მამუკა ნაცვალაძე 29.04.2017
მეჩვიდმეტე საუკუნის ათიანი წლების საქართველოს ისტორიის ძირითადი მოვლენები ლუარსაბ მეორისა და შაჰ-აბასის ურთიერთობის ფონზე ვითარდება. სეფიანთა ირანს ოსმალეთთან ზავი დაუდვია და საქართველოსკენ დაძრულა. კახეთში ირანელთა პირველივე ლაშქრობამ უმძიმესი შედეგები მოიტანა. კახეთის აოხრების შემდეგ, 1614 წელს ქართლსაც იგივე ბედი ელის, ქართლის მეფე ლუარსაბ მეორემ უნდა შეაჩეროს ისპაჰანის სამეფო კარის მბრძანებელი.
|
ია აბულაშვილი 29.04.2017
საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სამკურნალო კურორტებით და ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა გაგაცნოთ საქართველოს კურორტების ისტორიიდან.
|
ნინო ქეთელაური 28.04.2017
რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" ერთ ჯგუფს 9 მაისს თბილისში ჩამოსვლა სურს. როგორც "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს დამოკიდებულია იმ გარანტიებზე, რომელსაც ისინი სხვადასხვა უწყებას სთხოვენ, რათა ინციდენტების თავიდან არიდება მოხდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.04.2017
"ქართული ოცნება" მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება-არგაუქმებაზე ერთგვარ სპეკულაცია-შანტაჟს იწყებს. მმართველი ძალა მის მიერვე შემოთავაზებული საარჩევნო სისტემით უკმაყოფილო ოპოზიცია-არასამთავრობოებს ახალ სტრატეგიას უპირისპირებს და ბრძოლის წინა ფლანგზე საკუთარი მაჟორიტარები გამოჰყავს, რომლებიც გუშინ უმრავლესობის შეკრებიდან გამოსულები მტკიცედ აცხადებდნენ, რომ საერთოდ ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული წესის გაუქმებას და თან ეს პოზიცია აქვს გუნდში ძალიან ბევრს.
|
გვანცა წულაია 28.04.2017
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ანგარიშშია ნათქვამი, თბილისში 2016 წელს მტვრის, ნახშირორჟანგის და აზოტის დიოქსიდი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი იყო. სამინისტრომ თბილისთან ერთად კიდევ ოთხი ქალაქის მონაცემები გამოაქვეყნა - ქუთაისის, ბათუმის, ზესტაფონისა და რუსთავის.
|
თიკო ოსმანოვა 28.04.2017
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტიის ბედი კვლავ გაურკვეველია. დღეს უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა მისი პარტიის პრეზენტაციის ნაცვლად, საზოგადოებას სამოქალაქო და პოლიტიკურ ინიციატივებს შესთავაზებს.
|
ნინო ქეთელაური 28.04.2017
დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, დაცვის მხარეს აქვს გარკვეული სამართლებრივი და სხვა სახის არგუმენტები, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ისინი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.04.2017
თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტი არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩაატაროს, პრეზიდენტს ერთადერთი გამოსავალი დარჩება - მას შეუძლია, პროტესტის ნიშნად გადადგეს თანამდებობიდან და ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციის მოქმედი ნორმით, ანუ ხალხს საშუალება ექნება, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოს.
|
თიკო ოსმანოვა 28.04.2017
პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. სადავო საკითხი კობახიძის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან 13 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამოიღეს მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.04.2017
საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, 5-დან 15 მაისამდე კი სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრები გაიმართება. თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 10-დღიანი ვადა სახალხო განხილვისთვის მეტად მცირეა და რეალური შედეგის დასადებად არასაკმარისი იქნება.
|
ნათია ლომიძე 28.04.2017
უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სწორედ ასე უყურებენ საკითხს პარლამენტში. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება დაუშვებელია, რადგან საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 0.16 ჰექტარი მიწა მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
|
ეკატერინე ბასილაია 28.04.2017
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციის აზრს იზიარებს და უსამართლოს უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილების იმ მუხლს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას გულისხმობს.
|