თიკო ოსმანოვა
12.04.2017

 ახალი კონსტიტუციის პროექტით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლესი კანონით განსაზღვრული აღარ იქნება, რაც იმის ალბათობას ზრდის, ის თბილისში დაბრუნდეს, რაც დეპუტატების უმრავლესობის სურვილია. თუმცა საკონსტიტიციო კომისიის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით ძალიან მწვავე დებატები იყო და საბოლოოდ ჯერდებიან იმაზე, რომ პარლამენტი შენარჩუნდეს როგორც ქუთაისში, ისე თბილისში.

ია აბულაშვილი
12.04.2017

 "ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატო-სთან მიმართებაში, დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე" - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს დღეების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ათი წელი გაიარა, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული შედეგებისა და პოლიტიკური ინტეგრაციის ნაწილში.

ეკატერინე ბასილაია
12.04.2017

 "თუ დარჩა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოთავაზებულია, 5%-იანი ბარიერით, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიცემითა და ბლოკების აკრძალვით, "ქართულ ოცნებას" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ ექნება შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს," - აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის დაპირების მიუხედავად, 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უკვე არსებულ პროექტში საუბარი არსად არაა და მხოლოდ ის წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით.

თიკო ოსმანოვა
12.04.2017

 ტელეკომპანია "მაესტროზე" რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თვის ბოლომდე თითქმის ყველა გადაცემა დაიხურება საინფორმაციო გამოშვების, "ბიზნესკონტაქტისა" და "ცეცხლის ხაზის" გარდა. არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ახალი კონცეფციით, მაისიდან არხზე საინფორმაციო ბადე გაძლიერდება და ახალი ამბები საათში ერთხელ გავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება "იმედის" ხელმძღვანელობამ მიიღო.

თეო გუდავაძე
12.04.2017

 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. თბილისის ქუჩებსა და ტრანსპორტში უკვე იგრძნობა ხალხის ინტენსიური გადაადგილება. დღესასწაულამდე 4 დღით ადრე ბაზარში ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, არც კვირის ბოლომდე შეიცვლება ვითარება, რადგან მყიდველი ისედაც ცოტაა და გაძვირებულ პროდუქტს მით უმეტეს არავინ მიეკარება. უმეტესად ფასები მომატებულია ხორცპროდუქტებზე, კვერცხსა და ბოსტნეულზე.

ნათია ლომიძე
12.04.2017

-ბაზარზე ცემენტის ვარგისიანობის შემოწმება დაიწყება. კვლევას ისეთი კომპანიები აწარმოებენ, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ. სპეციალისტების შეფასებით, ცემენტის შემოწმება მისასალმებელია, თუმცა მას არ უნდა იკვლევდეს ორგანიზაცია, რომელსაც იმავე დარგში კერძო ინტერესი გააჩნია.

ია აბულაშვილი
12.04.2017

 "მთელი ქართული თეატრალური სამყაროდან ძალიან ძლიერი, კეთილი ძალა წავიდა, კაცი, რომელსაც ყველა უყვარდა და რომელიც ყველას უყვარდა" - გულიდან ამოსულ კახი კავსაძის ამ სიტყვებს მართლაც ვერაფერს დავამატებთ, მხოლოდ რამდენიმე მოგონებას გავიხსენებთ გივი ბერიკაშვილის თეატრალური ცხოვრებიდან, რომელსაც იგი თავად ჰყვებოდა და იხსენებდა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

ვახტანგ შამუგია
12.04.2017

 თავდაცვის სამინისტრო მოიერიშე თვითმფრინავებზე უარს ამბობს. სუ-25 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების ჩანაცვლება საბრძოლო შვეულმფრენებით ან უპილოტო საფრენი აპარატებით იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებისას განაცხადა.

ნინო ომანაძე
12.04.2017

 "ნიხასის" ყოფილმა ლიდერმა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვმა, თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი დაამთავრა.

ნინო ომანაძე
12.04.2017

 ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებული "რეფერენდუმი" ჩატარდა.

ნინო ქეთელაური
11.04.2017

 "ტილერსონი რუსეთში ჩადის ულტიმატუმით, რუსეთმა ან უარი უნდა თქვას ასადის დაცვაზე, ამ შემთხვევაში რუსეთს საშუალება ეძლევა, რომ სახე შინარჩუნოს და მას დიდ შვიდეულშიც კი დააბრუნებენ, თუ არა და რუსეთს მოუწევს, გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, მაგრამ ტრამპი უკან არ დაიხევს", - ასეთია ექსპერტების მოლოდინი სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

მარი ჩიტაია
11.04.2017

 ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის ზონაში არიან და გაღარიბება ემუქრებათ. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-1200 ლარამდეა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×