ელზა პაპოშვილი 17.07.2018
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ავტოავარია მოხდა, აქედან 7 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "რეზონანსთან" დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებობს ე.წ. შავი წერტილები, სადაც ავტოავარიების გახშირებული შემთხვევები ფიქსირდება.
|
ნინო ქეთელაური 09.01.2018
ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წლის მაისში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ სოხუმში მდგომარეობა უკიდურესაც დაძაბა. აფხაზური საზოგადოების ნაწილი ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს.
|
თიკო ოსმანოვა 09.01.2018
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით შეუზღადავი არ არის და ის სამართლებრივ კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, რას გულისხმობს წულუკიანი, იურისტებისთვის გაუგებარია. მათი თქმით, შეწყალება ხდება პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე და ეს მისი დისკრეციული უფლებაა, რომელიც არ კონტროლდება.
|
ია აბულაშვილი 08.01.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხიელ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებე-ლი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გვირ-გვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსი-ლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგე-ნილი. მას "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებისთვის 3 წლით თა-ვისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
თიკო ოსმანოვა 08.01.2018
თიანეთის მერს თამაზ მეჭიაურს, შესაძლოა ადგილობრივმა საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადოს და მერის ხელახალი არჩევნები დანიშნოს. საქმე რაიონულ ბიუჯეტს ეხება, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორჯერ უკვე დაიწუნა, მესამედ ჩაგდების შემთხვევაში კი კანონი ვადამდელ არჩევნებს ითვალისწინებს.
|
ეკატერინე ბასილაია 08.01.2018
"ერთი კითხვა კი მიჩნდება - თუ სააკაშვილის მხრიდან გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალება, ანუ მათთვის დანაშაულის განახევრება იყო დანაშაული, რატომ არ არის დანაშაული მურუსიძის მხრიდან მათი მოსახდელი ვადის შემცირება ერთადერთი მიზნით, რომ მათი ვადამდე პირობით გათავისუფლება ყოფილიყო შესაძლებელი?! რატომ ზის მურუსიძე სასამართლოში და რატომ არ უზის სააკაშვილს გვერდზე, როდესაც ეს ერთი დანაშაულის სხვადასხვა რგოლები იყო?!" - სააკაშვილისადმი გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე გამოტანილ განაჩენზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი
|
თიკო ოსმანოვა 08.01.2018
სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, სავარაუდოდ იანვრის ბოლოს მოხდება. მანამდე კი კომპანია "ემ კვადრატმა" დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება ოფიციალურად თავის თავზე უნდა აიღოს და გაკოტრებული "ცენტ-პოინტი" შეიძინოს.
|
ნინო ქეთელაური 08.01.2018
"ის, რაც ლუკავას გათავისუფლებას მოჰყვა, ცხადყოფს, თუ რაოდენ დაპირისპირებაში არიან აფახაზები ქართული საზოგადოების მიმართ. ლუკავას გათავისუფლება სამართლებრივ ჭრილში კი არ იყო აღქმული, არამედ მთავარი იყო ის, რომ ქათველი გაუშვეს", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 30.12.2017
მოსკოვი თბილისს საქართველოს საჰაერო სივრცეზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენის უფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქართული მხარე "ღია ცის შესახებ" შეთანხმებას არღვევს, ალბათ იმიტომ, რომ "რაღაც აქვს დასამალი" და არ სურს, რუსმა ინსპექტორებმა ნახონ "ქართველების ფარული სამხედრო საქმიანობა, რომელიც საომარი მომზადებით განისაზღვრება".
|
თიკო ოსმანოვა 30.12.2017
საქართველოში ლარსის ალტერნატიული გზის გახსნის გადაწყვეტილებამ ოფიციალური აზერბაიჯანის აღშფოთება გამოიწვია. აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოსთვის საპროტესტო ნოტის მომზადებას აპირებენ, რაც, ქართველი ექსპერტების აზრით, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხეს არ შეუქმნის. ფიქრობენ, რომ დეპუტატების განცხადება განცხადებად დარჩება.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.12.2017
სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, რისი მიზეზიც მთავრობის მიერ თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემაა.
|
ნინო ქეთელაური 30.12.2017
"მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ თუ ასე გაგრძელდება და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხს არ ვაგებთ, დიდი ალბათობით, სწორედ პანკისი იქნება ის რეგიონი, რომელსაც საკუთრად მიიჩნევს ჩრდილო კავკასია, შესაბამისად, რუსეთი", - ასე აფასებს პანკისის სპეცოპერაციას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|