ნინო ქეთელაური
08.04.2017

 სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურადა გაუსწორდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ამ მოქალაქის ახლობლები ავრცელებენ. დაზარალებული ქართველი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მკურნალობს და მას პოლიცია იცავს, რადგან იგი თურქ მებაჟეებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

მამუკა ნაცვალაძე
08.04.2017

 საქართველოს ისტორიაში არაერთი ეპიზოდია ბურუსით მოცული, ჟამთააღმწერლობამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა. სამეფო კარის მემატიანეები, როგორც წესი, გვერდს უვლიდნენ საჩოთირო მომენტებს, ამიტომაც ბევრი რამ ისტორიის ლაბირინთებში იკარგება.

ია აბულაშვილი
08.04.2017

 არ შეიძლება არ დაეთანხმო ერთ-ერთი რუსი პოეტის ნათქვამს, რომ რუსული პოეზიის მთელი არსებობა საქართველოსთან არის დაკავშირებული, ეს ქვეყანა უყვარდებოდათ და აქ ეძებდნენ ნუგეშს. საქართველოსთან იყო დაკავშირებული მე-20 საუკუნის რუსი პოეტების მთელი პლეადის შემოქმედება - ანდრეი ბელი, სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიკოვსკი, ილია ერენბურგი, ოსიპ მანდელშტამი, რომლებიც წერდნენ საქართველოზე.

ეკატერინე ბასილაია
07.04.2017

 პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეოთხედ გამოვა და მოლოდინია, რომ მისი სიტყვა მმართველიმ გუნდის საკმაოდ კრიტიკული იქნება და დებატებიც მწვავედ ჩაივლის. "ოცნების" დეპუტატები კრიტიკული შეპასუხებისთვის უკვე ემზადებიან კიდეც.

მარიამ ელიაშვილი
07.04.2017

 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდა, თუმცა 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების - ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. ეს ჩამონათვალი მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს.

სოფო ჩხიკვაძე
07.04.2017

 მოსახლეობის უმრავლესობა გარემოზე ზრუნვის ნაცვლად, დროს ფუჭ ლაპარაკში ატარებს. "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვით დადგინდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი საერთოდ არ ფიქრობს ხეებისა და ყვავილების დარგვა-მოვლაზე. რეგიონებიდან მსხვილ ქალაქებში ჩასულები სოფლებში აღარ ბრუნდებიან, შესაბამისად, ვერც მეურნეობას ეწევიან და ვერც ათეული წლების წინ დარგულ, უკვე ხმობაშეპარულ ხეხილს ანახლებენ. ქალაქებში ჩასახლებულებს აღარც დრო აქვთ, აღარც ფული და არც მიწა იმისათვის, რომ მცენარეების გაშენებაზე იზრუნონ.

მარი ჩიტაია
07.04.2017

 სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასით რეგიონები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი მიწა გურიაში, სამეგრელოსა და რამდენიმე ისეთ სოფელშია, რომელიც ადგილწარმოშობის ღვინოებით არის ცნობილი. ამ რეგიონებში 1 ჰექტარი 8-15 ათასი ლარიც ღირს. ყველაზე იაფი (პრაქტიკულად უფასო) მიწა რაჭა-ლეჩხუმშია. ადგილობრივებს იქ მყიდველი კარგა ხანია თვალით არ უნახავთ და 1 ჰა-ს გაყიდვას 300 ლარადაც ვერ ახერხებენ.

ეკატერინე ბასილაია
07.04.2017

 "ჩვენ თუ გავზომავთ მთელი მოსახლეობიდან რა რაოდენობის ადამიანს არ მოსწონს კანონი (ფარული მოსმენების შესახებ), საერთო ჯამში შეიძლება მივიღოთ, რომ ასეთი 0,001%-ია. იმის გამო, რომ რაღაცას "ორგანიზაცია" ჰქვია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის ბიბლიური ჭეშმარიტების მატარებელია?! ამ ქვეყანაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

ნათია ლომიძე
07.04.2017

 აფთიაქები მედიკამენტებზე რეცეპტს აღარ ითხოვენ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ პროექტმა ვერ გაამართლა, კონტროლი ძალიან შესუსტებულია. 2017 წელს დარღვევის მხოლოდ 149 ფაქტია გამოვლენილი, არადა საქართველოს ყველა მოქალაქე დაადასტურებს, რომ აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობს სასურველ წამალს, რომელიც წესით მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა გაიცემოდეს.

ია აბულაშვილი
07.04.2017

 11 აპრილს რუს პოეტს ევგენი ევტუშენკოს მოსკოვის მახლობლად მწერალთა დასახლებაში პერედელკინოში დაკრძალავენ. იგი 85 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, სადაც პოეტი 1990-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

გვანცა ღვედაშვილი
07.04.2017

 პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს დაანონსა, რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებდა, თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვინ შევა პარტიაში შემავალი და როდის გაიმართება მისი პრეზენტაცია. ამის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ პარლამენტის ყოფილი სპიკერის თაოსნობით ახალი პარტიის შექმნა შესაძლოა საერთოდაც ჩაიშალა.

თიკო ოსმანოვა
07.04.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული გურამ რჩეულიშვილი თავისუფალია. მისი ოჯახის წევრები კი კვლავ საპატიმროში რჩებიან და სავარაუდოდ მათი გამოშვება უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, რადგან პროკურატურსა და რჩეულიშვილებს შორის საპროცესო შეთანხმება ვერ ხერხდება. ოჯახი შოთაძის უწყების პირობაზე არ მოდის, ამიტომ განაჩენი სააპელაციოში გასაჩივრდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×