ეკატერინე ბასილაია 29.12.2017
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც უფასოდ მკურნალობისთვის ენგურს გამოღმა ჩამოდიან. 2017 წელს სამედიცინო მომსახურებისათვის ადმინისტრაციული საზღვარი 1 800-მდე აფხაზმა გადმოკვეთა, მათგან უფასოდ მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 968-ს; 2016 წელს აფხაზეთიდან უფასო ბენეფიციართა რაოდენობა იყო - 1 409. ამას გარდა, 250-მდე მათგანმა საქართველოს პასპორტი აიღო ცე ჰეპატიტისა და შიდსის პროგრამაში ჩასართავად. ამის შესახებ "რეზონანსს" აფხაზეთის მთავრობაში უთხრეს.
|
ნინო ქეთელაური 29.12.2017
ნარკოტიკული საშუალებების ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე 7 დეპუტატი საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
|
თიკო ოსმანოვა 29.12.2017
"არ ვფიქრობ, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი. "ისლამური ხალიფატის" მოქმედება აუცილებლად გადავა იმ ტერიტორიებზე, სადაც მას გავლენის მოპოვება უნდა - ეს არის, პირველ რიგში, შუა აზია და, ასევე, ჩრდილოეთ კავკასია. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ, თავისთავად გასაგებია. გარდა ამისა, ტერორისტული საფრთხის ხარისხი გაიზრდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მდგომარეობის გაუარესებისთვის," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.12.2017
"კვირიკაშვილი სისტემურად დასრულებულია არა მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტების გამო, არამედ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მას დიდი აქტივი არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა. ის იყო შემთხვევით ხელდასხმული ლიდერი, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული უნარი, არც როგორც პოლიტიკოსს და არც როგორც ეკონომისტს, არ გამოუვლენია," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 29.12.2017
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. მათთვის გაუგებარია, რას ედავებიან სამართალდამცავები. რაც შეეხება დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, პროკურატურამ, შესაძლოა, მისთვის ბრალის წაყენება საერთოდ გადაიფიქროს, - აცხადებს მისი ადვოკატი.
|
ეკატერინე ბასილაია 29.12.2017
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი ეროვნების პაციენტების რაოდენობა ისევ რამდენიმე ასეულია. 2017 წელს თბილისში სამედიცინო მომსახურების მისაღებად 417 ოსი ჩამოვიდა, უმეტესად "წითელი ჯვრის" მეშვეობით ლარსის გამშვები პუნქტიდან.
|
ეკატერინე ბასილაია 28.12.2017
სტატისტიკა ასეთია: 2017 წელს იყო - 417 პაციენტი. 2016 წელს იყო - 915 პაციენტი, აქიდან 95 იყო ბავშვი; 2015 წელს იყო- 619, ბავშვი იყო - 62; 2014 წელს იყო - 515 პაციენტი, აქიდან ბავშვი - 67. 2013 წელს იყო - 320 პაციენტი, აქიდან ბავშვი - 64.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.12.2017
"ეს ტექსტი ძალიან ჰგავს დადგმულ ტექსტებს. ასე საქართველოში არავინ არავის ელაპარაკება და თითქოს პოლიციელები სპეციალურად, კამერასთან ლაპარაკობდნენ, რათა დაეფიქსირებინათ რამდენად "ზრდილობიანები" იყვნენ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა დადგმულს", - ამის შესახებ პოლიტოლგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანთან" პოეტ ზვიად რატიანის დაკავების გადაღებულ კადრებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 28.12.2017
საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილება შესაძლოა, მხოლოდ აიდი ბარათის საშუალებით მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოს მსგავსი პერსპექტივა აქვს მოლდოვასთან, ბელარუსსა და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, გარდა რუსეთისა.
|
ნინო ქეთელაური 28.12.2017
"მონდომების შემთხვევაში, მხოლოდ აიდი ბარათით მიმოსვლის შემოღება შესაძლებელია აზიის კონტინენტთანაც, მაგალითად, იაპონიასთან.
|
ეკატერინე ბასილაია 28.12.2017
თბილისისა და პანკისის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია აჭარაშიც უნდა მოხდეს, რადგან დიდი ჯიჰადისტური ანკლავი აჭარაშიცაა. ექსპერტების განცხადებით, თუკი სახელმწიფო უშიშროების სამსახური კარგად იმუშავებს, სპეცოპერაცია კიდევ უნდა ვნახოთ.
|
თიკო ოსმანოვა 28.12.2017
"თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისა და უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|