თამარ მუკბანიანი 23.05.2017
ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია - ქვემო სვანეთის მთავარი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც მთელი რიგი სოციალური და ეკონიმიკური შეღავათები მიიღო, ეს სოფლებში ხალხის დასამაგრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
|
ნინო ქეთელაური 23.05.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს მოუწოდებს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა "ივანიშვილის მზაკვრული გეგმა - თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს". თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ, ჩვენი კანონდებლობით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში პირდაპირი შემაფერხებელი ბერკეტები არ არსებეობს.
|
ნინო ქეთელაური 22.05.2017
უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.
|
ეკატერინე ბასილაია 22.05.2017
"რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვიმტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ფარცხალაძე კი თავს იცავდა. ივანიშვილს ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში გია ხუხაშვილი.
|
თიკო ოსმანოვა 22.05.2017
"ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით", - აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი 6 ქართული ტელევიზიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ მაუწყებლობაზე გადასახადის დაწესებას ცდილობენ.
|
მარიამ ელიაშვილი 22.05.2017
ვაშინგტონში გამართულ სამიტზე - "ადამიანები მარსზე", ნასას ასტრონომმა გრეგ უილიამსმა 2030 წლისთვის მარსზე 100 დღიანი მისია დააანონსა. იქვე აღნიშნა, რომ ეს ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული და საჭიროა როგორც აღჭურვილობის, ისე ეკიპაჟის მომზადება. ამ მიზნით უილიამსმა 2027 წელს მთვარის ორბიტაზე ერთწლიანი მისიაც დაგეგმა. მისი თქმით, დედამიწასა და მთვარეს შორის ორბიტა საუკეთესოა იმის დასაპროგნოზებლად, თუ რა შედეგებს უნდა ელოდონ მარსის მისიისგან.
|
ნინო ქეთელაური 22.05.2017
თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში დაკავებულმა თურქმა ბიზნესმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.05.2017
19 აპრილს, 1803 წელს, თბილისში ისნის სამეფო სასახლე მკვლელობის მოწმე გახდა. დედოფალმა მარიამმა რუსეთის საიპერატორო კარის ოფიციალური რწმუნებული გენერალი ლაზარევი დანით განგმირა. დედას არც უფლისწული თამარი ჩამორჩა, რომელმაც თბილისის პოლიცმეისტერის მოკვლა სცადა, თუმცა, ვერ მოახერხა - პოლიცმეისტერმა აიცდინა და დანა დედოფალ მარიამს ხელში მოხვდა.
|
მარიამ ელიაშვილი 22.05.2017
სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქვეშ ყინულის მსგავსი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომლის დაწვის შედეგად გაზი წარმოიქმნება. ჩინეთის ხელისუფლებამ იგი მომავლის საწვავად აღიარა და კვლევა მსოფლიო მასშტაბის გარღვევად შეაფასა.
|
მარიამ ელიაშვილი 22.05.2017
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრთა ჯგუფმა, პროფესორ ჯაი ლიუს მონაწილეობით, როდიუმის ნანო ნაწილაკები შექმნა, რომელთაც ნახშირბადის დიოქსიდის მეთანად გარდაქმნის უნარი აქვთ. რეაქცია მხოლოდ თვალით უხილავ უბანში, ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ მიმდინარეობს. მეცნიერები კატალიზატორის მოდიფიკაციას ცდილობენ. მათი მიზანია, პროცესი ხილულ უბანში წარმართონ და სინათლის წყაროდ ხილული სპექტრი გამოიყენონ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალ "ნეიჩა ქომუნიქეიშენში" ამა წლის 23 თებერვალს გამოქვეყნდა.
|
თიკო ოსმანოვა 22.05.2017
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ ე.წ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა, თუმცა მის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.
|
ია აბულაშვილი 22.05.2017
1959 წლის 13 აპრილი. თბილისში მეხის ხმასავით გავარდა, გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის ქუჩაზე ტროლეიბუსმა გაიტანაო. ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, ტკბილ მოგონებად კი დარჩა კინოკლასიკად ქცეული ფილმი "ქეთო და კოტე", გიორგი შავგულიძის "კინტაური", ვასო გოძიაშვილთან დუეტში შესრულებული "ჯანაია-ჯანაია", მიხეილ ქვლივიძის სევდიანი ლექსი "კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|