მარიამ ელიაშვილი
10.04.2017

 ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობის ზრდის გამო თანდათანობით ცხელდება და მომავალში გლობალური დათბობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მომავალი ძალიან მოგვიახლოვდა და უკვე 233 წელიწადში, შესაძლოა, დედამიწა კატასტროფული საფრთხის წინაშე აღოჩნდეს.

მარიამ ელიაშვილი
10.04.2017

 მეცნიერებმა ხელოვნური ნერვული უჯრედი შექმნეს, რომელიც ადამიანის ტვინში ნეირონებს ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირებს და სწავლების პროცესს გაამარტივებს.

მარიამ ელიაშვილი
10.04.2017

 ასტრონომებმა პირველი ვარსკვლავის დაბადებიდან 200 მლნ წლის შემდეგ გაჩენილი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს, რაც მკვლევარებს სამყაროს წარმოშობისა და ფორმირების შესახებ ახალ ცნობებს მიაწვდის. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევართა თქმით, ნაწილაკი მათ პირველი ვარსკვლავის დაბადებისა და დაღუპვის მიზეზების გამოკვლევის შესაძლებლობას მისცემთ, შეისწავლიან მძიმე მეტალების ფორმირების პროცესებსაც.

მამუკა ნაცვალაძე
10.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნე გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი და უსასტიკესი ბრძოლებით. ამ დროს განსაკუთრებით იძაბება სიტუაცია ორ მაჰმადიანურ სახელმწიფოს შორის, ისინი კავკასიას ეცილებიან ერთმანეთს, კავკასია კი ის ადგილია, რომლის დაუფლებაც, ფაქტობრივად, მსოფლიო სავაჭრო გზებზე კონტროლის წინაპირობაა, რაც თავის მხრივ მსოფლიო ბატონობას ნიშნავს.

სალომე სარიშვილი
10.04.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შესახებ კომისიის შემადგენლობა და საზოგადოება ინფრომაციას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ან არაუგვიანეს მაისის დასაწყისში გაეცნობა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი უკვე მეორედ აანონსებს, რომ აპრილის ბოლოსთვის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი განსახილველად მზად იქნება.

თიკო ოსმანოვა
10.04.2017

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენის კანონთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას პარლამენტის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუზიარებს. იგი ამას სასამართლოს მეგობრის სტატუსით გააკეთებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას განაცხადა.

თიკო ოსმანოვა
10.04.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ბოლო - მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელთაც, დიდი ალბათობით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სრული შემადგენლობით დაესწრებიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ გააგრძელებს კომისიაში მუშაობას და ვინ - არა.

გვანცა ღვედაშვილი
10.04.2017

 "პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები ღირებულ პოლიტიკურ გზავნილებს არ შეიცავდა. ეს იყო რიგითი პოლიტიკური აქტი, თუ შეიძლება, მას ასე ვუწოდოთ. ამ გამოსვლით მარგველაშვილმა საკუთარ ოპოზიციურ პრეზიდენტობას დამატებითი შტრიხები შემატა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და აქვე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედებები, შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტური თამაშის დაწყების სურვილზე მიუთითებდეს.

ნინო ომანაძე
10.04.2017

 აფხაზეთში ე.წ. შსს-ში დაწყებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კონფლიქტი ოკუპირებულ აფხაზეთში კვირის მთავარ მოვლენად იქცა წლის დასაწყისში დე ფაქტო შს მინისტრის-ასლან კობახიას ბრძანების საფუძველზე, სეპარატისტთა ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების განთავისუფლება და რიგი განყოფილებების ლიკვიდაცია მოხდა.

ია აბულაშვილი
10.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური ძალები უკვე ემზადებიან ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მმართველი ხელისუფლებიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქს შეუჩერდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.

მარიამ ელიაშვილი
10.04.2017

 5 აპრილს შავი ხვრელებისთვის ფოტოების გადასაღებად ნასა-მ დედამიწის სხვადასხვა წერტილში განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებული 7 ტელესკოპი ერთდროულად ჩართო. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონომებს შავ ხვრელში "ჩახედვისა" და თეორიების გადამოწმების საშუალება ეძლევათ. თუკი მოწყობილობები საკმარისად მგრძნობიარე აღმოჩნდებიან, მკვლევარები იდუმალებით მოცული მასიური სხეულის მასის, სპინის განსაზღვრასაც შეძლებენ და სხვა იდუმალ კითხვებსაც უპასუხებენ.

ეკატერინე ბასილაია
09.04.2017

 აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო ავიაბაზის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ კეთდება შეფასებები, რომ რუსეთში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების გამო კმაყოფილებას მწარედ დაესვა წერტილი, აშშ გაფრთხილება-აღშფოთებიდან რეალურ ქმედებაზე გადავიდა და სირიაში არსებულ დაპირისპირებაში ახალი ეტაპი დაიწყო, სადაც რუსეთი აღარ იქნება მთავარი მოთამაშე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×