ნათია ლომიძე
22.04.2017

 ბარ-რესტორნების მომსახურება გაძვირდა. ფასის ზრდა, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის გაძვირებას უკავშირდება. კვების ობიექტების უმრავლესობა კლებას უჩივის. ზოგიერთი რესტორანი, კლიენტების შენარჩუნების მიზნით, სტუმრებს უცვლელ ფასს სთავაზობს. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია პრობლემას ვერ ხედავს და შექმნილ სიტუაციას დროებითს უწოდებენ.

მამუკა ნაცვალაძე
22.04.2017

 სპარტა, როგორც სახელმწიფო, თავისი განუმეორებელი ორიგინალობითა და გამორჩეულობით განსაკუთრებული ფენომენია მსოფლიო ისტორიაში. სპარტანული ცხოვრების წესი თანამედროვე საზოგადოებისთვის სიმკაცრის სინონიმად იქცა. ქრისტეშობამდე 480 წელს, თერმოპილეს ბრძოლაში 300 სპარტანელის თავდადება აქემენიდური ირანის წინააღმდეგ ღირსეულად შეაფასა ჟამთასვლამ და ამ უმამაცეს მებრძოლთა გმირობა ყველა დროისა და ფორმაციის ისტორიის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილად აიქცია.

ია აბულაშვილი
22.04.2017

 26 აპრილს გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება "გერმანია-საქართველოს წელი-2017", რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. მანამდე კი ამ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა.

მარიამ ელიაშვილი
22.04.2017

 "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს" - განუცხადა ზურა ჯაფარიძემ "რეზონანსს" პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" მიერ დაფუძნებული ახალი რელიგიური ორგანიზაციის შესახებ საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
22.04.2017

 რეგიონებში საკადრო გადაადგილებების შემდეგ, შესაძლოა ცვლილებები მთვარობაშიც განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში მმართველ გუნდში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ზოგადად, სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკურ აუცილებლობას" ხედავს. მაგრამ კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილებები, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

მარი ჩიტაია
22.04.2017

 საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43,6%-ით არის გაზრდილი. ვიზალიბერალიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა უკვე მოახდინა. პირველი კვარტალის შედეგების შეჯამებიდან ჩანს, რომ მარტო ევროპის მიმართულებით მატება 75%-ის ფარგლებშია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაზიდვების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ წლევანდელი მაჩვენებლები ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესოა. მგზავრთა მატება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეინიშნება.

ეკატერინე ბასილაია
21.04.2017

 "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას 2 კვირაში დაიწყებს, თუმცა პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ აუცილებელია დღის წესრიგში რეფერენდუმის ან პლებისციტის საკითხი დადგეს და ამომრჩეველმა ოფიციალურად დააფიქსიროს სურს თუ არა "ოცნების" მიერ შემოთავაზებული შეცვლილი კონსტიტუცია.

ია აბულაშვილი
21.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა და ძირითადი პოლიტიკური ძალები უკვე ემზადებიან ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მანამდე კი ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერსო მასალა თბილისის თვითმმართველობის ისტორიიდან.

ნინო ქეთელაური
21.04.2017

 "თურქეთს მშვენივრად ესმის, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე ამ ქვეყნის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი ხდება. ამიტომ, რუსეთთან მისი ურთიერთობა რაც არ უნდა აფიშირებული იყოს, მათი ეროვნული ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს არ ემთხვევა", - ასე პასუხობენ ექსპერტები თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით გამოწვეულ საგარეო ორიენტაციაზე გაჩენილ კითხვებს.

თიკო ოსმანოვა
21.04.2017

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტს აპროტესტებს და ამაში მთავრობის ინსტიტუტის გაძლიერებას უფრო ხედავს, ვიდრე ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას.

მარიამ ელიაშვილი
21.04.2017

 "ამჯერად, ჯარიმა პრევენციის ერთადერთი საშუალებაა და იგი შედეგიანი იქნება", - განაცხადა ეკოლოგმა რეზო გეთიაშვილმა "რეზონანსთან" ახალ კანონპროექტზე საუბრისას.

ნათია ლომიძე
21.04.2017

 საქართველოში ბოლო თვეებში ჯართი ერთბაშად გაძვირდა, თუმცა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასმა 50%-ით მოიმატა, ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ ყველგან ჯართის დეფიციტია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×