მარი ჩიტაია 27.06.2017
ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერაფრით გვარდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგოპოლიტიკა მცდარია. მთავრობა პრობლემებში სულ უფრო მეტად ეფლობა.
|
თამარ მუკბანიანი 27.06.2017
თბილისი-ქუთაისის საგზაო მაგისტრალზე მუდმივად მიმდინარე სამუშაოების გამო, რამდენიმე ადგილას მოძრაობა შეფერხებულია. ეს მძღოლების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. ზაფხულში, დედაქალაქიდან დასავლეთისაკენ წამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს, შესაბამისად, უფრო ინტენსიური საცობებია მოსალოდნელი.
|
ნინო ქეთელაური 27.06.2017
"ცივი ომის მწვავე ფაზაში გადასვლა" და "მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი, უფრო სერიოზული დაპირისპირებების გამოწვევა" - ასე აფასებენ ანალიტიკოსები აშშ-ის სურვილს, რომ "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ" შეთანხმებიდან გავიდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.06.2017
ოპოზიციურ ფლანგზე თბილისის მერობისთვის ბრძოლაში 2 კანდიდატი ოფიციალურად უკვე გაცხადებულია და გუშინ "ნაციონალების" მიერ ზაალ უდუმაშვილის დასახელების შემდეგ ასევე გაცხადდა ისიც, რომ უდუმაშვილი მარტო "ნაციონალების" კანდიდატი არ იქნება, მას, დიდი ალბათობით, მხარს სხვა პარტიებიც დაუჭერენ.
|
ნათია ლომიძე 27.06.2017
ლარის კურსის დევალვაცია მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. 2015 წლიდან დღემდე მსესხებლები მინიმუმ 80 ლარით გაძვირებულ კრედიტს იხდიან. საკრედიტო მომსახურების წლიური თანხის თანაფარდობა საშუალო თვიურ შემოსავლებთან 80%-ის ფარგლებში იყო, ხოლო ახლა 102%-ის მიჯნაზეა. ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ხალხმა დევალვაციის გამო მარტო სესხის პროცენტებში 1 მილიარდ ლარზე მეტი იზარალა.
|
მარი ჩიტაია 27.06.2017
მობილური ტელეფონი, რომლის გარეშეც თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია, ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო ტვინის კიბოს რისკი კატასტროფულად მატულობს. მეცნიერთა დასკვნით, 2020 წლისთვის თავის ტვინის სიმსივნეთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზრდება.
|
თიკო ოსმანოვა 27.06.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუმცა, ამ ეტაპზე, "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროგნოზირებს. ამბობს, რომ მთავარი ორთაბრძოლა "ქართულ ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.
|
თიკო ოსმანოვა 27.06.2017
"ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული საპროტესტო აქციის დაწყება ნაადრევია. ამის საფუძველი არ არსებობს - ჯერჯერობით მიდის "ქართულ ოცნებასთან" ამომრჩევლის გამიჯვნის პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი, ვინც "ოცნებას" გაემიჯნა, პროტესტისთვის არის განწყობილი. ჩემი ვარაუდით, საპროტესტო დიდი ტალღა შესაძლოა, მომავალ გაზაფხულზე აგორდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 26.06.2017
პარასკევს, 23 ივნისს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.
|
გვანცა წულაია 26.06.2017
აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი კლება იგრძნობა, რის გამოც ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდნის პირასაა. როგორც აფხაზური ინტერნეტ-საიტები იუწყებიან, წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის განახევრდა.
|
ეკატერინე ბასილაია 26.06.2017
ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე 2 მოსმენით ერთპარტიულად დაამტკიცა "ქართულმა ოცნებამ", უკვე არაფერი შეიცვლება და აზრიც ეკარგება, ოპოზიცია ქუჩაში გააპროტესტებს მას თუ არასამთავრობოებთან ერთად ვენეციის კომისიას, ევროსაბჭოსა თუ საელჩოებს გაუგზავნის საჩივრებს ხელისუფლების ქმედებების მიუღებლობაზე.
|
ია აბულაშვილი 26.06.2017
"ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა ჩვენში. სურათები, ლიტერატურული მოგონებები, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქო იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთაველიდამ დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინრობა, ეს ნაკლულევანება ქართულის მწერლობისა უნდა გასწორდეს. იმ პირებზე მაინც, რომელთაც ამ საუკუნეში გადმოუბიჯებიათ ფეხი, ან კიდევ ამ საუკუნეში დაბადებულან და უდროოდ დაჰკარგვიან ჩვენს ქვეყანას", - ეს სიტყვები ეკუთვნის იონა მეუნარგიას, რომელსაც "ქართული ლიტერატურის პლუტარქეს" ეძახდნენ. თავად კი საკუთარ თავს - ქართული ლიტერატურის "მეწვრილმანეს და ფაქტების მომქუჩებელს".
|
|