ნინო ქეთელაური
05.04.2017

 შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის იდეას "ნაციონალური მოძრა-ობა" ზუგდიდში აქციით გააპროტესტებს - ამის შესახებ "რეზონანსს" პარტიაში განუცხადეს, სადაც ვერ აკონკრეტებენ, მათ აქციას რომელიმე ოპოზიციური ძალა შეუერთდება თუ არა.

სალომე სარიშვილი
05.04.2017

 "საერთოდ, თანამედროვე სოციოლოგია, როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნებით უფრო კეთდება ხოლმე; ამ პროცესს პოლიტიკა მეტად ურევია, ვიდრე წმინდა სოციოლოგიური ინტე-რესი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეცი-ალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აი-რაის) კვლევის შედეგებს აფასებს.

თიკო ოსმანოვა
05.04.2017

 ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის თქმით, ინფორმაციას შვეიცარიელი კოლეგებისგან ელოდებიან.

თიკო ოსმანოვა
05.04.2017

 "საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი წინადადების ნაწილი გათვალისწინებული იქნა, ნაწილი დარჩენილია დღემდე ალრტერნატივის სახით და ახლა მესამე ეტაპზე იქნება. ასე რომ, არის საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, რომ სწორად გადაწყდა, მაგრამ, ჩემი აზრით, დარჩენილია მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ზუსტად გამიჭირდება იმის თქმა, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ არა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ელზა პაპოშვილი
05.04.2017

 ბრიგადის გენერლის, ამირან სალუქვაძის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგის ტერორისტულ აქტს რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო მეტად განსამტკიცებლად გამოიყენებს.

მარიკა გოგოხია
04.04.2017

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ გამსესხებლების ფინანსურ მაქინაციებში მოსახლეობა ხშირად ებმება. დაუსაბუთებლად დიდია სასესხო ლიმიტები, რომელსაც კომპანიები მოქალაქეების შემოსავლების გაუთვალისწინებლად გასცემენ. მართალია, ცოტა ხნის წინ მთავრობამ ონლაინ გამსესხებლებს შეუტია, მაგრამ საბოლოოდ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს.

თიკო ოსმანოვა
04.04.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. არხის ყოფილმა თანამფლობელებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი დაიბრუნეს, რის გამოც ახალი ამბების ნაცვლად საიტზე დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში შეტანილი საქმის მასალები დაიდება. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თავის დროზე "სააკაშვილს სიჩქარის გამო დაავიწყდა" მათთვის საიტის წართმევა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტრი ნიკა გვარამია მათ პასუხად მომხარებელს ახალ საიტს სთავაზობს. ამბობს, რომ დვალსა და აქიმიძეს სერიოზულად არ აღიქვამს.

ნათია ლომიძე
04.04.2017

 ლარმა ყველაზე რთული პერიოდი გადალახა. უკან არის მოტოვებული ზამთრის თვეები და გამორჩეულად აქტიური მარტი. ახლა მთავარი ამოცანა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და სამომავლო პერსპექტივაა. როგორი იქნება ლარის კურსი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში? ფინანსისტებმა "ბიზნეს-რეზონანსთან" ისაუბრეს, თუ რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარი სიმყარეს.

ნინო ქეთელაური
04.04.2017

 "ჩემი სურვილია, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო," - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
04.04.2017

 დიდი დაპირისპირებებისა და ვნებათაღელვის ფონზე 2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველ ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი ძალა "რესპუბლიკური პარტია" გავიდა 49%-ით და უკვე დარწმუნებით საუბარია იმაზე, რომ მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლიდან პრემიერ-მინისტრობის პოსტზე გადაინაცვლებს და ისევ ქვეყნის მმართველი იქნება, ოღონდ ახლა უკვე სხვა სტატუსით. ხოლო შემდგომ პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ ახალი პარლამენტი აირჩევს.

ნინო ქეთელაური
04.04.2017

 შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მის სახლთან მოხდა, ორმა ნიღბიანმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიაყენა.

გვანცა ღვედაშვილი
04.04.2017

 "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გუშინ გამართა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრება დააანონსეს. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე, ე.წ. მოსმენის კანონსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×