ნათია ლომიძე 02.06.2017
ეროვნული ბანკის მხრიდან საფინანსო ორგანიზაციებზე რეგულაციის გატარებამ, შესაძლოა, არსებული მდგომარეობა მომხმარებელთა სასიკეთოდ შეცვალოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული ცვლილებები დროულია. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებმა არ დააზარალოს ბიზნესი, მაგრამ არსებითად შეცვალოს მდგომარეობა მომხმარებლის სასიკეთოდ.
|
თამარ მუკბანიანი 02.06.2017
საქართველოში 800 ათასამდე ადამიანი ღატაკია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია. სტატისტისკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ამ მხრივ სავალალო ტენდენცია მზარდია.
|
ეკატერინე ბასილაია 02.06.2017
ილჰამ ალიევის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო საქართველოში თავშეფარებული აზერბაიჯანელებიდან დღეს 3 ადამიანი პატიმარია. მათ შორის დიდი სკანდალი გამოიწვია ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მოტაცებამ და აზერბაიჯანში აღმოჩენამ, დანარჩენებს კი უცხო პირები აფრთხილებენ, რომ მათი თბილისში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურ ბაქოსთან პრობლემებს უქმნის და სჯობს, ქვეყნიდან წავიდნენ. ამაზე "რეზონანსთან" თავად ეთნიკური აზერბაიჯანელები საუბრობენ.
|
თიკო ოსმანოვა 02.06.2017
ძალის დემონსტრირება თუ საომარი მოქმედებების სამზადისი - რუსეთმა საომარი მზადყოფნის შემოწმების მიზნით სამხრეთ სამხედრო ოლქში ბოლო 5 თვეში 40-მდე სასწავლო განგაში გამოაცხადა. რას შეიძლება ნიშნავდეს ჩრდილოელი მეზობლის აქტივობა, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ პოლიტოლოგებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სამხედრო კონფლიქტის გაღვივების ალბათობას ვერ ხედავენ.
|
ეკატერინე ბასილაია 02.06.2017
წმინდა სინოდის სხდომა განიხილავს, მეუფე პეტრე კანონიკური წესების შესაბამისად იქცევა თუ არა, - ამის შესახებ მრევლს რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სიონის ტაძარში წირვისას აცნობა, სადაც წირვას პატრიარქთან ერთად ატარებდა.
|
თიკო ოსმანოვა 02.06.2017
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ინციდენტი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხარისხს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ფოჩხუა, რომელიც საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზე საუბრობს.
|
ია აბულაშვილი 02.06.2017
წელს გაზეთ "ივერიის" დაარსებიდან 140 წელი შესრულდა. პირველად გაზეთი თბილისში 1877 წლის 3 მარტს გამოვიდა და ყოველკვირეული იყო. 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით გამოდიოდა, ხოლო 1886 წლიდან ყოველდღიური გაზეთი გახდა. "ივერიის" დამაარსებელი, გამომცემელი და რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე.
|
ია აბულაშვილი 02.06.2017
"ზღაპარია ოფიციალური ვერსია აზერბაიჯანის მხრიდან თუ საქართველოს მხრიდან, რომ ადამიანმა ჩაიდო ამხელა თანხა, გადაკვეთა საზღვარი და თანაც იცოდა, იქ რა ელოდებოდა", - ამბობს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დღეებში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
გვანცა წულაია 02.06.2017
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება - დი-2-ეთილჰექსილფტალატი აღმოჩნდა. ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.
|
ნინო ქეთელაური 02.06.2017
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანებისა და პედაგოგების მობილიზება წინასწარ დაწერილი კითხვების მეშვეობით, განხილვის პროცესის მმართველი გუნდის სასარგებლოდ წარმართვა, მიკროფონთან შექმნილი ხელოვნური ბარიერი, რის გამოც, გარდა მობილიზებული ჯგუფისა, ადამიანებს კითხვის დასმის საშუალება არ ეძლეოდათ და ა.შ. - ეს ის დარღვევებია, რაც, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მონაცემებით, კონსტიტუციის სახალხო განხილვას ახლდა.
|
ნათია ლომიძე 02.06.2017
რეგიონებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად ათასობით ლარს ბანკეტებსა და სხვადასხვა ტიპის წვეულებაზე ხარჯავენ. ამ ტენდენციამ სავალალო ხასიათი მიიღო. აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ფურშეტების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის. პოლიტიკოსები ამგვარ ფაქტებს ამორალურს უწოდებენ და მთავრობას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
|
სოფო ჩხიკვაძე 02.06.2017
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პოპულარულია რუსული და ინგლისურენოვანი ფილმების ყურება. რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული და მისაღები მშობლიურ ენაზე გახმოვანებული ფილმებია, მაგრამ შიგადაშიგ კინოთეატრები მაყურებელს უცხოურ კინოსეანსებს სთავაზობენ.
|