ნინო ქეთელაური
03.04.2017

 დღეიდან თუ დედაქალაქის ქუჩებში სიგარეტის ნამწვავს, საღეჭ რეზინს ან მზესუმზირის ნარჩენს დაყრით, ქვეითად მოსიარულე ინსპექტორი 80 ლარით დაგაჯარიმებთ, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

თიკო ოსმანოვა
03.04.2017

 საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეებისთვის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მანქანები შეიძინა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. სასამართლოში კომენტარს არ აკეთებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი საქმის კურსში არ არიან.

თიკო ოსმანოვა
03.04.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლებმა საპატიმრო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვონ. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მორიგებას ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით სთავაზობს. საპროცესო შეთანხმებაზე თანახმაა ოჯახი, თუმცა ერთი პირობით - მათ ქონებას ყადაღა მოეხსნას, რომ მოხდეს ინვესტორების შემოყვანა. შესაბამისად, რჩეულიშვილების ოჯახი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ახლა პროკურატურისგან და სასამართლოსგან ელოდება.

ელზა პაპოშვილი
03.04.2017

 საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა. თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში გადაადგილება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, დარგის ექსპერტები უკვე დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ. მათი განცხადებით, თბილისის რამდენიმე რაიონში არის შავი წერტილები, ანუ სახიფათო ადგილები, სადაც ავტოავარიები ხშირად ხდება.

სალომე სარიშვილი
03.04.2017

 ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევის შედეგი არა კონკრეტული პირების მისამართით, არამედ საზოგადოებაში განწყობის ცვლილებითაა განპირობებული. პოლიტოლოგს არც ის აკვირვებს, რომ პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, რეიტინგმა აიწია, რადგან მიიჩნევს, რომ ის ბოლო პერიოდში უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმის სუბიექტი გახდა, რასაც საზოგადოებაც კარგად ხვდება.

გვანცა წულაია
01.04.2017

 ბუნებრივი მატება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016-ში შობადობისა კლებისა და სიკვდილიანობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია და საბოლოოდ შემაშფოთებელი შედეგი მივიღეთ.

ეკატერინე ბასილაია
01.04.2017

 28 აპრილიდან გერმანიაში ნატოს სამხედრო წვრთნები იწყება, რაც მოსკოვში განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს. რუსების უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ ნატო დადგმული სამხედრო მოქმედებებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის როლში სტატისტებად ეძებს რუსულენოვან ხალხს, ამისთვის გერმანიაში გამოცხადდა კიდეც ვაკანსიები, რაც, რუსების მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ ნატო უკვე ღიად არა თავდაცვისთვის, არამედ თავდასხმისთვის ემზადება, სამიზნე არის რუსეთი და სწორედ ამიტომაც ეძებენ წვრთნებისთვის "რუსებს".

მარი ჩიტაია
01.04.2017

 საქართველოს ავიაბაზრით ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოური დაბალბიუჯეტიანი კომპანია დაინტერესდა. უკვე არსებულ ავიაკომპანიებს კი ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატების შესაძლებლობა მიეცათ. ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ მგზავრთა ნაკადის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მოთხოვნა მანამდეც შესამჩნევი იყო.

მარი ჩიტაია
01.04.2017

 საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 2016 წელს თითქმის 2 მლრდ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით ირკვევა, რომ უარყოფითი ბალანსი შარშან, 2015 წელთან შედარებით, 229 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. შარშანწინ ეს მაჩვენებელი 1,480 მლრდ-ს შეადგენდა.

ნინო ქეთელაური
01.04.2017

 მმართველი ძალა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მომდევნო არჩვნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დათანხმდა, თუმცა საკუთარი პირობებით. გადაუნაწილებელი მანდატები არის ის საკითხი, რაზეც უმრავლესობა და ოპოზიცია ვერ თანხმდება. "ოცნება" თვლის, რომ დარჩენილი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პარტიას დაემატოს, ოპოზიცია კი მათ გადანაწილებას ყველა ზღვარგადალახულ პარტიაზე ითხოვს.

თამარ მუკბანიანი
01.04.2017

 ინსომნია, ძილის რეჟიმის დარღვევა თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და რიტმის თანამდევია. მის გამომწვევად, შესაძლოა, მრავალი ფაქტორი იქცეს, თუმცა შედეგი ყველა შემთხვევაში არასახარბიელოა. გარდა ქრონიკული დაავადებებისა და სტრესისა, რაც უძილობის მთავარი მიზეზებია, 21-ე საუკუნეში ძილის დარღვევის მიზეზებს შორის თამამად შეიძლება სოციალური ქსელებიც დასახელდეს.

ნათია ლომიძე
01.04.2017

 საქართველოში ბიზნესმენები მაღალპროცენტიან კრედიტებზე ჩივიან. მათი თქმით, ბანკები არ ზრუნავენ ბიზნესის განვითარებაზე და მათი მთავარი მიზანი საკუთარ მოგებაზე მუშაობაა. იგივე პოზიციას იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტებიც, თუმცა ისინი საკითხს სხვა მხრივაც განიხილავენ - ზედმეტად დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, შესაძლოა, გარკვეული რისკი წარმოშვას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×