თამარ მუკბანიანი
18.05.2020

 რამდენიმე დღეში ქვეყანა ორთვიან საგანგებო რეჟიმს დაასრულებს და შესაბამისად, ეკონომიკური შეზღუდვებიც მოიხსნება. მიუხედავად მკაცრი რეგულაციების გაუქმებისა,  ბიზნესსს მძიმე მოლოდინი აქვს. ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი და ქართული ეკონომიკა ჩაძირვას გააგრძელებს, პანდემიამდელი ვითარების დაბრუნებას კი ქვეყანა დაახლოებით 2 წელს მოანდომებს.

თამარ მუკბანიანი
15.05.2020

 ზუსტად ორი თვის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იხსნება. მსგავსი რეჟიმის პრაქტიკა პანდემიის პირობებში თითქმის ყველა ქვეყანას ჰქონდა, თუმცა ჩვენთან სამთავრობო შეზღუდვებით ეკონომიკა სრულად გაჩერდა. ახლა მთავარია რეჟიმის მოხსნის შემდეგ, რა რეგულაციები დარჩება და რამდენად შეძლებს ბიზნესი და ეკონომიკა ორ თვის სრული ვარდნის შემდეგ, მუშაობის გაგრძელებას.

თამარ მუკბანიანი
14.05.2020

 საქართველოში ავიამიმოსვლის აღსადგენად მზადყოფნა უკვე 20-მა ავიაკომპანიამ გამოთქვა. პირველი რეისები ისრაელის მიმართულებით შესრულდება. მედიაში უკვე წერენ, რომ იაფი ფრენა წარსულს ჩაბარდა, ბილეთი ფასს ყველაზე მეტად, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობა გააძვირებს, რის გამოც თვითმფრინავის ბორტზე ყველა ადგილის შევსება ვეღარ მოხდება. განსხვავებულია მოლოდინი საქართველოში, სადაც მიიიჩნევენ, რომ შემცირებული მოთხოვნა კომპანიებს აიძულებს ფასი არ გაზარდონ.

გვანცა წულაია
13.05.2020

 საქართველოში აუნაზღაურებელი სტაჟირება იმდენად დიდი პრობლემაა, რომ მისი კანონმდებლობით დარეგულირება მოხდება. „შრომის კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. ცვლილების თანახმად, 6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება იკრძალება.

თამარ მუკბანიანი
13.05.2020

 ანაკლიის ბედი, მთავრობასა და კონსორციუმს შორის დავის გარდა, ეჭვქვეშ უკვე პანდემიამაც დააყენა. მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია და დიდი კრიზისის მოლოდინია. გაძნელდება, შესაბამისად, ინვესტორის პოვნა, რომელიც სადავო პროექტში ფულს ჩადებს. ხელისუფლება პროექტთან დაკავშირებით დუმს, კონსორციუმში კი ამბობენ, რომ ანაკლია ,,ქართულმა ოცნებამ“ ბევრი წლით დააპაუზა.

გვანცა წულაია
13.05.2020

 ექსპორტსა და იმპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, იანვარ-აპრილში ექსპორტი – 11.9%-ით, ხოლო იპორტი 11.8%-ით შემცირდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორივე მხრივ დრამატული სურათი შექმნა, განსაკუთრებით - ექსპორტის კუთხით. 

გვანცა წულაია
12.05.2020

 საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია და ჯერჯეობით უცნობია, როდის მოხდება მისი აღდგენა. ქალაქები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. სფეროს სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ რეგიონებში მოძრავი ტრანსპორტი უნდა აღდგეს, თუმცა - რეკომენდაციების სრული დაცვით.

თამარ მუკბანიანი
12.05.2020

 ბანკების მიერ დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, თუმცა ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ ახლა დაიწყო და ხალხს შემოსავალი ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათი გადახდისუნარიანობა ისევ ეჭვქვეშ დგას. საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებაზე რომ საუბარი მიმდინარეობს, ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია, რა ფორმით.

ირაკლი ლომიძე
12.05.2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა მზადაა. მთავრობა აგრარული სექტორის მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარებას იწყებს.  ანტიკრიზისული გეგმის მიზანი მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებაა. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს. მათ შორის გათვალისწინებულია სპეციალური პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, დაფინანსება მცირემიწიანი ფერმერებისთვის მიწების დასამუშავებლად და სხვა მრავალი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, მათ შორის აგროდაზღვევის, იაფი აგროკრედიტის, “დანერგე მომავალის” და სხვა პროგრამების დაფინანსებების გაფართოებას.

რეზონანსი
11.05.2020

 11 მაისიდან შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა და სამუშაო ადგილების დიდი ნაწილის ამუშავებამ, უფრო მეტად გააჩინა მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ხელისუფლებას ზუსტი გეგმა აქვს, როდის გაიხსნება საქართველოს ცა და თვითმფრინავებით მგზავრების გადაყვანა როდიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად ცნობილი, როდის ამოქმედდება მეტრო და ავტობუსები. თუმცა, კახა კალაძის მოადგილის კომენტარიდან, ცნობილი გახდა, რომ ეს თემა მერიაში უკვე აქტიურად განიხილება.

ირაკლი ლომიძე
11.05.2020

 სავალუტო რყევები, რომელიც სავალუტო ბაზრს დიდ პრობლემას უქმნის, უკვე ფინანსური სტაბილურობისთვისაც შეიძლება დიდ დაბრკოლებად გადაიქცეს. ამ პროცესის ინფლაციაზე მავნე გავლენა ისედაც აშკარაა, ფასების ზრდას ვერაფერი აჩერებს. არ არის გამორიცხული, საფრთხე საფინანსო ბაზრებზეც გაჩნდეს, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმაც გააკეთა აქცენტი და თავის ანგარიშში მიუთითა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევა, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს.

ნინა გარდაფხაძე
11.05.2020

 ბოლო 2 წლის განმავლობაში, მცირედით, თუმცა მაინც იკლებდა ქვეყნაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. ასეთი იყო ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც წელს უარყოფითი კუთხით შეცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ ტურიზმში დასაქმებულთა ნაწილი საშუალოდან ღარიბ ფენაში გადაინაცვლებს და გაღარიბებაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ სეგმენტს არ შეეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×