ნინო ქეთელაური
09.05.2017

 "რუსეთის ხელისუფლება გაღიზიანებულია, რადგან მათმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა და ევროპაში კიდევ ერთი მხარდამჭერი ვერ მოიპოვა.

მარი ჩიტაია
09.05.2017

 რეგიონებში წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემებია. განსაკუთრებით რთულია ვითარება მთიან რაიონებსა და სოფლებში, სადაც გაფილტვრაც არ ხდება და მოსახლეობა ყოველდღიურად ჯანმრთელობისთვის მავნე წყლის მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ძალიან დიდი თანხა იხარჯება, პრობლემა მაინც მოუგვარებელია.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 ჰეროინი, ჰაშიში, კოკაინი, სპაი, მარიხუანა, კანაფი და ექსტაზი - ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა საქართველოში უბრალო სმს-ითაა შესაძლებელი. რამდენიმე ქართველმა მომხმარებელმა ტელეფონზე "ვაიბერით" რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინებაც მიიღო, რომლის ავტორიც ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას სთავაზობს.

გვანცა ღვედაშვილი
08.05.2017

 კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეხვედრები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურსა და ჩოხატაურში.

ნინო ქეთელაური
08.05.2017

 არალეგალურად მოპოვებული ფაილების, კომპიუტერული პროგრამებისა და ა.შ. მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კომპანია "მუსოს" ექსპერტებმა შეადგინეს, რომელეთა საქმიანობაც "მეკობრეობის" საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შემუშავებაა.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2017

 რუსეთი იმუქრება, რომ შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებას გამოეთიშოს. მოსკოვის გაღიზიანება ბოლო კვირას დასავლეთში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემის გააქტიურებამ და ამ კონფლიქტების მთავარ პასუხისმგებლად რუსეთის უკვე მერამდენედ დასახელებამ გამოიწვია.

ია აბულაშვილი
08.05.2017

 აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, ან მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს, პირველი ოფიციალური შეფასებები უკვე გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების რესეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას - იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, შობადობა კი მცირდება, რაც ქვეყნის ჩქარი დაბერების ტენდენციაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია "ქანთრიმეტერის" ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, 30 წელიწადში საქართველოს გადაშენება ემუქრება.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება. ადგილობრივმა საკრებულომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღო. თუმცა საზოგადოებაში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. შევარდნაძის მმართველობისას დაზარალებულ მოქალაქეთა ნაწილმა კი, შესაძლოა, ამ საკითხზე საკუთარი პროტესტი უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოთქვას.

მარიამ ელიაშვილი
08.05.2017

 ფარდობითობის თეორიის შექმნამ სამეცნიერო წრეებში, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა - გაჩნდა შავი ხვრელების არსებობის იდეა. შემდეგ მართლაც დამტკიცდა, რომ ყველა გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულია თავისი ზომის მინიმალურ მოცულობამდე შეკუმშული მკვრივი სხეული, რომელიც ნებისმიერი ტიპის ენერგიასა თუ სხეულს "ყლაპავს".

ია აბულაშვილი
08.05.2017

 როგორც თავად რუსი ისტორიკოსები ამბობენ, საბჭოთა ისტორიაში ბევრი სამარცხვინო ფურცელია, რომელსაც საბჭოთა ისტორიკოსები ოფიციალურად არასდროს აღიარებდნენ. ერთ-ერთი ამ სამარცხვინო ფურცლებიდან არის 1939 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ბრესტში ჩატარებული ერთობლივი საბჭოთა-ნაცისტური სამხედრო აღლუმი მას შემდეგ, რაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარები პოლონეთში შეიჭრნენ. ამ ერთობლივი აღლუმის დეტალებზე მოგვიანებით, მანამდე კი მკითხველს რამდენიმე საინტერესო ფაქტს შევახსენებთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ისტორიიდან.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2017

 "ქართული ოცნების" მიერ სულ უფრო მეტია კოპირება იმ მიუღებელი ქმედებებისა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" პერიოდში. ქუჩაში შეხვედრისას გამარჯობაზე მეტად ისმის შეკითხვა - გვეშველება რამე?! სანამ ამ ფრაზას ვერ ამოიღებ საკუთარი მოსახლეობის ლექსიკონიდან, "ოცნებამ" ზედმეტ სავარძლებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სარკესთან უნდა დადგნენ და საკუთარი თავი შეარცხვინონ," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×