ნინო ქეთელაური 23.12.2017
საბავშვო ბაღები შესაძლოა იმ ოჯახებისთვის გახდეს ფასიანი, ვისი წლიური შემოსავალიც 40 000-ს ლარს აჭარბებს. როგორ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ბავშვების დიდი ნაკადია, რომელსაც სახელმწიფო ხარჯები ვეღარ წვდება.
|
ეკატერინე ბასილაია 23.12.2017
წელს რუსეთში გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების - "ზაპად-2017"-ის სცენარი სულაც არ გულისხმობდა ტერორიზმთან ბრძოლას, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. სინამდვილეში რუსებმა დასავლეთ ევროპაში სამიზნეების დაბომბვის, ბალტიის ქვეყნების აეროპორტებისა და ნავსადგურების ხელში ჩაგდების და, ასევე, ნეიტრალურ შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის სიმულირება მოახდინეს.
|
თიკო ოსმანოვა 23.12.2017
საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი ნეიტრალურმა მებაჟეებმა, შესაძლოა, უკვე იანვრიდან განახორციელონ და 2018 წელს მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გაფორმდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.12.2017
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები სარეგისტრაციო ბარათს სხვის მაგივრად ატარებენ. როგორც გუშინ რიგგარეშე სხდომის გახსნისას აღმოჩნდა, რეგისტრაცია 9 დეპუტატმა ისე გაიარა, რომ სესიაზე არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო ბარათის სხვის მაგივრად გამოყენების გარდა, პარლამენტში არის შემთხვევები, როდესაც დეპუტატები ხმას სხვის მაგივრად აძლევენ.
|
ეკატერინე ბასილაია 23.12.2017
საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსზე, რუსულმა მხარემ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც რუსეთში აპირებდა შესვლას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომელიც, ასევე, წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან რუსეთში შესვლას სავარაუდო ტერორისტი ცდილობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.12.2017
"საქართველომ არც თურქეთთან და არც ამერიკასთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს. შესაბამისად, ქართულმა მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პოზიციის გამოხატვისგან არაოფიციალურად თავი შეიკავა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან" გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილი რეზოლუციის კენჭისყრისას ქართული დელეგაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
|
თიკო ოსმანოვა 23.12.2017
"ძალიან ცუდია, როდესაც მამაკაცი ქალს ასე ექცევა, მაგრამ ჩემს ქცევას არ ვნანობ კონკრეტულად ამ ქალბატონის მიმართ. ის არის იმიტირებული "ქრონიკის" ავტორი და უნდა იჯდეს ციხეში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.12.2017
"თუ კვირიკაშვილი გადადგება, გამოვა რომ ხელისუფლება ირიბად აღიარებს თავის შეცდომას", - არნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, პრემიერის გადადგომა ახლა მოსალოდენლი აღარ არის.
|
ნინო ქეთელაური 22.12.2017
ინტერნეტ გამოცემა "apsnylife" საკუთარ გვერდზე ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ ეს ტრადიციული აფაზური საახალწლო კერძია.
|
ეკატერინე ბასილაია 22.12.2017
რამდენად რეალურია, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს გაზაფხულზე და მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს?! პოლიტოლოგების განცხადებით, ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რომ მედიაში გაჩენილი ეს ვარაუდები გამართლდეს - მისი ბოლოდროინდელი უცნაური განცხადებები გადადგომით "დამუქრებაზე" და, ასევე, გინება ოპოზიციის შეძახილზე, რომ მისი შემცვლელი ივანიშვილს უკვე ნაპოვნი ჰყავს, მიუთითებს, რომ ის ამის გამო გაღიზიანებულია.
|
თიკო ოსმანოვა 22.12.2017
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის, სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს. იგი შესაძლო გადაყენებაზე ეჭვიანობს და სწორედ ამით არის განპირობებული მისი არაადეკვატური განცხადებები. ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერის თავზე დატრიალებული წისქვილის ინიციატორი თავად პრემიერია, ხოლო რაც შეეხება გიორგი გახარიას კანდიდატურას, კვირიკაშვილის შემცვლელად მისი განხილვა ალოგიკურია.
|
ეკატერინე ბასილაია 22.12.2017
ფრანგული მოდიფიცირებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - "მისტრალები" უკვე საქართველოშია, მომავალ წელს კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამერიკული ანტისატანკო "ჯაველინებიც" გამოჩნდება. ამაზე პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ისაუბრა.
|
|