ია აბულაშვილი
05.05.2017

 "... აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არა აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია, დაასახელო ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია" - წერდა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს.

მარი ჩიტაია
04.05.2017

 ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ სახელმწიფო საერთოდ უმოქმედოა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ათასობით დაზარალებული ჰყავს, არათუ საკანონმდებლო დონეზე, კონტროლის მიმართულებითაც კი არაფერი ხდება. ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც კანონით ფინანსური ბაზრის კონტროლი აკისრია, თუმცა ეს უწყება წარმოუდგენლად პასიურია. მისი საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი გზავნილით შემოიფარგლება, რომელსაც სებ-ი ხანდახან საზოგადოებას აწვდის.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია. შესაძლოა, მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგეს. არსებული ინფორმაციით, "ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, ისევ დავით ნარმანია იყოს. თავად ნარმანია ამის წინააღმდეგი არ არის და ახლა ის გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება.

ნინო ქეთელაური
04.05.2017

 კრემლთან დაახლოებული რუსი ბაიკერების დაჯგუფება "ღამის მგლების" წევრის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას უარყოფს. მისი თქმით, თუკი საქართველოში რუსი ბაიკერი გადაადგილდება, ის იმ ჯგუფის წევრი ვერ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რადგან ისინი საზღვარზე არ შემოუშვეს.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები დამნაშავედ ცნო. ზურაბ ადეიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გვანცა ღვედაშვილი
04.05.2017

 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო უვადოდ დანიშვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ნინო ქეთელაური
04.05.2017

 რიყის თეატრის დაუსრულებელი შენობა მერიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. როგორც თბილისის მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, აღნიშული შენობის ბედზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მათ ბალანსზე აღარ ირიცხება.

მარი ჩიტაია
04.05.2017

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენციაა და როგორც ჩანს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ბოლო პერიოდში 1 ბარელი ნავთობის ფასი 10-11%-ით არის გაიაფებული. თუკი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ 1 ბარელის ღირებულება 56 დოლარს აღწევდა, ბოლო მონაცემებით 50 დოლარის ზღვარზეა. მსოფლიო ბაზრებზე ვითარება იცვლება და შავი ოქრო შესაძლოა, 35 დოლარამდეც ჩამოვიდეს.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან ყველაზე მეტი - 2 250 - თავდაცვის სამინისტროდან, 20 საჯარო მოხელე - ლტოლვილთა სამინისტროდან, 17 - ინფრასტრუქტურის, 11 - კულტურის სამინისტროდან, ხოლო ყველაზე ცოტა - 2 თანამშრომელი გათავისუფლდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე მთვარობაში შესაძლოა, მორიგი ცვლილებები განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულუარებში ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. გარკვეულწილად, ამას დეპუტატთა ნაწილიც ადასტურებს. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ზოგადად სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკურ აუცილებლობას" ხედავს. მაგრამ, კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილებები, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. კონკრეტულ პერსონებზე საუბარი უჭირთ პოლიტოლოგებსაც და აქცენტს სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე აკეთებენ.

ნათია ლომიძე
04.05.2017

 ფოთის პორტისა და ლოგისტიკური კომპანიების დავა კონკურნეციის სააგენტომ გადამზიდავების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნის შემდეგ კომპანიები საფრთხეს განეიტრალებულად მიიჩნევენ. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელები ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ და მედიასთან საუბრის ვადად 11 მაისს ასახელებენ.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 "რუსთავი 2"-ის სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გასულ კვირას გაიგზავნა. ახლა ორივე მხარე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეილახა თუ არა ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის უფლებები, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დაადგენს. მანამდე ტელევიზიას ისევ ყარამანიშვილები მართავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×