გვანცა ღვედაშვილი
13.06.2017

 "ცხადია, სისტემური ხარვეზები არსებობდა და არსებობს. თუმცა როგორი კარგი სისტემაც უნდა ჩამოყალიბდეს, სასამართლოსადმი ნდობა არ იქნება, ვიდრე ამ სისტემაში მურუსიძე დარჩება, რადგან როგორი კარგი მოსამართლეც უნდა იყოს მურუსიძე, საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ვერ მოახერხებს", - ასეთია "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის შეფასება სასამართლოში არსებულ სისტემურ ჩავარდნასთან დაკავშირებით.

თამარ ვეფხვაძე
13.06.2017

 23 ივნისს თბილისში სტარტს აიღებს ქართულ-პოლონური ბიზნეს-ტრენინგების სერია, რომელიც ივნისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება. პირველი მოწვეული სპიკერი ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი პიტერ სენკუსი იქნება. იგი ჩაატარებს ტრენინგსა და ვორკშოფს თემაზე: "თანამედროვე მსოფლიო და ევროპული ბაზრის გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში"

ნინო ქეთელაური
13.06.2017

 "რუსეთის ახალგაზრდა თაობას არ სურს, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელიც დაპირისპირებულია მთელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. მათ დიდ ნაწილს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული ან ახლა სწავლობს და მათთვის დასავლური ფასეულობები საკმაოდ ახლობელია", - ამბობს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას.

ნათია ლომიძე
13.06.2017

 მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაიაფდა და საქართველოშიც კარგი პროგნოზი კეთდება. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე ფასის კორექტირება სწრაფად მიმდინარეობს. თუ ასე გაგრძელდა, საწვავი ზაფხულის განმავლობაში კიდევ უფრო იაფი ეღირება.

ნინო ქეთელაური
13.06.2017

 "ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს და ხალხის პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს. პუტინი რაც უფრო მეტად მოინდომებს რეპრესიების გატარებას, უკმაყოფილების მუხტი მით უფრო გაიზრდება", - ასე აფასებენ ანალიტიკოსები რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს, რომელიც მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა.

ია აბულაშვილი
12.06.2017

 "პოლიკარპე კაკაბაძის პიესის - "ყვარყვარე თუთაბერის" დადგმის და შემდეგ, გახმაურების ვითარებაში, საქართველოში უკვე ლაპარაკობდნენ, ოღონდ ლაპარაკობდნენ კულუარულად, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყვარყვარე თუთაბერის პროტოტიპი, რადგან ამაზე ხმამაღლა საუბარი ძალიან საშიში იყო" - ამბობს "მთელ კვირასთან" შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რეზო მიშველაძე.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2017

 ორი რეპერი, რომლებმაც პოლიცია გააშარჟეს, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაიჭირეს; თბილისში მოტაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა; თურქეთის მოთხოვნით კოლეჯის მენეჯერი ციხეშია; დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი პოლიციელი უდანაშაულოდ სცნეს; ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მთავარი აუდიტორი სცემა - ბოლო რამდენიმე კვირაა, "ოცნების" ხელისუფლებას ძალიან ბევრი ნეგატიური და კრიზისული ფაქტი დაუგროვდა, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს და უკვე გაჩნდა შეძახილები - "მეტი რაღა უნდა მოხდეს...", "ქვეყანაში ძალოვანები თვითნებობენ" და ამიტომ "ხმაურის დროა".

ნინო ქეთელაური
12.06.2017

 ამ დრომდე გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, მათი წყაროს ინფორმაციით, იგი დაიღუპა; ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით კი, ოსორაული ცოცხალია და ამის შესახებ კონგოში მყოფი სხვა ქართველი მფრინავები იტყობინებიან.

მარიამ ელიაშვილი
12.06.2017

 პოლიციელი რობოტების შექმნის იდეა ახლა არ გაჩენილა, თუმცა პირველი ნაბიჯები ამ მხრივ სწორედ ახლა იდგმება. დუბაიში ერთი ასეთი რობოტი უკვე არსებობს, მაგრამ იგი სრულყოფილი არაა. 24 მაისს დუბაიში ინტეგრირებულ რობოტზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც პოლიციელის ყველა უნარი ექნება. მას ჯარიმების გამოწერა, სახეების იდენტიფიცირება და 9 ენაზე საუბარი შეეძლება. ამასთან, იგი დანაშაულის ადგილზე პოლიციელზე სწრაფად აღოჩნდება. მათი მოძრაობის არეალი დუბაის მთელ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის ტურისტებისთვის განკუთვნილ ზონებს.

ეკატერინე ბასილაია
12.06.2017

 პატრიარქის დაცვის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, გათავისუფლებული არიან. მიზეზად რიგითი როტაცია სახელდება, თუმცა, როგორც თეოლოგი ვლადიმერ ნარსია "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, მას საპატრიარქოდან აქვს ინფორმაცია, რომ დაცვის სამსახურში ბოლო კვირის ცვლილებები, ჯერ უფროსის და ახლა დაცვის თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა, უკავშირდება დაცვის უფროს ზურაბ ბუჩუკურის მიერ ილია ||-ისთვის საპატრიარქოს შიდა ინტრიგებზე გარკვეული ინფორმაციის მიაწოდას. ამის საპასუხოდ კი დაცვის სპეციალურმა სამსახურმა "საეჭვო პირები" მოაცილა პატრიარქს და მისთვის უფრო სანდო თანამშრომლებით ჩაანაცვლა.

მარიამ გელაშვილი
12.06.2017

 ასტრონომებს აქამდე სწამდათ, რომ ჩვენს გალაქტიკას კოსმოსში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ირმის ნახტომს გარს კოსმოსური სიცარიელე აკრავს. თუ ეს დამტკიცდა, უნდა შეიცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს გაფართოების შესახებ.

გვანცა ღვედაშვილი
12.06.2017

 "ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც,ზაალ უდუმაშვილი და ნიკა გვარამია კიევში სააკაშვილთან და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შესაძლოა, გვარამიასა და "ნაციონალებს" შორის ვერ მოხერხდა ურთიერთგაგების ჩამოყალიბება, რადგან ასეთი უეცარი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ ეჭვს ბადებს", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×