ნათია ლომიძე 09.06.2017
ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა მკაცრად გაკონტროლდება. ამ კანონზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც რამდენიმე კანონდარღვევა გამოაშკარავდა და მეზობელი რეგიონებიდან იაფად შემოყვანილი ცხოველები როგორც ქართული ისე გაჰყავდათ ექსპორტზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მთავრობის მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
|
ეკატერინე ბასილაია 09.06.2017
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების გეგმა თუ შანტაჟი უფრო და უფრო აქტუალური გახდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც გუშინ ვენეციის კომისიის წინასწარ დოკუმენტში საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება გაკრიტიკებულია და რეკომენდაციაა, რომ მმართველმა ძალამ ის შეცვალოს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.06.2017
ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში მთავარი კრიტიკა საარჩევნო სისტემას, უმთავრესად კი გადაუნაწილებელი მანდატების - ე.წ. ბონუსების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას უკავშირდება. ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ დოკუმენტში გაკრიტიკებულია სწორედ ის საკითხები, რასაც აკრიტიკებენ თავად. "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შენიშვნები უმნიშვნელოა და თან "ბონუსების" ზედა ზღვარზე მსჯელობას ისედაც აპირებდნენ.
|
ია აბულაშვილი 09.06.2017
ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც მისი ავტორები მკითხველს ურჩევენ, რომელი წიგნი წაიკითხონ დასვენების დღეებში. 2015 წელს გამოქვეყნებულ ერთ ასეთ სარეკომენდაციო სტატიაში ბრიტანელი ნოველისტი და სცენარისტი უილიამ ბოლიდი მკითხველს სამი წიგნის წაკითხვას ურჩევდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" იყო.
|
მარიამ ელიაშვილი 09.06.2017
ადგილობრივები წყალტუბოში სასაფლაოს გაფართოების მიზნით 100-მდე მრავალწლიანი წიწვოვანი ხის მოჭრას აპროტესტებენ და დახმარებისთვის შესაბამის უწყებას მიმართავენ, თუმცა იმერეთის რეგიონული სატყეო სამმართველო მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხოდ ტოვებს. როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამიტომ ხეების მოჭრა კანონდარღვევად არ მიიჩნევა.
|
თიკო ოსმანოვა 09.06.2017
საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა საქმის პროკურატურისთვის გადაცემას და მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საქმის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. ამასთან, ადვოკატი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ ბაქოს იზოლატორში მყოფ მუხთარლის საშიშროება ემუქრება.
|
ნათია ლომიძე 09.06.2017
საქართველოში სწრაფ სესხებზე მოთხოვნის გაზრდა მოსახლეობაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. მსესხებელთა დიდი ნაწილი სახარჯო დეფიციტის გადაფარვას ცდილობს, ზოგიერთი კი უმიზნოდ იღებს ვალს. საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სწრაფ სესხებზე მოთხოვნა ქვეყანაში გაჩენილმა ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. მოსახლეობა ვალის დასაფარად რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციას ერთდროულად აკითხავს.
|
ნინო ქეთელაური 09.06.2017
ირაკლი კობახიძე უშიშროების საბჭოს მდივანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "არ შეიძლება, საჯარო მოსამსახურე ესაუბრებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და ეუბნებოდეს - "მე და შენ ვერ შევთანხმდებით".
|
თიკო ოსმანოვა 09.06.2017
"ადამიანს, რომელსაც სახე არ უწითლდება, მამალი ტყუილის თქმა სულაც არ შეაწუხებს, რომ წაიკითხოს გადაწყვეტილებად ის ტექსტი, რომელიც არც თვითონ დაუწერია და არც წაუკითხავს. ჩვენთან მოაზროვნეთა რაოდენობა მცირდება მათ ხარჯზე, ვისთვისაც უპირველესი ღირებულება ოთხ ასოში გამოხატული უზრამაზარი სივრცეა - ფული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
|
სოფო ჩხიკვაძე 09.06.2017
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოველებთან კონტაქტი დიდი სიამოვნებაა. "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ თბილისში რამდენიმე ოჯახში უცნაური ცხოველი ან ფრინველი ბინადრობს. ეს მათ პატრონებს დისკომფორტს სულაც არ უქმნის, პირიქით, ძალიან უყვართ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.06.2017
ხელისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე მორატორიუმს მეორედ აცხადებს. პირველად სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი ხელისუფლებამ 2013 წლის ივლისში გამოაცხადა, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 2014 წელს სასამართლომ მორატორიუმი გააუქმა, რადგან ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
|
მარი ჩიტაია 08.06.2017
სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა, გარდა იმისა, რომ წამგებიანია, კერძო ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია მოხდება, მაგრამ კიდევ ათეულობით ორგანიზაცია დარჩება, რომელთა მიზნობრიობა საეჭვოა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|