გვანცა ღვედაშვილი
26.05.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

ნინო ქეთელაური
26.05.2017

 "უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპამ ან თავის პრინციპებზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე უნდა თქვას უარი, ან შეეგუოს, რომ თუ ოცდაათი ტერორისტის მოსალოდნელი ტერაქტი აღკვეთეს, ოცდამეთერთმეტე მაინც შეძლებს მის განხორციელებას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
26.05.2017

 მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი ღონისძიებების გატარება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

თიკო ოსმანოვა
26.05.2017

 სპეციალურად "რეზონანსისთვის" ვარშავიდან

"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

თიკო ოსმანოვა
25.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონფიგურაციები ყალიბდება. პოლიტიკური პარტიები კოალიციის შექმანას თუ გაერთიანებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. თუმცა მათ მცდელობას პოლიტოლოგები კვლავაც სკეპტიკურად უყურებენ.

ნათია ლომიძე
25.05.2017

 საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე ტიპის საკრედიტო ვალდებულება აქვს, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებს. ხალხს ყოველთვიურად კრედიტის საშუალებით გააქვს თავი. ვალაუვალი მსესხებლები ცდილობენ, ერთი კრედიტი მეორით ჩაანაცვლონ. ამით უფრო მეტად იტვირთავენ თავს ვალდებულებით, რომლის მომსახურება არ შეუძლიათ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივა.

ნინო ქეთელაური
25.05.2017

 თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებული დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს, - ამის შესახებ "რეზონანსს" დაკავებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

თიკო ოსმანოვა
25.05.2017

 "ვვარაუდობ, ვენეციის კომისიას ექნება კრიტიკული შენიშვნები კონსტიტუციის იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს ოჯახისა და ქორწინების რაობას. ეს თემა შეიძლება, საზოგადოების მორიგი მღელვარების საგანიც გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ეკატერინე ბასილაია
25.05.2017

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.

მარი ჩიტაია
25.05.2017

 ბოლო 1 წლის განმავლობაში კომერციულ ფართებზე ფასი და მოთხოვნა არ შეცვლილა. თბილისის ცენტრში, უმეტესწილად, უცხოური ბრენდებისა და კვების ობიექტებისთვის განკუთვნილი ფართები ქირავდება, ხოლო გარეუბნებში სავაჭრო სექტორი აქტიურობს. უფრო სწორად, ამ სფეროში სრული სტაგნაციაა. როგორც უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი კომერციული ობიექტი თავისუფლდება, რადგან ბიზნესს უჭირს.

თეო გუდავაძე
25.05.2017

 აბორტის აკრძალვის შესახებ დისკუსია ბოლო წლებში მკვეთრად გააქტიურდა. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოტივი დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრაა. კათოლიკოს-პატრიარქიც ამ თემაზე ხშირად აკეთებს განცხადებას, ამიტომ საზოგადოებაში აბორტის საკითხი ისევ აქტუალური გახდა და აზრიც ორ ნაწილად გაიყო. აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგებისთვის მთავარი საფიქრალი გახდა მდედრობითი სქესის ჯანმრთელობისა და არჩევანის თავისუფლება, ხოლო მეორე ნაწილი ნაყოფის სიცოცხლის უპირატესობასა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გვანცა ღვედაშვილი
25.05.2017

 საქართველოს პარლამენტარის, დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში რომ მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "რაკია ჯორჯია" ავრცელებს. ამასთან, კომპანიის იურისტი ნათია წკეპლაძე აღნიშნავს, რომ მიქაძის წინააღმდეგ საქმე საქართველოშიც მიმდინარეობს და მხარეებს საქმის მასალები კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა. თავად "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძე კი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და თავისი პარტიის ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×