ეკატერინე ბასილაია
27.12.2017

„მე ჯერ კიდევ 2015 წელს ვთქვი, რომ „ისლამურმა ხალიფატმა" საქართველოში „გურჯისტან ვილაიეთი" შექმნა და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა შემდეგ გამოვიდა გომელაური და განაცხადა, ეს ზღაპარი და მისტიკაა-ო. დღეს დადასტურდა, რომ მე მართალი ვიყავი,"- აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ნინო ქეთელაური
27.12.2017

საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილებისთვის შესაძლოა მხოლოდ ID ბარათი გახდეს საჭირო. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

თიკო ოსმანოვა
27.12.2017

  "თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისთვის და ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. 

თიკო ოსმანოვა
27.12.2017

 ბოლო 1 თვეში უკვე მეორე სპეცოპერაცია. თბილისის შემდეგ ამჯერად გვიან ღამით სპეცოპერაცია პანკისის ხეობის ორ სოფელში ჩატარდა. დაკავებულია 5 ადამიანი, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. დაკავებულებს ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანა ბრალდებათ.

გვანცა ღვედაშვილი
27.12.2017

 "შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ასეთი ოპერაციების უკან ყოველთვის დგას არა კონკრეტული პირი, არამედ რომელიმე სახელმწიფო - ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში დადგა ახალი გადანაწილების დრო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პანკისში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

თიკო ოსმანოვა
27.12.2017

 ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.

ეკატერინე ბასილაია
27.12.2017

 "როგორც ჩანს, ჩატაევმა 2 თვის განმავლობაში მოახერხა იმ დაკონსერვებული კონსპირაციული ქსელის ამოქმედება, რომელიც ვაჰაბიტებს საქართველოში ჰქონდათ შექმნილი," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

ეკატერინე ბასილაია
26.12.2017

 აჰმედ ჩატაევის ქსელის წევრები პანკისის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეიძლება იყოს და ანტიტერორისტული ოპერაციები საქართველოს სხვა კუთხეებშიც უნდა ველოდოთ, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

თიკო ოსმანოვა
26.12.2017

 ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ

ნინო ქეთელაური
26.12.2017

 წინასწარი ინფორმაციით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი საკუთარმა ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 გასროლით მოკლა. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავენ.

გვანცა ღვედაშვილი
26.12.2017

 "აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას ამ შემთხვევაში. ბუნებრივია, პანკისის მხარე არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. ეს პრობლემა შევარდნაძის დროს წარმოიშვა და ამ მხარისგან ყოველთვის მოსალოდნელია გართულებები", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აკეთებს.

გვანცა ღვედაშვილი
26.12.2017

 "ევროკომისიის ანგარიში, საუბარია, რომ საქრთველო კვლავ რჩება სხვადასხვა უკანონო საქოლის გადასაზიდ სატრანზიტო ქვეყნად და ევოკავშირის ქვეყნებში მაღალია ქართულ ორგანიზებულ ჯგუფთა დანაშულებრივი ქმედებები. თუე ს მდგომარეობა არ შეიცვლება, მაშინ შესაძლოა, რომ საქართველოსთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მართლაც დადგეს", - ამის შესახებ რეზონანსთან "პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×