თიკო ოსმანოვა
19.12.2017

 ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ჯ. 9 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა პროცესზე დეტალურად ისაუბროს, თუ რა მოხდა 1 დეკემბერს შემთხვევვის ადგილზე

ეკატერინე ბასილაია
19.12.2017

 სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს, 39 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი და ტერორისტთა რიგებში მებრძოლებიდან ეს უკვე 26-ე დაღუპული პანკისელია. სხვადასხვა მონაცემებით, პანკისიდან ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში 50-დან 300-მდე ახალგაზრდაა წასული, ზოგი ოჯახებითაც კი.

მარი ჩიტაია
19.12.2017

 ხანძარგამოვლილ ბორჯომის ხეობაში სტიქიური მოვლენების რისკი ძალიან გაიზარდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი, როცა ღვარცოფების საფრთხე დიდია და წინასწარ გადაუდებელი ზომებია მისაღები. როგორც აღმოჩნდა, მაღალი რისკის ზონაა სოფელი დაბა, რომელიც ბორჯომის ხეობის სიახლოვესაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, სოფელში ბუნებრივი კატასტროფების რისკი, შესაძლოა, ერთიორად გაიზარდოს.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2017

 "ქართულ ოცნებას" მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, თუ გავითვალისწინებთ ჯერ - თავად ივანიშვილის, შემდგომ ღარიბაშვილის გასვლას პოლიტიკური ასპარეზიდან. ღარიბაშვილი გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსენებით გამოვიდა და მისი მმართველობის მიღწევებზე ისაუბრა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2017

 მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, "ქართული ოცნება" იმ გუნდით ვეღარ ვიხილოთ, როგორითაც ის დღეს არის წარმოდგენილი. პოლიტოლოგთა ნაწილმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ პარტია ნელა, მაგრამ მაინც მიდის დაშლისკენ.

თიკო ოსმანოვა
18.12.2017

 "მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორისგან ყველა ის არგუმენტი მოისმინა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას.

გვანცა ღვედაშვილი
18.12.2017

 "2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნება", რამოდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს არჩევნებს. უფრო სწორად, გამოყოფილმა ჯგუფებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად მიიღონ.", - ამის შესახებ "რეზონანს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

თიკო ოსმანოვა
18.12.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს. იგი ამ საკითხით დაინტერესდა და დღეს ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას და პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

ეკატერინე ბასილაია
18.12.2017

 პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ნაწილად იყოფა და უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს გაყოფა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერების თემაზე დაწყებული ღია დაპირისპირების შედეგია. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ეს სკანდალი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლითაც კი დასრულდეს, ხოლო მის ნაცვლად მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარიაც კი მოიაზრება.

ეკატერინე ბასილაია
18.12.2017

 "კვირიკაშვილს ცუდი მდგომარეობა შეუქმნა ჯერ განათლების ყოფილმა მინისტრმა, რადგან მისი მოყვანილი იყო და იცავდა ჯეჯელავას, რომლის მიმართ უპრეცედენტოდ კრიტიკული, კრიტიკულიც კი არა, დამცინავი დამოკიდებულება გაჩნდა. ახლა თუ ამოტივტივდება ტენდერების თემა და ა.შ., შეიძლება კვირიკაშვილს გარკვეული გამოცდის გავლა მოუწიოს," - პრემიერ-მინისტრისა და "უცნობის" დაპირისპირებაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თიკო ოსმანოვა
18.12.2017

 2004 წელს დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამბობს, რომ შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოხდეს, რისი თქმის საფუძველსაც ის სასამართლო პროცესი აძლევს, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესზე უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი იმ ადამიანებმა მიიტანეს, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან.

ლელა ოჩიაური
18.12.2017

თანამედროვე ეთნოლოგიური კვლევა წარსულის, ისტორიისა თუ საზოგადოების ყოფის შესწავლა-ანალიზიდან უფრო მეტად იხრება დღევანდელობისა და მომავლის პერსპექტივების პრაქტიკაზე დაფუძნებული ვარაუდებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის საფუძვლის განსაზღვრისკენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×