გვანცა წულაია 12.05.2017
18 მაისს საქართველოში არაოფიციალური დღესასწაული - ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. გაიმართება გამოფენები, კონცერტები და ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ რიგით მოქალაქეთა მსვლელობები.
|
მარი ჩიტაია 11.05.2017
შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე გაზგამანაწილებელი დერეფნის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაჩაღდა. გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" მშენებლობის დაწყებით რუსეთი ცდილობს, დაასწროს ტაპ-ის პროექტის დასრულებას და მისთვის სასურველი პროექტი 2019 წლის ბოლოს აამოქმედოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რუსეთმა საშიში თამაში წამოიწყო და ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერენ ქვეყნები, მათ შორის - საქართველო, რომ "გაზპრომს" მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალონ.
|
ეკატერინე ბასილაია 11.05.2017
2007 წლიდან დღემდე, 10 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 429 ადამიანი, მძიმედ დაშავებულია 728. ეს არის სტატისტიკა მშრალი ციფრებით და დიდი ტრაგედია თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამას სამშაბათს ტყიბულის შახტში 4 ადამიანის სიკვდილიც შეემატა.
|
ეკატერინე ბასილაია 11.05.2017
"როგორც წესი, დამსაქმებელს მიდრეკილება აქვს იმისკენ, რომ, უბედური შემთხვევა იქნება თუ საწარმოო ადგილზე ტრავმა, დააბრალოს უშუალოდ მსხვერპლს... სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ადგილზე მორიგებები ხდება, როდესაც დამსაქმებელი რაღაც მინიმუმს მიუგდებს დაზარალებულის ოჯახს," - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და მძიმედ დაშავებულთა შესახებ საუბრობს გაერთიანებული პროფკავშირების მთავარი იურისტი რაისა ლიპარტელიანი.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2017
ტელეკომპანია "თრიალეთი" ჟურნალისტებზე ზეწოლაზე საუბრობს და ამაში ხელისუფლებას, კერძოდ - "ქართული ოცნების" ქარელის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი თოთლაძეს ადანაშაულებს. თავად თოთლაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2017
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. იმედოვნებენ, რომ ყველა მათი შენიშვნა ასახული იქნება, რომელსაც შემდეგ ხელისუფლება გაითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი "პროცესის რადიკალიზაციით" იმუქრებიან. "როდესაც ჩიხური ვითარებაა და სხვა გამოსავალს ხელისუფლება არ ტოვებს, იწყება ქუჩის აქციები გამოსვლები და სხვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი გიორგი ახვლედიანი.
|
ია აბულაშვილი 11.05.2017
"მმართველობის პატრონყმურ სისტემას ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეცვლის, თუმცა სამომავლოდ სჯობს, კარგი ტექსტი გვქონდეს და არა ცუდი. ახლანდელი პროექტი ნამდვილად სჯობს იმას, რაც სააკაშვილმა დაგვიტოვა," - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.05.2017
"ჰაერის დაბინძურების გამო კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმები არაეფექტურია, რადგან თანხა საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, კომპანიებისთვის ასატანია და ისინი რეალურად მდგომარეობის გაუმჯობესებას არც ფიქრობენ", - აღნიშნული განცხადება ეკოლოგმა და "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა "რეზონანთან" რუსთავში ჰაერის დაბინძურებისთვის ქარხნების დაჯარიმებასთან დაკავშირებით გააკეთა.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.05.2017
მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია.
|
ნინო ქეთელაური 11.05.2017
საცურაო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" ბედი ისევ გაურკველია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდის მიხედვით, 2013 წელის სექტემბერში იჯარის უფლების წამოშობის რეგისტრაციაში, დაინტერესებულ პირად სს "ბანკი ქართუ" არის მითითებული, ხოლო 2017 წლის მაისის მონაცემებით, გადამხდელის შესახებ ინფორმაციაში, "ლაგუნა ვერე" რეგისტრირებული არ არის.
|
თეო გუდავაძე 11.05.2017
საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა პირველი ივლისიდან აიკრძალება. ჯარიმები საკმაოდ მაღალია და ხალხი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ეს არასწორია და ასე უცებ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იქნება.
|
მარი ჩიტაია 11.05.2017
ფასანაურში, ხანდოს ხეობაში მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო შეუძლებელი გახდა. ხალხი ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელება ხეობაში ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, მთავრობა კი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას აპირებს, რის შემდეგაც სამუშაოების დაწყება იგეგმება.
|