თიკო ოსმანოვა 08.06.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვით ადრე თბილისის მერობისათვის მებრძოლი მთავარი კანდიდატების ვინაობა პრაქტიკულად გამოკვეთილია. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებზეც მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.
|
ეკატერინე ბასილაია 08.06.2017
"მმართველი პარტია ცდილობს, დომინირებული მდგომარეობა მოიპოვოს საარჩევნო კომისიებშიც. ვიცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებითაც მმართველი ძალა უპირატეს მდგომარეობაში იქნება, რადგან გამარჯვებულს ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მიაქვს.
|
ნათია ლომიძე 08.06.2017
საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, საჯარო სექტორში პრემია-დანამატების ოდენობამ 321 758 000-ს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა უკეთესისკენ არ ვითარდება და ყოველდღიურ სიღარიბეს ასეული ათასობით ადამიანი ებრძვის. გამოდის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს პრემიებს მაინც იღებს. ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში დაუშვებელია.
|
ეკატერინე ბასილაია 08.06.2017
უმრავლესობა საარჩევნო კომისიების სათავისოდ დაკომპლექტებისთვის ახალი კანონის მიღებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" კომისიებში 1-ის ნაცვლად 4 წარმომადგენელი ეყოლება და თუ ამას მიემატება ისიც, რომ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრების უმეტესობა მუდმივად ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, არჩევნების დროს ოპოზიციის ნებისმიერი საჩივარი და პროტესტი აზრს საერთოდ კარგავს და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ეს სურს მმართველ პარტიას.
|
ნინო ქეთელაური 08.06.2017
"ისლამურმა სახელმწიფომ" ამით აჩვენა, რომ მოქმედებს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებით, რითაც ხანგრძლივი ისტორიის მქონე სუნიტურ-შიიტურმა დაპირისპირებამ ისევ წინ წამოიწია - აცხადებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ ირანში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რეგიონში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობაა მოსალოდნელი.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.06.2017
"კონსტიტუცია, წესით, მორგებული უნდა იყოს გრძელვადიან ინტერესებზე. ხანმოკლე ინტერესებზე აწყობილი კონსტიტუცია სწორია თუ არა, ამაზე ლაპარაკს აზრიც კი აღარ აქვს", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით აკეთებს.
|
ვახტანგ შამუგია 08.06.2017
სავაჭრო კავშირის წევრი სომხეთისათვის თავისი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორის, რუსეთის ბაზარზე უმოკლესი გზა საქართველოზე გადის.
|
მარი ჩიტაია 08.06.2017
კანონის მიღებამდე, შესაძლოა, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის ფაქტები გახშირდეს. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, მორატორიუმის გამოცხადებაა. ხელისუფლება სწორედ ამ გზას ადგას. ეს პროცესი იმავდროულად კანონპროექტის უკან გატანასაც ნიშნავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განმარტებით, მორატორიუმი მოიცავს იმ ვადას, სანამდეც კონსტიტუციის ახალი ვერსია დარჩება ძალაში.
|
თიკო ოსმანოვა 08.06.2017
თუ როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ტვირთების ტრანზიტში ცხინვალის ჩართვას ითხოვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 08.06.2017
გარემოვაჭრეებმა სამუშაო საათები შეიცვალეს და თუკი დღის განმავლობაში ვეღარ გამოდიან ქუჩებში საქონლის გასაყიდად, საღამოს 9 საათის შემდგომ "გზა ხსნილი" აქვთ. შესაბამისად, გარევაჭრობა სააღამოს 9 საათიდან თითქმის შუაღამემდე შეუზღუდავად გრძელდება.
|
ნინო ქეთელაური 08.06.2017
"სანამ მთელი მსოფლიო, წამყვანი სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება არ უწერია", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარიკა გოგოხია 08.06.2017
სააფთიაქო ქსელებისათვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად განაწყო. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|