გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
ეროვნული პატფორმისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე და "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, შეხვედრისას ყველა გამომსვლელმა გაუსვა ხაზი იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ ცვლილებებს თან ახლავს.
|
თიკო ოსმანოვა 26.04.2017
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა აქციის ფონზე მოუწევს. ოპოზიცია რეგიონებში ჩასასვლელად უკვე ემზადება. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და "ოცნებას" საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას არ მისცემს.
|
ნინო ქეთელაური 26.04.2017
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუშაობა დაასრულა, ახლა წინ ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვაა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებს უნდა გაეცნოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მოხელის სამუშაო დრო არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. ღამის საათებში არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს და ამ დროს მოხელეს კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამტი ეძლევა.
|
თეო გუდავაძე 26.04.2017
ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ზუსტად იმავე დოზით არის დამოკიდებული სხვადასხვა სახის სესხზე, როგორითაც უფროსი თაობა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ შემოსავალს და ხარჯს, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოსდევს. ლომბარდები და ონლაინ სესხები საკმაოდ დიდი ცდუნებაა მათთვის. ბოლო დროის ტენდენციით დადგინდა, რომ ახალგაზრდების საარსებო წყაროს სწორედ მოკლევადიანი კრედიტები წარმოადგენს და მათი ტინეიჯერული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი წყარო სწორედ ისაა.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 26.04.2017
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის პრობლემური საკითხები, რომლებიც უნდა გადაიხედოს.
|
ვახტანგ შამუგია 25.04.2017
თავდაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებას სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი წარუდგინა. ის თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს წარმოადგენს და აღწერს არსებულ ვითარებას, მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია 2020 წლამდე.
|
ნინო ქეთელაური 25.04.2017
დაზიანებული სახლები და მანქანები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, ერთი გარდაცვლილი - ეს ის შედეგებია, რაც საქართველოში ძლიერ ქარსა და უამინდობას მოჰყვა.
|
მარი ჩიტაია 25.04.2017
საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ.
|
ნათია ლომიძე 25.04.2017
მარი ჩიტაია
აღდგომის წინა დღეებში ეროვნული ვალუტა ასე თუ ისე გამყარდა და ხალხს სურსათის გაიაფების იმედი გაუჩნდა. კურსის 2.37-ზე ჩამოსვლის შემდეგ იმპორტიორებიც გეგმავდნენ პროდუქტებზე ფასის შეცვლას, თუმცა ბოლო ერთი კვირაა, სიტუაცია შეიცვალა და ბიზნესმენებიც შეფიქრიანდნენ. ლარის კურსი უკვე 2,42-ზეა და ბოლო დღეებში მცოცავ რეჟიმში უფასურდება. სპეციალისტები სავალუტო რყევას საგარეო ფაქტორებს უკავშირებენ და სამომავლოდ უკეთეს შემთხვევაში 2.40-ს, ხოლო უარეს შემთხვევაში 2.50-იან ნიშნულს ვარაუდობენ.
|
თამარ მუკბანიანი 25.04.2017
კერძო სკოლების ნაწილი სწავლას კიდევ აძვირებს. საქართველოში სწავლა უკვე ძალიან ძვირი ღირს და აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო საგანმანათლებლო სისტემის იმედზეა. კერძო სკოლების წარმომადგენლები გაძვირების ობიექტურ მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" პირადი საუბრის დროს განაცხადეს, გადასახადის ზრდის პროპორციულად პედაგოგთა ხელფასი არ მატულობს.
|
ნათია ლომიძე 25.04.2017
2017 წლის 1-ლი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სოცილურად დაუცველი ფენა კიდევ უფრო მეტ შეღავათს იგრძნობს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით საშუალოშემოსავლიან მომხმარებლებს მომსახურება გაურთულდებათ, მცირეშემოსავლიანებისთვის კი იგივე დარჩება.
|