თიკო ოსმანოვა 08.12.2017
ტელეკომპანიებში სარეკლამო და სპონსორებისგან შემოსულმა თანხამ იკლო. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას თქმით, მიმდინარე წელს ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. არხის ხელმძღვანელები, ზოგადად, შემცირების ტენდენციაზე საუბრობენ და ანალოგიურ სურათს მომავალ წელსაც ელოდებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 08.12.2017
"თუ ევროკავშირი "ევროპულ პერსპექტივას", ამ ორ მაგიურ სიტყვას რომელიმე დოკუმენტში არ ჩაგვიწერს, მაშინ დიახაც, ევროკავშირის პროცედურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, განაცხადი მაინც შევიდეს," - აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2017
საქართველო ისევ იმ ქვეყნების სათავეშია, რომელთა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია - ეკოლოგების შეფასებით, ნაადრევად გარდაცვლილი ყოველი მეოთხე ადამიანის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებთანაა დაკავშირებული.
|
თიკო ოსმანოვა 07.12.2017
"მეჩვენება, რომ სააკაშვილი თავისი ქმედებებით ყოველგვარი კონტროლის, ფანტაზიისა და წარმოდგენების სფეროს სცდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია და განუჭვრეტადია, რას მოიმოქმედებს და როგორ განვითარდება მოვლენები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.12.2017
"სამინისტროების ოპტიმიზაციის იდეა შესაძლოა, გარკვეული პოპულისტური ნაბიჯი იყოს, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნებმა განაპირობა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე რაც ჩანს, იქიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები გაუაზრებელია", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 06.12.2017
ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი მმართველობა, ძლიერი კავშირები და ძლიერი საზოგადოება – ეს ის ოთხი ძირითადი მიმართულებაა, სადაც საქართევლომ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევა უნდა შეძლოს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გარდაუვალი გახდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 06.12.2017
"სააკაშვილი ცდილობდა, უკრაინაში დიდი საპროტესტო ტალღა აეგორებინა და ფაქტია, ვერ მოახერხა, ახლა კი მეორე სუნთქვა გაეხსნა - თუ ძლევამოსილ გმირად ვერ ივარგა, წამებულის მანტიის მოსხმა კიდევ ერთი ტექნოლოგიაა და უკრაინის ხელისუფლებამ მას ეს კომფორტი შეუქმნა. როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ახლა უკრაინაში დიდი ვაჭრობა მიდის, ვინ საით დაგდება და რას გააკეთებს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით სააკაშვილი ყველა ბრძოლას იგებს, არა იმიტომ, რომ ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლებაა ბრიყვი და მყიფე.
|
თიკო ოსმანოვა 06.12.2017
პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს. თუმცა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა. სკოლის პერიმეტრს პატრულის ორი ეკიპაჟი იცავს. რამ გამოიწვია ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ამ კითხვას თითქმის ყველას სვამს, თუმცა პასუხი არავის არა აქვს. მით უფრო, რომ ეჭვიმტანილები სკოლაში არაფრით გამორჩეულნი არ ყოფილან - არც სწავლით და არც სიცელქით. მეტიც, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, გ.ბ.-მ ტრაგედიის დღეს ფიზიკაში ათიანიც კი მიიღო.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.12.2017
არასრულწლოვანთა მიერ მკვლელობების რაოდენობა გაზრდილია. ამას საქართველოს პროკურაურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. როგორც არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სს-ის პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის მკვლელობაზე დევნა უწყებამ შემთხვევათა 1%-ში განახორციელა მაშინ, როცა, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ეს რიცხვი 5%-ს შეადგენს.
|
ია აბულაშვილი 06.12.2017
"ეუბნებიან მოზარდს - ხომ ხედავ, საკონსტიტუციო სასამართლომაც კი დაადგინა, რომ მხოლოდ "დასვენება და გართობაა" მარიხუანის მოხმარებაო და მასაც მეტი რა უნდა," - ამბობს სოსო ცინცაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.12.2017
საჯარო სკოლებში ძალადობის შემთხვევები მომატებულია - უფლებადამცველები ამის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლეების აქტივობას ასახელებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.12.2017
"საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან იმის გაკეთება, რომ მათ სასათბურე პირობები შეიქმნან რეკლამის განთავსების ან სპონსორებისთვის, არის თავხედობა. ისინი ამით ანგრევენ კერძო ბიზნესს და ამის დაშვება არ შეიძლება, ეს უტიფრობაა. ამასთან, მათ ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია ტელევიზიის რეიტინგისა და არც მისი გამოსწორების პერსპექტივა ჩანს", - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში.
|
|