ნინო ქეთელაური 27.04.2017
მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით, ევა გოცირიძის ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.
|
ნათია ლომიძე 27.04.2017
ლარის ელვისებური გაუფასურება უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. კურსი, აღდგომიდან მოყოლებული, 9 დღეში 10 პუნქტით დაეცა. ეროვნული ვალუტის დევალვაცია მიმდინარეობს იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე დოლარი სუსტდება, ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტები მყარდება. ფინანსისტები საქართველოში შექმნილ ვითარებას არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებენ. ისინი მთავარ პრობლემად ეროვნული ბანკის მიერ ბაზრიდან 20 მლნ დოლარის ამოღებას მიიჩნევენ.
|
ნათია ლომიძე 27.04.2017
საქართველოში 8 მაისიდან შედარებით დაბალფასიანი ელექტრომობილები შემოვა. მისი დათვალიერება და ქალაქის პიროებებში გამოცდა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩინური ელექტრომობილების შემომყვანი კომპანიის "გლობალ მოტორს ჯორჯიას" დირექტორის განცხადებით, ასეთი ტრანსპორტი დღესდღეობით ქალაქში გადაადგილებისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
|
ეკატერინე ბასილაია 26.04.2017
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინებების რიცხვი, არც მეტი, არც ნაკლები, გაოთხმაგებულია, ქორწინებათა რიცხვი კი, მართალია, არა ამდენად, მაგრამ მაინც შემცირებულია. დემოგრაფები წლების შემდეგ ამ ორივე მონაცემის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.
|
ნათია ლომიძე 26.04.2017
"თელასის" მფლობელი რუსული "ინტერ რაო" საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებამ მათი კომპანია დააზარალა. თუმცა ირკვევა, რომ თელას-ს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, რადგან ამის რეალური მიზეზი არ არსებობდა. დღეს მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი 2.40-ის ნიშნულზეა დათვლილი და ახლაც იგივე კურსია. ლარის დევალვაცია მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე მიმდინარეობდა. ამ მოკლე პერიოდში "ინტერ რაო" რეალურად ვერაფერს იზარალებდა და მისი ულტიმატუმი აბსურდულია.
|
ია აბულაშვილი 26.04.2017
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული ფილმი "უდიპლომო სასიძო", შეუძლებელია იმ ადამიანების დავიწყება, ვინც ამ ფილმში თამაშობენ - სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი და სხვები, ქართული კინოს კომედიური ჟანრის ელვარე ვარსკვლავები, სცენასა და ეკრანზე ერთნაირად რომ ბრწყინავდნენ. მაგრამ ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობის, ვახტანგ ნინუას ეს ფრაზა "მეცნიერულ დაკვირვებას ვაწარომებ, ვარდენ ჩემო. ქვეყანა გამეცნიერდა და მე რატომ უნდა ჩამოვრჩე? გადატრიალება უნდა მოვახდინო მეცხოველეობაში - მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში" - ახლაც ისეთივე პოპულარულია, როგორც მაშინ, 56 წლის წინ, როცა ფილმი "უდიპლომო სასიძო" პირველად გამოჩნდა ქართულ ეკრანზე.
|
ნინო ქეთელაური 26.04.2017
მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.
|
ნინო ქეთელაური 26.04.2017
თვითმმართველობის არჩევნებზე აპირებენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, ოპოზიციური პარტიები გადაჭრით არ პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ეს "თანამშრომლობის ფორმატზეა" დამოკიდებული. იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს, განცხადება პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლებამ", 25 აპრილის მონაცემებით, 150-მდე მღვდელმსახური აკურთხა
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს.
|
ეკატერინე ბასილაია 26.04.2017
"მოსახლეობაში ოპოზიცია არ აინტერესებთ და არ აინტერესებთ, გადაუნაწილებელ მანდატებს ხელისუფლება მთლიანად წაიღებს თუ ოპოზიცას ექნება ორი მანდატით მეტი. საქართველოში არც ენჯეოებს აქვთ რეიტინგი... ამდენად, არიქა, ოპოზიცია და ენჯეოები არიან საარჩევნო სისტემაში მანდატების გადანაწილების წესის წინააღმდეგნი, ეს ორივე ჯგუფი ხალხისთვის არცთუ დიდ ღირებულებას წარმოადგენს და მათი მოთხოვნებიც ნდობას არ იმსახურებს," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|