ტატა შოშიაშვილი 23.07.2018
სომხეთი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ნატოს მრავალეროვან სამხედრო წვერთნებში, რომელიც უკვე მეოთხე წელია საქართველოში ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-15 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" (Noble Partner) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, თურქეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უკრაინა, პოლონეთი და ლიეტუვა.
|
გვანცა წულაია 23.07.2018
სროლა ფოთში - მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
|
მარიამ კუპატაძე 23.07.2018
სმიტების ოჯახის დახოცვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლა.
|
ია აბულაშვილი 23.07.2018
ჰელსინკის სამიტიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა და ტრამპი-პუტინის შეხვედრის მეორე რაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო, რომელიც შემოდგომაზე ვაშინგტონში გაიმართება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სარა სანდერსი ავრცელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 23.07.2018
"მალე გუბერნატორებიც შეიცვლებიან. თუ რომელიმე "უპატრონო" გუბერნატორი გამოჩნდება, ვისაც მაღლა მფარველი არ ეყოლება, რომ მამუკა ბახტაძესთან ჩაუწყოს საქმე, მღებრიშვილის შემდეგ მისი ჯერი დადგება და სახლში გაუშვებენ... რაც შეეხება გამოძიებას, არ მგონია, რომ კვირიკაშვილზე გასვლა სურდეთ და კვირიკაშვილიც დაიბარონ პროკურატურაში. ქუმსიშვილი ისედაც დისკრედიტებული და უაღრესად არაპოპულარული იყო თავისი ბღუჯა-ბღუჯა ფულებისა და მსგავსი სულელური ლაპარაკის გამო", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
ელზა პაპოშვილი 23.07.2018
ლორა და ქალებ სმიტების ცხედრების ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, როგორც ხადის ხეობაში, ასევე მარნეულში, სადაც სმიტების ოჯახი 7 წელი ცხოვრობდა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე მალხაზ კობაურმა ჩაიდინა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქალებ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.
|
ია აბულაშვილი 23.07.2018
ამ ეტაპზე, "ოცნებაში" მკვეთრად გამოხატული დაპირისპირება არ ჩანს, თუმცა ბრძოლა მიდის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში სადავეებს და ვინ შეადგენს პარტიულ სიას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალბათ ჩამოყალიბდება ერთმანეთის საპირწონე ორი გუნდი", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "მთელი კვირა" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.07.2018
|
მარიამ კუპატაძე 22.07.2018
| | |
მარიამ კუპატაძე 22.07.2018
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|