ნათია ლომიძე 28.04.2017
თბილისში ტაქსების რეგულაცია მომავალ წლამდე გადაიდება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ლიცენზირების პროცესი და არც სქემაა მზად, სადაც ზუსტად იქნება ყველა საკითხი გაწერილი. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სატრანსპორტო სფეროს ამ კუთხით რეგულირება შედეგს ვერ გამოიღებს და ტაქსების უმრავლესობა არალეგალურად იმოქმედებს.
|
სოფო ჩხიკვაძე 28.04.2017
სოლარიუმში მიღებული რუჯი დიდ მოწონებას იმსახურებს, მაგრამ დადებით თვისებებთან ერთად, მას საკმაოდ ბევრი პრობლემაც ახლავს. ბოლო დროს გამუდმებით მიმდინარეობს საუბარი ხელოვნური ნარუჯის ავკარგიანობის თაობაზე. საქართველოში მოქმედი სოლარიუმის ყველა აპარატი მეორადია, აქედან გამომდინარე, მისი ბიონათურები მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
|
ია აბულაშვილი 28.04.2017
ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე ბევრი დაწერილა, მაგრამ დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთხელ გვინდა, გავიხსენოთ ის უნიკალური წყლები, რომლითაც ასეთი მდიდარი იყო საქართველო და ასეთი პოპულარობა მოუტანა მას მსოფლიო ასპარეზზე. ალბათ სტატია მაინც "ბორჯომის" წყლის ისტორიით უნდა დავიწყოთ, რადგან უკვე ორი საუკუნეა, რაც ეს ბრენდი მსოფლიო ბაზარს ამშვენებს.
|
თამარ მუკბანიანი 27.04.2017
ბოლო დროს დაწყებული სურსათის გაიაფების პროცესი, რომელიც ზოგიერთი დასახელების პროდუქციაზე 10%-საც კი აღწევდა, ლარის კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა მარდნამ შეაჩერა. იმპორტიორები ამბობენ, რომ გაიაფების პროცესი ნამდვილად დასრულდა, მათი ნაწილი კი ფასების ზრდასაც პროგნოზირებს.
|
ია აბულაშვილი 27.04.2017
ჩერონობილის ტრაგედიიდან, რომელიც მსოფლიომ ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად შეაფასა, 31 წელი გავიდა. ეს მართლაც განსაკუთრებით მძიმე კატასტროფა იყო როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიური ზიანით.
|
ეკატერინე ბასილაია 27.04.2017
ევროსაბჭოში დიდი სკანდალია. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი იძულებულია, თანამდებობიდან გადადგეს, მიზეზი - რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდება. ის ადრეც იყო შემჩნეული არცთუ ზნეობრივ ქცევებში, მაგრამ მაშინ თავის დაძვრენა შეძლო. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მისმა საქციელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და, სავარაუდოდ, თავის მაღალ სავარძელს დაემშვიდობება.
|
ეკატერინე ბასილაია 27.04.2017
"რუსები ბოლო წლებში ცდილობდნენ, ყველაზე პრობლემატურ ორგანიზაციებში შეეღწიათ და რაღაცნაირად ანტირუსული განწყობები განეიტრალებულიყო. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რაც ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასკდა. ეს არის სკანდალი, რომლის მსგავსი ევროპის საბჭოს არ ახსოვს," - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ მედიასივრცეში მორიგი ძვრები დაიწყო. "მაესტრომ" ბევრი გადაცემა უკვე დახურა, იგივე იგეგმება "პირველ არხსა" და "მეორე არხზე", ასევე რეორგანიზაცია მიმდინარეობს ტელეკომპანია "იმედში". გადაცემა "იმედის დილა" დაიხურა და მისი ერთ-ერთი წამყვანი სოფო ნარჩემაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. მედიასივრცეში განვითარებულ მოვლენებს ერთიან ჯაჭვად აფასებენ ექსპერტები და ამაში ხელისუფლების ინტერესს ხედავენ.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა ცუდად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე. მარგველაშვილის შენიშვნებს არ იზიარებს "ქართული ოცნება" და მიაჩნიათ, რომ მარგველაშვილი მათ ჯიბრში უდგას.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
"ბიბლიური თავისუფლების" სერტიფიკატებმა, ანუ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით "გირჩის" ახალმა ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილმა ინიციატივა მოიწონა, ნაწილმა კი - პირიქით. "ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარტიის ლიდერს დასვენებაც კი ურჩია. კამპანიაში საილუსტრაციოდ ჩაერთო ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც, რომელსაც შემდეგ სოციალურ ქსელში "ახსნა-განმარტების" გაკეთებაც კი მოუწია.
|
ია აბულაშვილი 27.04.2017
"წესითა და რიგით, მისაღებია კლასიკური საპარლამენტო რესპულიკის კონსტიტუცია. შესაბამისი ცვლილებების შეტანა იყო საჭირო, ამ მხრივ არაფერი გაკეთდა", - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 27.04.2017
"შესაძლოა, ერთი ყოფითი პრობლემით დაწყებული კონფლიქტი კიდევ ერთხელ გადაიზარდოს მასობრივ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ 11-12 მარტი არ განმეორდება. და თუ ასე მოხდა, მერწმუნეთ, ძალიან ცუდად დასრულდება," - ასეთია ბათუმელი უფლებათადამცვლების პროგნოზი. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივების პროტესტი არ ჩამცხრალა, რადგან საპატრულო პოლიციის "უხეში დამოკიდებულება" ისევ გრძელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|