ნინო ქეთელაური
17.05.2017

 საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობრის, თორნიკე კაჭარავასთვის, რომელიც სამართალდამვცელებმა ორი დღის წინ დააკავეს, ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

ია აბულაშვილი
17.05.2017

 "ქართველ ხალხს ალბათ მრავალი წლის კი არა, მრავალი საუკუნის განმავლობაში არაფერი უდღესასწაულია ისეთი გაშლილი გულით, ისეთი პირდაპირობითა და გატაცებით, როგორც შეხვდა თავისი დამოუკიდებლობის დღეს. იშვიათად თუ ვინმე წარმოიდგენდა ისეთს დიადს სანახაობას. ხალხი მოედანზე გამოვიდა ბუნებრივის გრძნობით და ხალისით, როგორც ახალშობილი ბავშვი მიეგებება დედის ღიმილსა და ალერსს. იშვიათი და არაჩევეულებრივი იყო ეს დღესასწაული კიდევ იმიტომაც, რომ იგი არ იყო ოფიციალური ხასიათისა, ნაკარნახევი, ნაბრძანები, იგი იყო წმინდა ხალხური, მასობრივი საყოველთაო" - წერდა მაშინდელი ქართული პრესა 26 მაისის დღესასწაულზე.

თიკო ოსმანოვა
16.05.2017

 "ჩავეპოტინო ხელისუფლებას და რაღაცნაირად შევქმნა საფუძველი, რომ მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არავის არ გამოსვლია და არც გამოუვა. ამით კი არ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, პირიქით.

მარი ჩიტაია
16.05.2017

 სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ. ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მსესხებლებს თვალსა და ხელს შუა გაუქრათ ის შეღავათი, რისთვისაც მათ გალარების პროექტში ჩართვა გადაწყვიტეს. სულ მალე კი ისინი დაზარალების საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან ფინანსისტთა ვარაუდით, ლარის გამყარება სამომავლოდაც გაგრძელდება. გამოდის, რომ ლარიზაციის პროექტით ისარგებლეს მხოლოდ ბანკებმა, რომლებმაც მთავრობისგან უფასო რესურსი მიიღეს.

გვანცა ღვედაშვილი
16.05.2017

 რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას დიდი გავლენა აქვს გლობალურ პოლიტიკაზე, ამასთან, პოლიტოლოგების შეფასებით, რაც უფრო უხეშად არღვევს რუსეთი ცივილური სამყაროს ღირებულებებს, მით უფრო მეტად კარგავს გავლენას.

მარი ჩიტაია
16.05.2017

 ხელოვნური ბარიერების შექმნით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის სფეროში მონოპოლიური სისტემა მოქმედებს. სომხეთის მიმართულებით გადაზიდვის სქემა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა რგი პუწკპშფ-ს წარმომადგენლებმა გაშიფრეს, ადასტურებს, რომ მთელი ბაზარი 2-3 ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული და იქ სხვა მოთამაშის გამოჩენა გამორიცხულია.

ეკატერინე ბასილაია
16.05.2017

 "4 მეშახტე", "კონსტიტუცია კლავს", "კონსტიტუცია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს", "ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ", - ეს ხმაურიანი შეძახილები ისმოდა ფილარმონიის დარბაზიდან, რის საპასუხოდ პრეზიდიუმიდან ირაკლი კობახიძემ მათ "კომუნისტები" და "რუსეთუმეები" ეძახა ასევე ყვირილით და განაცხადა, რომ "ბოლშევიკების და მენშევიკების ადგილი საქართველოში არ არის".

თიკო ოსმანოვა
16.05.2017

 პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია - სააკაშვილის მთავრობის მიერ წლების წინ პრესის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა და ახლა კიდევ გარე ვაჭრობის აკრძალვა პირდაპირ ძირს უთხრის ბეჭდური მედიასაშუალებების რეალიზაციას.

ნინო ქეთელაური
16.05.2017

 "საქართველო ზუსტად იმ რისკების წინაშეა, რა საფრთხეების წინაშეცაა მსოფლიო. ჩვენ ვართ საერთაშორისო გლობალური სისტემის შემადგენელი ნაწილი და, ბუნებრივია, ჩვენზეც ვრცელდება კომპიუტერული ქსელების მთელი სისტემა, შესაბამისად, ამ მხრივ მოწყვლადი ელემენტი ვართ", - ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

გვანცა ღვედაშვილი
16.05.2017

 "მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე რუსეთ-ამერიკის შეთანხმებისა და იმისა, რომ უახლოეს მომავალში დიდი ოცეულის ფარგლებში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა იგეგმება, ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, ამიტომ მათ შორის დაძაბული რეჟიმი კვლავ გაგრძელდება", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ტრამპი-ლავროვისა და ტილერსონი-ლავროვის შეხვედრების შეფასებისას აკეთებს.

თამარ მუკბანიანი
16.05.2017

 დედაქალაქის დიდ ნაწილში გარე ვაჭრობის სრულად აკრძალვის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დადიან და ჩანთებიდან ყიდიან ტანსაცმელს, აქსესუარებს და სხვადასხვა სახის პროდუქციას. ისინი ახლა სწორედ ამ გზით ცდილობენ თუნდაც მცირე შემოსავლის მიღებას. სხვათა შორის, დედაქალაქში "მოხეტიალე ვაჭრობაც" აკრძალულია, თუმცა ასეთი ადამიანების გამოვლენა ძალიან ძნელია.

ნინო ქეთელაური
16.05.2017

 მასშტაბური კიბერშეტევა, რომელმაც 150 ქვეყნის 200 ათასი ობიექტი დააზარალა, ახლა უკვე საქართველოშიც შემოიჭრა. სპეციალისტების შეფასებით, კიბერთავდასხმებისთვის საქართველო საკმაოდ მოწყვლადია, რადგან ის საერთაშორისო გლობალური სისტემის შემადგენელი ნაწილია და თუ კიბერუსაფრთხოების სააგენტომ საერთაშორისო დონეზე არ ითანამშრომლა, ჩვენთან მისი შეჩერება საკმაოდ რთული იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×