მარიამ ელიაშვილი
01.05.2017

 26 აპრილს ნასა-ს კოსმოსური ხომალდი "კასინი" პლანეტა სატურნის ღრუბლებს 3000 კმ სიმაღლეზე მიუახლოვდა და მის რგოლებს შორის პირველად გაიარა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა სატურნის უკეთ გამოკვლევის საშუალებას იძლევა. "კასინმა" ასტრონომებს პირველი ფოტოები კალიფორნიის ლაბორატორიაში უკვე გაუგზავნა.

მარიამ ელიაშვილი
01.05.2017

 მერილენდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა დევიდ ცანგმა და თეორიტიკოს-ფიზიკოსმა ბენ ტიპეტმა დროის მანქანის მათემატიკური მოდელი აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე დაყრდნობით შექმნეს. თეორია სამართლიანია იმ შემთხვევაში, თუკი სამყაროს 4 განზომილებაში (3 სივრცითი და მეოთხე განზომილება - დრო) აღვიქვამთ. ოთხივე განზომილების ერთდროულად წარმოდგენა სივრცე-დროის უწყვეტობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა - სივრცისა და დროის სხვადასხვა მიმართულება სამყაროს ყველა ნაწილთანაა კავშირში.

გვანცა წულაია
01.05.2017

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, პირველი მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

მამუკა ნაცვალაძე
01.05.2017

 მეთვრამეტე საუკუნის მიწურული საქართველოს ისტორიისთვის უამრავი ტკივილიანი განწყობის დამტევია. ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე რუსთა იმპერატორის ემისრები დაძრწიან, ინტრიგების ქსელს ხლართავენ (ამისათვის ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოში საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია შექმნილი). ეს ინტრიგები თავისას აკეთებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ერეკლე მეფის შთამომავლებს უამრავი პრეტენზია აქვთ ერთმანეთთან.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2017

 უკვე საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა არა 2023 წელს შეარჩიოს, არამედ გაისად - 2018 წელსვე. გუშინ "ოცნების" მხრიდან ეს მუქარა უკვე მტკიცედ გაისმა.

ნინო ქეთელაური
29.04.2017

 თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში თურქი ბიზნესმენი ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო დააპატიმრეს - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2017

 "ვენეციის კომისია იშვიათად აკეთებს კატეგორიულ დასკვნებს, მაგრამ 2010 წლის საკონსტიტუციო პროექტში ძალიან უარყოფითად იყო შეფასებული მოსამართლეთა ე.წ. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა. პირდაპირ ეწერა, რომ ეს დებულება კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს, მაგრამ კობახიძის კომისიამ ეს მაინც დატოვა და, აბა, გაითვალისწინა? რა, ეს არ იცის ირაკლი კობახიძემ? ძალიან კარგად იცის. კიდევ რამდენიმე, 3-4 შენიშვნა ჰქონდათ და ირაკლი კობახიძემ დღეს არ გაითვალისწინა," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თამარ მუკბანიანი
29.04.2017

 ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე 2 თვე დარჩა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილად არ შეიძლება ითქვას, რომელი პროფესიის დაუფლება სურს აბიტურიენტთა უმრავლესობას, თუმცა ზოგადი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მომავალი პროფესიის შერჩევის კუთხით საქართველოში დიდად არაფერი შეცვლილა. ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი, ჟურნალისტიკა და სამედიცინო სფერო კვლავ ყველაზე სასურველ სპეციალობად მიიჩნევა.

ია აბულაშვილი
29.04.2017

 როგორც რუსული გამოცემა "კომერსანტი" აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მაისის ბოლოს, შესაძლოა, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართოს.

თიკო ოსმანოვა
29.04.2017

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს მაისის ბოლოსთვის წარადგენს. მისივე თქმით, რამდენიმე საინტერესო კანდიდატი ჰყავს შერჩეული და ამათგან ერთ-ერთს წარადგენს. რაც შეეხება მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას, ამბობს, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა გეგმა და ახლა ეტაპობრივად იმუშავებს პარტიის ფორმირებაზე, რაც ადგილობრივი არჩევნების მერე დასრულდება.

ნათია ლომიძე
29.04.2017

 სავალუტო ბაზარზე არავითარი სტაბილურობა არ იგრძნობა, ლარი ზემოთ-ქვემოთ დახტის. ბიზნესს, მოსახლეობას და ადგილობრივ წარმოებას არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გეგმები დასახონ. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ კურსის რყევა ეროვნული ბანკის სუსტი პოლიტიკის შედეგია, რადგან ის არის საბანკო ოლიგოპოლიის ტყვეობაში.

თამარ მუკბანიანი
29.04.2017

 წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ქვეყნის დატოვება და "საზღვარგარეთ გაქცევა". "საქსტატის" ინფორმაციით, შარშან 2500 ადამიანით მეტი წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე 2015 წელს. დაახლოებით ამდენით შემცირდა იმიგრანტთა რაოდენობაც. სავარაუდოდ, წლევანდელი მონაცემები უფრო საგანგაშო იქნება. ვიზალიბერალიზაცია ხალხს ქვეყნის დატოვების სურვილს კიდევ უფრო უმძაფრებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×