მარი ჩიტაია 16.06.2017
ახალი წლიდან ონლაინ კაზინოებს მკაცრი რეგულაციები დაუწესდებათ. პარლამენტში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც შეზღუდვებზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 16.06.2017
თუ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ საქმიანობას არ შეწყვეტს, მისი საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებას საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მართავს. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილე დავით საყვარელიძემ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან განაცხადა.
|
გვანცა წულაია 16.06.2017
საქართველო ბავშვთა სახიფათო შრომის თვალსაზრისით მწვავე პრობლემის წინაშე დგას. როგორც 2016 წლის ბავშვთა შრომის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა, ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში ჩვენს ქვეყანაში 24 000 ბავშვია ჩართული. მათი 64% სახიფათო შრომით საქმიანობას ასრულებს. 4700 ბავშვს სახიფათო დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან უწევს შეხება.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.06.2017
"მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ მოისმინა, რა ხელგაშლილად და მზადყოფნით საუბრობდა ნატოს წარმომადგენლობა საქართველოზე, მოხდა ის, რომ მთელ ქვეყანაში შმორის სუნი დადგა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ბოლო პერიოდის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
|
ნათია ლომიძე 16.06.2017
2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობამ თითქმის 4-ჯერ მოიმატა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ესტონური მოდელის შემოღებიდან მცირე დროში ასეთი ტემპით გაზრდილიყო ინვესტიციების ოდენობა. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ესტონურმა მოდელმა გაამართლა და სამომავლოდ უფრო მეტ შედეგს ელოდებიან.
|
სოფო ჩხიკვაძე 16.06.2017
ქვეყანაში გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოშობილმა პრობლემებმა საზოგადოება გაააქტიურა. მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ცდილობს, ენთუზიაზმის საფუძველზე დაასუფთავოს ტერიტორიები. განსაკუთრებით აქტიურობენ სტუდენტები. ისინი უქმე დღეებში ჯგუფებად იყოფიან და ქალაქგარეთ მიდიან სხვადასხვა ადგილის დასასუფთავებლად. აქტივისტების მიზანია, შეინარჩუნონ სუფთა ბუნება ნარჩენების გარეშე.
|
ნინო ქეთელაური 15.06.2017
"საშიშია ის განცხადებები, რაც ამ დღეებში კეთდება. კერძოდ, რუსეთის ლიდერმა ცალსახად განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესები კავკასიისა და აზიის მიმართულებით გადმოინაცვლებს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
ეკატერინე ბასილაია 15.06.2017
"ხელისუფლებამ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა, რომ თუ მათი ვერსია (ბონუსიანი პროპორცული სისტემა) არ გავიდოდა, როგორც კი ვენეციის კომისია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებდა, მაჟორიტარების ყვირილი და დადგმული ბუნტი დაიწყებოდა.
|
ნათია ლომიძე 15.06.2017
ავტომობილების ტექნიკური დათვალირება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიწევს. არც მოსახლეობისთვის და არც სპეციალისტებისთვის არაფერი არ არის ცნობილი იმ მასშტაბური პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც წესითა და რიგით 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შვეიცარიული კომპანია ეხმარება, ტექდათვალიერების საკითხი 2019 წლის გეგმაში გადაინაცვლებს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.06.2017
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შესაძლოა, 2020 წელს არ გაუქმდეს და მისი ამოქმედება გადაიდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ უთანხმოებაა და ამ სისტემის გაუქმების შესაძლო ახალ ვადაზე საჯაროდ "ოცნების" ლიდერებიც ალაპარაკდნენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.06.2017
საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ სარგებლობა სადღეისოდ მსოფლიოს 56 ქვეყანაში შეუძლიათ. მიმდინარეობს თუ არა სხვა ქვეყანებთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ ხდება, რაც მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს აღწევს.
|
თიკო ოსმანოვა 15.06.2017
"არსებობს ინფორმაცია, რომ საკითხი დგას ასე - დარჩება თუ არა თანამდებობაზე დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე?! პროპორციული სისტემის აუცილებლობა, მისი მრავალწლიანი თეორიული გამოცდილება არცთუ ადვილი გამოდგა პრაქტიკაში.
|