ეკატერინე ბასილაია
20.08.2018

 ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალურად შესთავაზა რუსულ სამხედ-რო-პოლიტიკურ ალიანსში - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ("ოდეკაბე") გაწევრიანება და ბაქოში უკვე სერიოზულად დაიწყო განხილვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია.

ელზა პაპოშვილი
20.08.2018

 ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელებით შანტაჟი და ბულინგი გახდა. ფსიქოლოგების აზრით, ხშირად მოზარდები სოციალურ ქსელებში ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. სირცხვილის და შიშის გამო მათი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც სუიციდისკენ უბიძგებს.

თამარ შუკვანი
20.08.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ისევ მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერის მოლოდინშია, "ქართული ოცნება" კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პრემიერ ბახტაძის თქმით, "ოცნებამ" რამდენიმე კვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და მოვლენების განვითარებას ელოდება. საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებს - მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების ვადა ამოიწურება.

ელზა პაპოშვილი
19.08.2018

 სტიქია კახეთში - თელავის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო ნათესები სრულიად განადგურებულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უპრეცედენტოდ დიდი ზომის - 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლებმა ვენახების ასი პროცენტით გადადგურება და  მიწასთან გასწორება შეძლო. ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა 200-მდე რაკეტა გაისროლა, თუმცა იმდენად დიდი მასშტაბის ნალექი მოვიდა, რომ ამანაც ვერ უშველა. კახელების ვენახებს სტიქია 30 წუთის განმავლობაში ანადგურებდა. 

ეკატერინე ბასილაია
17.08.2018

 „სოხუმში ქართველების მიმართ ინტერესი თითქმის არ არის, 2008 წლის შემდეგ საერთოდ შემცირდა ინტერესი... აფხაზი ახალგაზრდები არიან ყველაზე უფრო დიდი დამცველები აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის,“ - აცხადებს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×