ეკატერინე ბასილაია
08.04.2017

 7 აპრილს, გამთენიისას აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო ბაზის მასირებული საჰაერო დაბომბვას დიდი რეაქციები უკვე მოჰყვა - ვაშინგტონს მოკავშირეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, სირიის ხელისუფლება, რუსეთი და ირანი კი აღშფოთებას არ მალავენ. ამ დაბომბვის შემდეგ მთავარი კითხვა კი ასეთია: "ამერიკული სილის გაწვნის" საპასუხოდ რას მოიმოქმედებს რუსეთი?

თიკო ოსმანოვა
08.04.2017

 გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში შედარებით მოკლე და ლაკონური იყო. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, იგი წინა გამოსვლებთან შედარებით უფრო აკადემიური ტონითაც გამოირჩეოდა. თუმცა, კრიტიკა ამ გამოსლვში საკმაოდ იყო.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი სახელდება თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებიც. როგორც "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, "ქართული ოცნება" თბილისის მერის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს - მოქმედ პარლამენტარ გრიგოლ ლილუაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და ფინანსთან მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა. მათი ახალი ჩვენებები კი თავდაპირველისგან განსხვავდება და გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობაშიც მოდის.

მარიამ ელიაშვილი
08.04.2017

 "ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილების მიღებისთვის აღმოჩნდა მზად, რაც მისი წინასაარჩევნო განცხადებებისგან მკვეთრად განსხვავდება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გუშინ აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო ძალებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე საუბრისას.

ნინო ქეთელაური
08.04.2017

 "თუ პრეზიდენტი რაღაცნაირად მონახავს საერთოს დანარჩენ ლიდერებთან, მაგალითად, დათო უსუფაშვილთან, ასევე დავით ბაქრაძესთან და ის ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის რჩეული გახდება, მას აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა "ნასესხებით", როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

გვანცა წულაია
08.04.2017

 ხვალ მართლმადიდებელი სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განსაკუთრებულადაა გაძლიერებული კონტროლი ბზის ჭრაზე.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 ადვოკატების ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს, მანამდე კი შიმშილობას აცხადებს. თუმცა, შიმშილობის ფაქტს საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს არა შიმშილობა, არამედ გაძლიერებული მარხვაა.

თამარ მუკბანიანი
08.04.2017

 აღმოჩნდა, რომ ყოველ მეხუთე თბილისელის ოჯახში ცხოველი ან ფრინველი ბინადრობს. მათი კვება, მოვლა და ვეტერინარის ხარჯი თვეში 100 ლარს აღემატება, თუმცა მეპატრონეები ამაზე არ წუხან, რადგან შინარუ ცხოველებს ოჯახის წევრებად თვლიან.

ნათია ლომიძე
08.04.2017

 ფასიანი ქაღალდები კვლავ კომერციული ბანკების ინტერესის არეალშია. ამ კუთხით მათი როლი დღითი დღე იზრდება. მრავალი წელია საფონდო ბირჟის მეწილეები და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ამ ორი სექტორის ერთმანეთისგან გამიჯვნას უშედეგოდ ითხოვენ. მათ მოთხოვნებს საქართველოს პრეზიდენტიც უერთდება, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის განცხადებას ძალა არ აქვს და მის მიმართვას არ გაითვალისწინებენ.

ნათია ლომიძე
08.04.2017

 აგრარულ სექტორში იმპორტზე დამოკიდებულება მატულობს. ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი ლამის 2 კვარტალში იწურება და წლის დანარჩენ პერიოდში ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ხდება. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ზამთრის თვეებში. ამ მხრივ გამორჩეული იყო წლევანდელი იანვარ-მარტი, როდესაც იმპორტირებულ ხილ-ბოსტნეულზე დამოკიდებულება თვალშისაცემად გაიზარდა.

მარიკა გოგოხია
08.04.2017

 კომერციულ ბანკებს საკომისიოებიდან ყოველდღიურად 1 მლნ ლარამდე შესდით. ზოგ შემთხვევაში მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხას საკომისიოს სახით 10% ეჭრება. საბანკო სექტორი ამითაც არ კმაყოფილდება და სატარიფო პოლიტიკას ცვლის. რამდენიმე დღეში "თიბისი" კომუნალურ გადახდებზე დაწესებული საკომისიოს გააორმაგებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×