გვანცა ღვედაშვილი 05.06.2017
საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, ასევე ეკატერინე აღდგომელაშვილმა, ლიანა ღვინიანიძემ, სოფიკო ვერძეულმა, თამთა ნანიშვილმა და ნანა სარალიშვილმა ერთობლივი სარჩელით მიმართეს.
|
ნინო ქეთელაური 05.06.2017
სერბი კომპოზიტორი, მუსიკოსი და მომღერალი გორან ბრეგოვიჩი, ვინც 26 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" სოლო კონცერტს გამართავს, უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. საქართველოში მისი კონცერტის ორგანიზატორი, "არტ მედია გრუპის" დირექტორი კი აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, ასეც რომ იყოს, მაინც ჩამოიყვანდა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.06.2017
"ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების გასაპროტესტებლად ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანდება და თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ თვეშივე 2 მოსმენით და კონსენსუსის გარეშე მიიღებს ახალი კონსტიტუციის კანონპროექტს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ძალით დიდ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
|
თამარ მუკბანიანი 03.06.2017
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და სხვადასხვა მიზეზების გამო უამრავი ადამიანი ითხოვს მოწყალებას. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც სხვა ალტერნატივაც აქვთ და, უბრალოდ, მარტივად ცხოვრება აირჩიეს. ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა "თაღლითი მათხოვრების" არმია. ასეთმა ადამიანებმა უკვე ვირტუალურ სამყაროშიც მოიკიდეს ფეხი. განსაკუთრებით რთულია თაღლითობის გამოვლენა, როდესაც ინტერნეტში დარეგისტრირებული ადამიანი ითხოვს დახმარებას.
|
ეკატერინე ბასილაია 03.06.2017
სამხრეთკორეულმა საავტომობილო კომპანია "ჰიუნდაიმ" ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე უახლესი მოდელის 4 ავტომობილის ტესტ-დრაივი მოაწყო. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები "რესპუბლიკის" იმიჯის და სილამაზის პოზიტიურად პოპულარიზაციას, შესაბამისად კი, მეტი ტურისტის მოზიდვას უწყობს ხელს.
|
თიკო ოსმანოვა 03.06.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვით ადრე თბილისის მერობისათვის მებრძოლი მთავარი კანდიდატების ვინაობა პრაქტიკულად გამოკვეთილია.
|
მარი ჩიტაია 03.06.2017
ინფლაციის მხრივ 6-წლიანი რეკორდი დამყარდა. მაისში, 2011 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო - 6.6%. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ზრდა სუბიექტური ფაქტორითაა განპირობებული. ეროვნულმა ბანკმა დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართვა თავი და ინფლაციის სადავეები ხელიდან გაექცა.
|
მარიამ ელიაშვილი 03.06.2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67 ათასი მასწავლებლიდან 2000-ს, რომლებიც ძირითად საგნებს ასწავლიან, უმაღლესი განათლება არ აქვს და მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული განათლება აქვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.06.2017
აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოდის. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ მიიღო, რასაც დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშიც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
|
ია აბულაშვილი 03.06.2017
თბილისის ძველ უბნებში სეირნობისას ბევრ ისეთ სახლს შეხვდები, აბრა რომ აქვს გამოკრული - ამ სახლში ამა და ამ დროს ცხოვრობდა ესა და ეს გამოჩენილი ადამიანი, სახლებს, რომლებიც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებას ვერ იტევს და მთელი ეპოქის ამბავს მოგითხრობს.
|
ნათია ლომიძე 03.06.2017
უხარისხო საშენ მასალას, რომელიც დღემდე იყიდება და აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სფეროში, სამომავლოდ ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქცია ჩაანაცვლებს. 2020 წლიდან საქართველოში საშენი მასალის სერტიფიცირება დაიწყება. რეგულაცია ფასზეც მოახდენს გავლენას, რაც თავისთავად მშენებლობასაც გააძვირებს.
|
ნინო ქეთელაური 03.06.2017
"ბატონმა კობახიძემ სტუდენტების პროტესტს კომუნისტური აზროვნება უწოდა, მაგრამ პირადად მე კომუნიზმისა და სოციალიზმის კვალს ბელადომანიასა და ერთი არაფორმალური მმართველის გაფეტიშებაში ვხედავ", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|