თიკო ოსმანოვა
31.05.2017

 საკაბელო ტელევიზიებსა და კომპანია "მედია რაითს ჯორჯიას" შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც 30-მდე საკაბელო კომპანიამ საპროტესტოდ შესაძლოა, 6 ქართული ტელეარხი რამდენიმე საათით გათიშოს.

თიკო ოსმანოვა
31.05.2017

 "დღევანდელ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს პოლონეთის იმედი", - ამის შესახებ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ საჯარო ლექციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლონურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია.

ია აბულაშვილი
31.05.2017

 "1920 წლის 2 აგვისტოს ტიფლისში პირველად გაიმართა საავიაციო წარმოდგენა. შოუ დღის 5 საათზე დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა 12 ჰაეროპლანი და წარმოუდგენელი მანევრები აჩვენა," - ასე გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გამართულ საავიაციო ზეიმს.

თიკო ოსმანოვა
31.05.2017

 "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან. ამასთან დაკავშირებით პარტიებმა ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთეს.

თამარ მუკბანიანი
30.05.2017

 გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან მოძველებული მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯართად ქცეული მანქანების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს 2018 წლიდან, როცა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შევა ძალაში.

მარი ჩიტაია
30.05.2017

 საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება, სინამდვილეში უამრავი დაავადების გამომწვევია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავი თანდათანობით ადამიანის შინაგან ორგანოებში გროვდება. სარეცხი საშუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს და აზიანებს ტვინს.

ნინო ქეთელაური
30.05.2017

 "მაპით თუ მის გარეშე, ორივე შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რათა ჩვენი ქვეყანა ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისგან იყოს დაცული," - აცხადებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გამოითქვა კიდეც მზადყოფნა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს დაეხმარება.

მარი ჩიტაია
30.05.2017

 შიდა გადაზიდვის ბაზარზე მონოპოლიის საფრთხეა. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეგულაციების პარალელურად, შესაძლოა, მსხვილმა ბიზნესმა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა მთლიანად ხელში ჩაიგდოს. გამორიცხული არ არის, ისეთი სქემა გათამაშდეს, როგორიც თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების სისტემის დანერგვის შემთხვევაში, როდესაც ერთმა კომპანიამ ხელში ჩაიგდო ყველა ხაზი და დედაქალაქის მგზავრთა გადაყვანა.

გვანცა ღვედაშვილი
30.05.2017

 "სწორედ რუსული ინტერვენცია არის გამაერთიანებელი ამ ქვეყნების მხნეობისა, მაგრამ ჯერჯერობით არა სამივე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის. თუ მოლდოვის პოლიტიკური ვექტორის ცვლილება მოხდა, ეს ბევრად უფრო მისასალმებელი და ეფექტური იქნება", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" უკრაინა-საქართველო-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით აკეთებს.

გვანცა ღვედაშვილი
30.05.2017

 უკრაინა-საქართველო-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი. მისი თქმით, ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას.

ეკატერინე ბასილაია
30.05.2017

 საპატრიარქოში "ციანიდის საქმეზე" ახალი დიდი სკანდალი და ბრალდებები დაიწყო: ამჯერად საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ პატრიარქის დამხობისა და მოკვდინების განზრახვა ჰქონდა და აქვთ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს, მასთან დაახლოებულ დიდ დაჯგუფებას, მათ შორის სოსო ოხანაშვილს და "ციანიდის საქმე" ამ გეგმის ერთი მცირე ფრაგმენტია, რომლის მთავარი მიზანი ავტოკეფალიის გაუქმებაა.

ნათია ლომიძე
30.05.2017

 საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა 80% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურება წლებია, არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლარის დევალვაციამ და უკვე ინფლაციამაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×