ია აბულაშვილი
01.04.2017

 როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი საუფლო დღესასწაულს და რა მეთოდებს იყენებდა, ეს ამბები კარგად ახსოვთ ძველი თაობის წარმომადგენლებს, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას რამდენიმე საინტერესო მასალას მაინც შევთავაზებთ იმ პერიოდის გასახსენებლად.

მარიამ ელიაშვილი
01.04.2017

 გამომცემლობებსა და განათლების სამინისტროს შორის დავა მე-6 წელია გრძელდება. ისინი სახელმწიფოს სასკოლო სახელმძღვანელოების უკანონო ბეჭდვასა და მათი საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ახლა კი სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ.

თიკო ოსმანოვა
01.04.2017

 ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ გასაჩივრდება, თუმცა ამჯერად ეს შესაძლოა თავად პრეზიდენტმა გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში, კამპანია "ეს შენ გეხება" პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ "მოსმენების კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავად გიორგი მარგველაშვილმა მიმართოს. ხოლო კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის პირველი პირი, მომავალ კვირას საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნინო ომანაძე
01.04.2017

 ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნებისთვის" ემზადებიან. მასთან ერთად ერთ კვირაში, 9 აპრილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე "რესპუბლიკისთვის" სახელის გადარქმევასთან დაკავშირებული "რეფერენდუმი" ჩატარდება.

ია აბულაშვილი
01.04.2017

 "საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი" ("აირაი") ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებს და პოლიტიკურ რეიტინგებს ოფიციალურად 3 აპრილს წარადგენს, თუმცა კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი უკვე ცნობილია.

თიკო ოსმანოვა
01.04.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებმა საპატიმრო შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვონ. ყოველ შემთხვევაში პროკურატურა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით მორიგებას სთავაზობს. საპროცესო შეთანხმებაზე თანახმაა ოჯახი, თუმცა ერთი პირობით - თუ ნამდვილად მოხდება დაზარალებულების დაკმაყოფილება და არა ბიუჯეტის შევსება.

მამუკა ნაცვალაძე
01.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნე განსაკუთრებული ომიანობით გამოირჩა საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებებმა თავისი კვალი დაატყო კავკასიას, ეს ის დროა, როცა საქართველოს სამხრეთით ორი უძლიერესი, ერთმანეთს დაპირისპირებული მაჰმადიანუ-რი სახელმწიფო წინაურდება. ორივეს საქართველოზე უდგამს თვალი, ორივეს საქართველო სურს, თუმცა, ქართველების გარეშე.

ია აბულაშვილი
31.03.2017

 "1991 წლის 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა" - ასე აფასებენ ისტორიკოსები ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

თიკო ოსმანოვა
31.03.2017

 გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ფართებში შესვლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს იწყებენ - მერია კი გარე ვაჭრობის დაშვებას აღარ აპირებს.

ნინო ქეთელაური
31.03.2017

 "ის რომ ახალი ცივი ომი უკვე მიმდინარეობს და შავი ზღვის რეგიონი ამის ცენტრალური ადგილია, ეს უკვე შემდგარი ფაქტია", - ასე აფსებენ ექსპერტები შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და რუსეთის სამხედრო წვრთნების ტერიტორიულ სიახლოვეს, რომელსაც საერთაშორისო მედია "სახიფათო თამაშად" მოიხსენიებს.

ნინო ქეთელაური
31.03.2017

 "სამხედრო მუქარა არის გადამავალი ეტაპი ახალ ცივ ომსა და დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტს შორის", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც "სამხედრო მუქარას" შავ ზღვაზე ნატოსა და რუსეთის სამხედრო წვრთნების ტერიტორიულ სიახლოვეს უწოდებს.

ეკატერინე ბასილაია
31.03.2017

 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ კლინიკებში აფხაზების სამკურნალოდ წასვლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და აანონსებს, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას "სამუდამოდ დახურავს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×