ია აბულაშვილი
07.04.2017

 ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, ევროპის კომისიის წინადადებას უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა 521 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 75-მა და თავი შეიკავა 36 დეპუტატმა.

ნინო ომანაძე
07.04.2017

 კვირას, ოკუპირებულ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნები" და რეგიონისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე "რეფერენდუმი" ჩატარდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დე ფაქტო რესპუბლიკას კვლავ "სამხრეთ ოსეთი" ერქმევა, თუ "სამხრეთ ოსეთი - ალანია".

გვანცა ღვედაშვილი
07.04.2017

 "მეორე მოსმენის დროს გარკვეულ წინააღმდეგობებს ველოდებით. ეს რა თქმა უნდა ბიზნეს ასოციაციების მხრიდან შენიღბული სახით კეთდება, იმ მიზეზებით, რომ მცირე ბიზნესსა და რეკამას დააკლდება თამბაქოს რეკლამიდან მიღებული თანხა და ა.შ.", - აცხადებს "რეზონანსთან" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

ნინო ქეთელაური
07.04.2017

 "ოკუპანტებს ვერანაირ დისკომფორტს ვერ უქმნის გაეროს რეზოლუციები. მათთვის დისკომფორტი იქნება რაღარც ხელშესახები, ისეთი, რომ ცხვირში მოხვდეთ", - ამის შესახებ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
06.04.2017

 რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ადგილობრივი არჩევნები ერთი კვირის შემდეგ რომ ტარდებოდეს? - მსგავს შეკითხვას წელს, ოქტომბერში ჩასატარებელი თვითმმართველობის არჩევნების გამო, სოციოლოგები ბევრჯერ დასვამენ და სპეკულაციებიც თუ კრიტიკაც ბევრი იქნება იმაზე, ვის სჯერა და ვის არა საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და კრიტიკა, რატომ არ ემთხვევა კვლევები არჩევნების შედეგებს.

თიკო ოსმანოვა
06.04.2017

 იგეგმება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება და რა გეგმები აქვთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამაზე "რეზონანსი" ანი მიროტაძეს გაესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
06.04.2017

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "მეტრონომთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევაში მოცემული პროცენტები და პარტიების რეიტინგი რეალობას ზუსტად ასახავს. მისი თქმით, ქვეყანაში სწორედ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა და ვითარებაა, რაც კვლევების მიხედვით არის განაწილებული.

ნინო ქეთელაური
06.04.2017

 თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაციას, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია "აბსურდს" უწოდებს და ამბობს, რომ "ამის გამო მკაცრად მოსთხოვს პასუხს, როდესაც საკრებულოში მივა."

ნინო ქეთელაური
06.04.2017

 საავტორო უფლების დაცვა თუ საპარლამენტო სხდომების გაშუქების შეზღუდვა - საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ედავება. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტიდან მხოლოდ იმ სხდომის ლაივ-სტრიმი მიეწოდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა, რაზეც საზმაუში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ არანაირ შეზღუდვაზე საუბარი არ არის და უბრალოდ, ყველა ტელევიზიას საავტორო ნიშნის მითითება მოუწევს.

თიკო ოსმანოვა
06.04.2017

 "რუსთავი 2"-ის სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. მხარეებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული განჩინება უკვე გადაეგზავნათ. ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი სასამართლოს მხრიდან სელექციურ მიდგომაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ევროპულ სასამართლოში წარმატებას მიაღწევენ. სასასმართლოს მხრიდან პოზიტიური მოლოდინი აქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატსაც, თუმცა უახლოეს მომავალში დავის დასრულებამდე ტელევიზიაში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას არ ელოდება.

ნათია ლომიძე
06.04.2017

 საქართველოში უმუშევრობის გადაჭრის გზები ჯერჯერობით არ არსებობს. მთავრობა მხოლოდ ციფრებს ამცირებს, რეალურად კი უმუშევართა მაჩვენებელი მაღალია და ქვეყანაში 34%-ის ფარგლებშია. გაერთიანებულ პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ უმუშევართა რიცხვს ემატება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა საარსებო მინიმუმი 157 ლარია. ასეთი მოსახლეობის 22%-ია.

მარი ჩიტაია
06.04.2017

 საქართველოს საგარეო ვალი დიდი სისწრაფით იზრდება. იმის ნაცვლად, რომ ვალის ტვირთი შემსუბუქდეს, მთავრობა მიდგომას არ ცვლის და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე უარს არ ამბობს. როგორც ჩანს, ხელისუფლების პრიორიტეტი არის არა ინვესტიციები და მეწარმეობის განვითარება, არამედ ვალის აღება. შესაბამისად, ქვეყანა "ვალების ეკონომიკის" მოდელს მიუბრუნდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×