ნათია ლომიძე
21.04.2017

 თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. მაისის ბოლოს მასშტაბური დოკუმენტის მხოლოდ პირველადი ვარიანტი იქნება მზად. იგი არა მარტო დედაქალაქში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, არამედ თბილისზე შემოერთებული სოფლების პრობლემებსაც გადაჭრის. რა თანხა იქნება საჭირო გენერალური გეგმის განსახორციელებლად, ჯერჯერობით უცნობია. პროექტის ხელმძღვანელები გეგმის განხილვის დასრულებას ელოდებიან.

სოფო ჩხიკვაძე
21.04.2017

 დღესდღეობით საქართველოში იშვიათად შეხვდები ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდას, რომელიც სოფელში საცხოვრებლად გადაბარგებაზე ფიქრობს. უცნაურია, რომ რეგიონიდან ჩამოსული გოგონებიც არ აპირებენ იქ დაოჯახებას. ეს ყველაფერი, ალბათ, სოციალურ პირობებს უკავშირდება. ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ახლადშექმნილმა ოჯახმა იცხოვროს. წლების წინ ასე არ იყო, სოფელში ხალხი საკმაოდ კარგად და გამართულად ცხოვრობდა.

მარი ჩიტაია
21.04.2017

 საქართველოში საწვავის კონტრაბანდის საფრთხე ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა აქციზის გაძვირებამ ამ მხრივ რისკი გაზარდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საწვავი ყველაზე ძვირი ახლა სწორედ საქართველოშია. თუ რას ნიშნავს პროდუქციის ფასს შორის დიდი სხვაობა, ეს თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაშიც ნათლად გამოჩნდა. იანვრიდან მოყოლებული სიგარეტის კონტრაბანდა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა სწორედ იმის გამო, რომ სომხეთში თამბაქო გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.

გვანცა წულაია
21.04.2017

 გაზაფხულზე მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევები გახშირებულია. საქართველოს რეგიონებში ამის არაერთი მაგალითია. "რეზონანსი" პრობლემის მოგვარების საშუალებებზე კავკასიაში ერთადერთ ეროზიოლოგს - მერაბ ბალაშვილს გაესაუბრა.

მარიამ ელიაშვილი
21.04.2017

 გუშინ "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს - როგორც "თბილსერვის ჯგუფში" "რეზონანსს" განუცხადეს დღის ბოლომდე 14 კანონდამრღვევი დააფიქსირეს, მათგან 13 სიგარეტის ნამწვის გადაგებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა. ერთ იურიდიულ პირს კი სამშენებლო ნარჩენების უადგილოდ განთავსებისთვის დაეკისრა სანქცია 500 ლარის ოდენობით.

თიკო ოსმანოვა
21.04.2017

 "საპარლამენტო მმართველობამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს ოპოზიციის გაძლიერება. პარლამენტში ერთი და ორი პარტიის კი არა, მრავალი პარტიის წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი.

აკაკი გვიმრაძე
21.04.2017

 სეულიდან

სამხრეთ კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჟურნალისტთა კონფერენციის დასრულების შემდეგ, რომლის მთავარი თემაც იყო მედიის როლი მსოფლიოს მშვიდობის განმტკიცებაში, ორგანიზატორებმა მოგვცეს უნიკალური საშუალება ამ უმშვენიერესი ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და მხარე მოგვენახულებინა, რაც რეალურ წარმოდგენას შეგვიქმნიდა სამხრეთ კორეაზე.

ეკატერინე ბასილაია
20.04.2017

 რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზებს საერთაშორისო დონეზე დიდი მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობაზე იურიდიული დოკუმენტი გაფორმდეს და პლუს ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა უნდა მოხდეს, ამისთვის სამართლებრივი ბაზაც არსებობს და დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბასთან ერთად განაცხადა, რომ რკინიგზის მუშაობის განახლებაზე ახლა მხოლოდ ქართული მხარის პასუხს ელოდება.

ანა დედაბრიშვილი
20.04.2017

 ნინი ქეთელაური

ვინ დატოვებს საკონსტიტუციო კომისიას და ვინ დარჩება მასში, საბოლოოდ დღეს გაირკვევა. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვერსიის გადაგზავნას დაელოდებიან და თუკი ხელისუფლებას მათი შენიშვნები მაინც არ ექნება გაზიარებული, ბოიკოტსაც გამოაცხადებენ.

გვანცა ღვედაშვილი
20.04.2017

 თორნიკე ამირხანაშვილი

საქართველოს პარლამენტში გამართულმა პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. მორიგი კონფლიქტი ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მოხდა.

გიორგი აბაშიძე
20.04.2017

 გუშინ, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ოკუპირებული ტერიტორიები და მათზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხედ დაასახელა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

გვანცა ღვედაშვილი
20.04.2017

 თორნიკე ამირხანაშვილი

პარლამენტში გუშინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე დაშავდა. კონფლიქტის შესახებ დეპუტატები არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ინციდენტისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დეპუტატის ოთახში "ევროპული საქართველოს" წევრები ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი "ქართული ოცნების" წევრ ვანო ზარდიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×