ეკატერინე ბასილაია
31.03.2017

 ბოლო წლებში უფრო და უფრო ბევრი აფხაზი ჩამოდის თბილისში სამკურნალოდ თუ ოპერაციისთვის, 2016 წელს ჯანდაცვის უფასო სერვისით 1 409 აფხაზმა ისარგებლა, პლუს აფხაზები თბილისში ასევე ამ უფასო სერვისის გარეშეც, საკუთარი ფინანსებით მიდიან ქართულ კლინიკებში და ასევე ძალიან მაღალია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აფხაზების ჩართულობის სურვილი და ბენეფიციარების რაოდენობა.

მარი ჩიტაია
31.03.2017

 მიწის რეგისტრაციის მიმართ ინტერესი სახელმწიფო რეფორმის ფარგლებშიც კი დაბალია. სარეგისტრაციო პირობების გამარტივების მიუხედავად, მიწა საკუთრებაში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, რაც მანამდე რეგისტრირებულ რაოდენობას მხოლოდ 10%-ით აღემატება. საკუთრებაში საერთო მიწების სულ 35%-ია მოქცეული, 2/3 ჯერ ისევ დასარეგისტრირებელია ჯერ. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტემპი დაბალია.

თიკო ოსმანოვა
31.03.2017

 "ვენეციის კომისიისადმი ჩემი დამოკიდებულება მაინცდამაინც პოზიტიური არ არის. ისინი აფასებენ დემოკრატიულობის ხარისხს. რამდენად დემოკრატიულია ესა თუ ის მუხლი, ან რამდენად ჯდება ზოგად სტანდარტებში.

მარი ჩიტაია
31.03.2017

 საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია. ლარის გამყარებამ და შედარებით სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდაზე სასიკეთოდ იმოქმედა. წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო პირველი 2 თვის საშუალო მაჩვენებელმა 4,8% შეადგინა. ოფიციალურმა სტატისტიკამ როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე სპეციალისტების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

გვანცა ღვედაშვილი
31.03.2017

 "ძალიან პოპულარულია მზარეულის პროფესია, ასევე ბუღალტერია, საოფისე საქმიანობა და აიტი ტექნელოგიები. ამ მიმართულებებზე ყველაზე ინტენსიური მოთხოვნაა მომავალი სტუდენტების მხრიდან", - აცხადებს "რეზონანსთან საუბრისას პროფესიული განათლების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილამდე გაგრძელდება.

სოფო ჩხიკვაძე
31.03.2017

 არაერთმა საერთაშორისო კვლევამ ცხადყო, რომ თბილისი ევროპაში დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, თუმცა ეს პრობლემა ქალაქგარეთაც თვალში საცემია. სანქციები არასაკმარისია, ხოლო მოსახლეობის თვითშეგნება - დაბალი. ქუჩაში ნარჩენების დაყრაზე როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირთათვის არსებობს სპეციალური რეგულაციები, თუმცა ვითარებას ეს სრულებით ვერ შველის. სულ მალე დაიწყება პროექტი და სანაგვე ურნები მიწის ზედაპირიდან მიწის ქვეშ გადაინაცვლებს.

ნათია ლომიძე
31.03.2017

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "თბილისის თამბაქომ" "ფილიპ მორისს" სასამართლო დავა მოუგო, ორ მხარეს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი იმ მოსამართლეს, რომელმაც "თბილისის თამბაქოს" სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე, კორუმპირებულს უწოდებს. მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები. მათი აზრით, იმპორტიორი კომპანიების ხარჯზე ადგილობრივი ბიზნესი არ უნდა ზარალდებოდეს.

მარიამ ელიაშვილი
31.03.2017

 ფარული მოსმენის შესახებ საქართველოს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ახალი უწყება, "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო", რომელიც სუს-ის დაქვემდებარებაშია, გუშინ ამოქმედდა.

გვანცა ღვედაშვილი
31.03.2017

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ეტაპობრივად მატულობს. როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის, პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის 2000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული, თუმცა 8 აპრილამდე ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.

სალომე სარიშვილი
31.03.2017

 პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიგრაციის დამატებით საფრთხეს ნაკლებად გააჩენს, რადგან გამკაცრებული პოლიტიკის პირობებში საზოგადოება გარისკვას მოერიდება.

ეკატერინე ბასილაია
30.03.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა და აფხაზურ "პარლამენტში" რიცხობრივი უპირატესობა რაულ ხაჯიმბას დაჯგუფებამ მოიპოვა, აფხაზებისთვის გავლენიანი, მძიმეწონიანი ფიგურებით კი ხაჯიმბას ანქვაბის დაჯგუფებამ აჯობა.

ნინო ქეთელაური
30.03.2017

 2018 წლიდან მწარმოებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს, რომ მის მიერ გამოყენებული შესაფუთი მასალა არ წარმოადგენდეს ნარჩენს და იყოს ისეთი სახის, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×