ნინო ქეთელაური 02.12.2017
"იმ განცხადებების შემდეგ, რასაც რუსეთისგან ვისმენთ, აუცილებელია დაუყოვნებლივი რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რუსეთის დღევანდელი რიტორიკა, რომელიც ძალიან ახლოსაა 2008 წლის აგვისტოს პირველი დღეების რიტორიკასთან, როგორმე უნდა დავამუხრუჭოთ და ყველა დასავლურ სახელმწიფოს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 01.12.2017
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის საპასუხოდ მოსკოვი თბილისს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ერთგვარ "გამაფრთხილებელ" მესიჯებს უგზავნის და ძალის დემონსტრირებისთვის გუშინ აფხაზეთის რუსულ ბაზაზე ასი ერთეული თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შეიტანა, ცხინვალის რეგიონში 4-ვე რუსულ ბაზაზე კი დაუგეგმავი მასშტაბური წვრთნები დაიწყო.
|
ეკატერინე ბასილაია 01.12.2017
შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში არსებული აფხაზური მემორიალის ამბავი ისევ გრძელდება. სოხუმში ომის დროს დაღუპულთა მემორიალი, რომელზეც სეპარატისტული აფხაზური დროშაა გამოსახული, ძველ ადგილზე უცვლელად ბრუნდება და შოტლანდიის მხარე სოხუმსა და თბილისს სთავაზობს, ერთად დასხდნენ და კომპრომისულ, ყველასათვის მისაღებ ტექსტზე და ფორმაზე შეთანხმდნენ, რათა მომავალში შეიცვალოს ძეგლი და არც ერთი მხარე შეურაცხყოფილი არ დარჩეს.
|
თიკო ოსმანოვა 01.12.2017
96 ხმით 5-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია აირჩიეს. მას ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი, თუმცა ამას წინ უძღოდა თანაგუნდელებს შორის განხეთქილება. უმრავლესობასა და ოპოზიციაში აზრი ორად იყო გაყოფილი. უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს - ნუკრი ქანთარიას ლომჯარიას ობიექტურობაში ეჭვი ეპარება, ამიტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ასევე მოიქცა უმრავლესობის კიდევ რამდენიმე წევრი, ბევრმა მათგანს კენჭისყრაში, რომლის შედეგიც წინასწარ იყო ცნობილი, მონაწილეობა არ მიუღია.
|
ნინო ქეთელაური 01.12.2017
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი მეც გახლდით, მაგრამ ის ჩვენ ბევრს არაფერს გვეკითხებოდა. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვურჩევდით, არ მოსწონდა და ამით მდგომარეობა სადამდე მიიყვანა, ყველამ კარგად იცის," - აღნიშნა პოლიტოლოგმა, მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავამ "რეზონანსთან" საუბრისას. მისი აზრით, მრჩეველთა საბჭო არ უნდა გაუქმდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, ვინ დააკომპლექტებს მას და რამდენად იქნება გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
|
მარი ჩიტაია 30.11.2017
ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.11.2017
თბილისში ძეგლებზე პირბადეების აკვრის აქცია ახალი კამპანიის დასაწყისია, რომლის უკანაც "ჟანგბადის ნინძები" დგანან. როგორც "რეზონანსთან" "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე აღნიშნავს, იგი იცნობს აქციის ორგანიზატორებს, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნება არ სურს. ამასთან, ფერაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის პერფორმანსები მომავალშიც ჩატარდება, რაზეც ამ აქციის სავარაუდო ორგანიზატორთა მიერ გუშინ გავრცელებული ანონიმური წერილიც მიუთითებს.
|
ნინო ქეთელაური 30.11.2017
ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იტალიაში "დიპლომატიური წარმომადგენლობა" გახსნა, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ ეს ნონსენსია და აფაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ იტალიის ქალაქ ბარიში ჩატარებულ პრესკონფერენციას მინუციპალურ ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
|
თიკო ოსმანოვა 30.11.2017
"100%-დან გადაწყვეტილების 80% არის ხელისუფლების სასარგებლოდ, 20% კი - მერაბიშვილის. ეს საკითხი იურდიულ ფორმას სცდება და აქ შედის ფასეულობები და ღირებულებები. წერია, რომ მერაბიშვილი დააპატიმრეს სამართლიანად, მაგრამ შემდეგ მისი პატიმრობა გამოყენებული იქნა უსამართლოდ. ეს უკანონო გაყვანის ფაქტი აფერმკრთალებს ჩვენი ხელისუფლების იმიჯს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.11.2017
ახმედ ჩატაევის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშრებით მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ "კავკასიის ემირატს" შეერთებოდა.
|
თიკო ოსმანოვა 29.11.2017
"ახლა მთავარია, ხელისუფლებამ დაადგინოს, რა მიზანი ჰქონდა ამ გუნდს. იქ ჩატაევი იყო შემსრულებელი თუ არა, ეს, უბრალოდ, ტერორისტული გუნდის დაუნდობლობის ხარისხს ზრდის. თორემ თავისთავად პოლიტიკური მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რა უნდოდა გუნდს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ეკატერინე ბასილაია 29.11.2017
"მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ მთავრობამ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით მოახდინა", - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია. - "მინდა მკითხველს გავახსენო, როგორი ბაქი-ბუქით ლაპარაკობდა თეა წულუკიანი, რომ გაასაჩივრებს ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილებას დიდი პალატის წინაშე და დარწმუნებულია, რომ ის გააუქმებს, ახლა კი გადაწყვეტილება უფრო მკაცრია, ვიდრე პირველ გადაწყვეტილებაში იყო".
|
|