მარი ჩიტაია
11.04.2017

 სააღდგომოდ ლარი, შესაძლოა, გამყარდეს. ფულადი გზავნილების ზრდა, ტურისტული სექტორის გააქტიურება და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა ეროვნული ვალუტის პოზიციებს კიდევ გააუმჯობესებს. ლარის გამყარების ტენდენცია 4 აპრილიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირასა და მომდევნო დღეების განმავლობაშიც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდეს.

ნათია ლომიძე
11.04.2017

 როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ხორცის იმპორტი გაიზარდა. ეს ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა გამოიწვია, რადგან ადგილობრივი პროდუქტი მასობრივად საექსპორტოდ გაიგზავნა. საქართველოში მესაქონლეობის დარგი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ამიტომ იმპორტირებულ ხორცზე უფრო დამოკიდებულნი ვხდებით. სპეციალისტების აზრით, თუკი სოფელში გლეხს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და სტიმული მიეცემა, ადგილობრივი წარმოების პრობლემა ავტომატურად მოგვარდება.

გვანცა ღვედაშვილი
11.04.2017

 რუსეთის მთავარი ამოცანაა, გაატაროს ეფექტური საინფორმაციო კამპანია ყველგან, სადაც რუსული ინტერესები გამოწვევებს აწყდება, ამის დასტურად კი, ექსპერტების შეფასებით, რუსული პროპაგანდის გააქტიურება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განკუთვნილი რუსული ნარატივის შემცველი ინფორმაციების გავცელება სახელდება.

თიკო ოსმანოვა
11.04.2017

 "არა მგონია, ხელისუფლება მიხვდეს, რომ ძალიან საშიში პროცესია და ეს თვითნებობა არის დაუშვებელი. ამით მოჭრის იმ კონსტიტუციურ ტოტს, რომელზედაც კონსტიტუციური უმრავლესობით ზის.

თამარ მუკბანიანი
11.04.2017

 მზარდი ინფლაციისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის ნაწილი სააღდგომოდ მშობლიურ რაიონებში გამგზავრებას და წინაპრების საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებს. ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის გაღარიბება აისახება სააღდგომო სამზადისსა და სუფრაზეც, რადგან პროდუქტების უმრავლესობაზე ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი. ხალხის დიდი ნაწილი ამ პირობებში ცდილობს, შეამციროს სადღესასწაულო ხარჯი და სუფრის მრავალფეროვნება.

თიკო ოსმანოვა
11.04.2017

 "თუ ისინი გაიგებენ, რა სჭირდება ამ ქვეყანას და საბოლოო ჯამში კორექტივებს შეიტანენ კონსტიტუციის ამ პროექტში, ამას ნორმალურად მიიღებს საზოგადოება. თუ ისე დატოვებენ, როგორც წარმოადგინეს პირველ პროექტში, არა მგონია, ეს ხელისუფლებისთვის კარგად დამთავრდეს.

თამარ ვეფხვაძე
11.04.2017

 საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბოლოს მოსახლეობის 59%-ს ჯანდაცვის მომსახურებისა და მედიკამენტებისათვის ჯიბიდან გადასახდელი თანხა გაეზარდა. ეს იმ პირობებში, როდესაც კერძო დაზღვევის პარალელურად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გამოკითხულთა 81,5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება გაძვირდა.

გვანცა ღვედაშვილი
11.04.2017

 "მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება გავიდეს საზოგადოებაში, რადგან მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ კონფერენციებზე ერთი და იგივე ხალხი უმტკიცებს, ერთმანეთს რა კარგია ევროკავშირი და ნატო.

ეკატერინე ბასილაია
11.04.2017

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ახალი "პრეზიდენტი" ეყოლება, 58%-ით ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. რეფერენდუმის შედეგებით კი, ოსების უდიდესმა ნაწილმა, 81%-მა სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიის" დარქმევას დაუჭირა მხარი, რაც პირველი ნაბიჯია ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ და გამარჯვებული ბიბილოვი უკვე აანონსებს იმასაც, რომ წელსვე ჩატარდება "რუსეთთან შეერთებაზე" რეფერენდუმიც.

ნინო ქეთელაური
11.04.2017

 "არა მგონია, რუსეთმა თავისი აქტიური საცეცხლე საშუალებები ღიად დაუპირისპიროს აშშ-ს არმიას. "ალბათ მოსკოვი ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ფორმალურად სირიის მხარეს გადასცემს, რომ იურიდიულად სწორედ მან გამოიყენოს და არა რუსეთმა", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
11.04.2017

"ცხინვალის რეგიონში სახელწოდება "ალანიას" დარქმევაზე რეფერენდუმის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ რუსეთი შემდეგი რეფერენდუმისგან და შეერთებისგან თავს შეიკავებს. რუსეთი ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს საქართველოს ხელისუფლება და ამიტომაც ახლა ასეთ შეტევაზე არ წავა.

გვანცა ღვედაშვილი
10.04.2017

 გარემოვაჭრეებისგან თბილისის ქუჩების გათავისუფლების ახალი ტალღა მერიამ 19 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია მეტრო "მარჯანიშვილის", ვაგზლის მოედნის, ბარათაშვილის ქუჩისა და კოლმეურნეობის მოედნის, ასევე მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×