთ-ერთ თანმხლებ პირს კავკასიურ ტურნეში საქართველოსა და სომხეთში ყოფნის შემდეგ, მოუწევს დატოვოს დელეგაცია, რადგან ოფიციალურმა ბაქომ უარი თქვა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ალბეტ ვაილერის შეშვებაზე, რომელიც ბუნდესტაგში კავკასიის საკითხებზე მუშაობს და კავკასიაში მერკელთან ერთად არის ჩამოსული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ მთიან ყარაბაღში იმყოფეობოდა.

ელზა პაპოშვილი
24.08.2018

 შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ამერიკა-თურქეთს შორის დაძაბულობა კი საქართველოს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც უქმნის. ასევე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთი ფაქტობრივად რუსეთს შეეკრა, რაც საქართველოს კიდევ უფრო მძიმე გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე აყენებს.

ია აბულაშვილი
24.08.2018

 "მმართველი გუნდისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ უარს იტყვის სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე და თავის კანდიდატურას არ დააყენებს, მაგრამ ჯერ რეალურად საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ოცნებაში" - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.

თამარ შუკვანი
23.08.2018

 „ჩვენი მოკვლევის დროს არცერთ სტანდარტთან შესაბამისობაში არ ჩანდა ფინანსური პრობლემები," - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი და ილიაუნის პროფესორი ნანა დიხამინჯია, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოწვევით, შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციისათვის საჭირო სტანდარტები შეისწავლა. ის ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, იბსუს ერთი წლით სტუდენტების მიღება აეკრძალოს, არ ეთანხმება.

გვანცა წულაია
23.08.2018

 დედაქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობია შექმნილი. გადაადგილება გართულებულიასარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით, აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რობაქიძის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით და კიდევ ბევრ სხვა ადგილას.

თამარ შუკვანი
23.08.2018

 უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 24 აგვისტოს კიევში დიდი სამხედრო აღლუმი იმართება; ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" უმაღლესი რადას დეპუტატი ოლეგ ბარნა აცხადებს, რომ აღნიშნულმა აღლუმმა კრემლში „მიწისძვრა" უნდა გამოიწვიოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×