ია აბულაშვილი 22.05.2017
26-28 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება. ცნობისთვის, აქამდე იგი ნატოს მხოლოდ ოთხ არაწევრ ქვეყანაში გაიმართა და ისინი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
|
მარიამ ელიაშვილი 22.05.2017
ახალი უკრაინული სამშენებლო კომპანია "პესივდომი" სახლის აშენების არასტანდარტულ მეთოდს გვთავაზოს. მათ შექმნეს რობოტი, რომელიც "ბეჭდავს" სამგანზომილებიან კედლებს, იატაკს, სახურავებს და აშენებს სახლს. ამისთვის მანქანას მხოლოდ 8 საათი სჭირდება. დანარჩენი სამუშაოები (ფანჯრების ჩასმა, ელექტროგაყვანილობის შეყვანა და სხვა მცირე დამატებითი სამუშაოები) ადამიანს ევალება.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.05.2017
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმას, შესაძლოა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა ან გასაღებაზე ბრალი წარედგინოს.
|
ნათია ლომიძე 20.05.2017
არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ახალი გადასახადი დააწესოს ან არსებული გაზარდოს. როგორც ჩანს, მთავრობის ამ პოზიციას ლობირიებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც დაუფარავად მხარს უჭერს კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას. ბიზნესმენები და სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ახალი გადასახადების დაწესებას ან ამჟამინდელის გაზრდას ვერ გადაიტანს.
|
ეკატერინე ბასილაია 20.05.2017
სკანდალური და არამეგობრული განცხადების ავტორი, გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი კვლავაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტზე დარჩება და თან ისე, რომ მისთვის თბილისში ბოდიშის მოხდაც კი არ მოუთხოვიათ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვისთვის "გაპრეზიდენტების" მილოცვის გამო.
|
მარი ჩიტაია 20.05.2017
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეული კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები განადგურების პირასაა. ზოგი - უპატრონობისგან, ზოგიც უკანონო და არაპროფესიონალურად შესრულებული სამუშაოს შედეგად ზიანდება.
|
ნინო ქეთელაური 20.05.2017
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მთლიანად დახურულ ფორმატში გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეკანოზი გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების მხრიდან პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვება მოჰყვა. შედეგად კი, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
|
მარი ჩიტაია 20.05.2017
2017 წლის პირველი აგვისტოდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება. საკვებ პროდუქტებში ტრანს-ცხიმების გამოყენების ნორმა 100 გრამში 2 გრამი იქნება, ხოლო ბავშვთა კვებაში საერთოდ განულდება. საქართველო ტრანს-იზომერებთან ბრძოლის ევროპულ გზას ირჩევს.
|
თიკო ოსმანოვა 20.05.2017
"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კომპრომისები შემონახული, მაგრამ რამდენად შორს წავა "ოცნება" ამ კომპრომისებით, დაგვანახებს პოლიტიკური დღის წესრიგი. რამდენად აქტიური იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული რა ხარისხით და დოზით წავა კომპრომისებზე ხელისუფლება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.
|
თამარ მუკბანიანი 20.05.2017
ხშირად საუბრობენ, რომ თბილისში სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი დღითი დღე იზრდება. ტრანსპორტის სიმრავლისა და გადატვირთული გზების ფონზე, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ქვეითთა მხრიდან მოძრაობის წესების სისტემატური დარღვევა და ბოლო დროს დედაქალაქში მომრავლებული მოტოციკლეტები, რომელთა მძღოლებიც მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებიან და არ იცავენ საგზაო მოძრაობის არანაირ წესს.
|
ია აბულაშვილი 20.05.2017
"ეს შეთქმულება ასე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული - კასპიის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა" - წერდა ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებებში 1832 წლის შეთქმულებაზე, რომელშიც მართლაც ჩართული იყო მე-19 საუკუნის 20-30 წლების მთელი მოწინავე ქართული საზოგადოება.
|
ეკატერინე ბასილაია 20.05.2017
"საბჭოთა სუკ-ის მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება, ძალადობით გაიტანოს 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. "რაიონული დაყოფა იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებას და საბჭოური მართვის სისტემაზე ვბრუნდებით, 5-წლიანი გეგმებიღა აკლიათ ახლა" - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.
|