თიკო ოსმანოვა
18.04.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მოდის და როგორც წინა არჩევნების დროს დაიწერა ივანიშვილმა შედეგები, ახლაც ასე იზამს.

გვანცა ღვედაშვილი
18.04.2017

 ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბავშვთა მიმართ ძალადობა რჩება. 2016 წელს ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.

პატრიარქი ილია II
18.04.2017

 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავიე ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,-მორჩილების ქურაში"(ზირქ. 2,1,5.)

მარი ჩიტაია
18.04.2017

 ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა. გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. თბილისის მასშტაბით, გათხევადებულ აირზე თვეში, საშუალოდ, 60 მანქანა "გადადის". ტენდენცია მზარდია და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.

აკაკი გვიმრაძე
18.04.2017

 სეულიდან

კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული ყოველწლიური მსოფლიოს ჟურნალისტთა კონფერენციის მთავარი თემა ამჯერად იყო მედიის როლი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად - დაახლოებით 60 ქვეყნის 84 ჟურნალისტი შეიკრიბა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, რათა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც თანამედროვე სამყაროს აწუხებს.

ვახტანგ შამუგია
18.04.2017

 თურქეთის მოსახლეობის 52%-მა, ანუ 24 496 755-მა მოქალაქემ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, რეჯეფ ტაეფ ერდოღანი სრულ ძალაუფლებას მიიღებს - სახელმწიფო მმართველობის სისტემა საპარლამენტოდან საპრეზიდენტოზე გადავა.

გვანცა ღვედაშვილი
15.04.2017

 განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძველით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა 3 556 არასრულწლოვანმა შეწყვიტა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ - 6 449-მა. ეს ინფორმაცია ომბუდსმენმა საპარლამენტო ანგარიშის დროს გახდა ცნობილი.

რეზონანსი
15.04.2017

 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს და ის 17 გვერდისგან შედგება.

თამარ მუკბანიანი
15.04.2017

 საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, სუფრის დეკორატიულად გაფორმების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაძვირდა და მოთხოვნამაც საგრძნობლად იკლო, მოსახლეობის ნაწილი მაინც ახერხებს სადღესასწაულოდ დეკორატიული ნივთების შეძენას. სააღდგომო ნივთები, ძირითადად, ბუდეები, პასკისა და კვერცხის ხელნაკეთი ჩასაწყობი, ჯეჯილი და მოხატული თუ მოქარგული კვერცხებია.

მარი ჩიტაია
15.04.2017

 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს.  ავტოსადგურებში განმარტავენ, რომ სადღესასწაულო დღეებში 40-მდე მიკროავტობუსის დამატება დასჭირდათ. შარშანდელთან შედარებით, დედაქალაქის წამყვან სადგურებში, როგორიცაა "ვაგზლის მოედანი", "ოკრიბა" და დიდუბე", მგზავრთა ნაკადი საკმაოდ გაზრდილია.

მამუკა ნაცვალაძე
15.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველო. ირან-ოსმალეთის დაპირისპირებამ ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტერიტიორიაზე მიმდინარე პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ტენდენციები და მიმართულებები. ეს იყო ხანა, როცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდათ ერთიანი საქართველოს სიკეთე. სამ სამეფოდ და ერთ სამთავროდ დანაწილებული საქართველო ფრაგმენტულად ხვდებოდა ერთად დგომისა და ყოფნის აუცილებლობას.

ია აბულაშვილი
15.04.2017

 ქრისტიანებისათვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დეღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები ცოდვისგან დაიხსნა, მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს სისცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ამ სიტყვებით ულოცავენ - "ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა!".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×