გვანცა ღვედაშვილი 13.04.2017
"პრიმიტიული ფანდი არ ეკადრება კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, თუნდაც იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის იყოს. "ქართული ოცნება" ძალიან დაბალი წარმოდგენის არის ქვეყნის მოსახლეობაზე", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
|
მარი ჩიტაია 13.04.2017
სამომხმარებლო ბაზარს ლარის გამყარება ცოტათი დაეტყო. იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაიაფდა. ცვლილება მსხვილი სავაჭრო ობიექტებიდან დაიწყო, პატარა მაღაზიები კი ჯერჯერობით თავს იკავებენ საფასო ცვლილებებისგან.
|
ნათია ლომიძე 13.04.2017
"რეზონანსის" პროგნოზი სრული სიზუსტით ახდა. წინასააღდგომო დღეებში ლარმა სწრაფი ტემპით გამყარება დაიწყო და უკვე ჩამოსცდა 2,39-ის ნიშნულს. როგორც ჩანს, ტემპი ნავარაუდევზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა და საქართველოს ეროვნული ბანკიც იძულებული გახდა, სავალუტო აუქციონში ჩართულიყო. გუშინ სებ-მა ბაზრიდან ჭარბი დოლარი ამოიღო და ამით ხელი შეუშალა რევალვაციას.
|
ია აბულაშვილი 13.04.2017
სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 13.04.2017
39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამ მშვიდობიანი აქციით კრემლს უკან დაახევინა და ხელი შეუშალა, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. სწორედ ამ დღეს - 1978 წლის 14 აპრილს შენარჩუნდა ქართული ენის სტატუსი და დღეს დამოუკიდებელ საქართველოში 14 აპრილი ქართული ენის დღეა.
|
ნათია ახალაია 13.04.2017
არსებობს რეალური მიზეზები, რის გამოც რუს ტურისტებს თურქეთში დასვენება შეიძლება ისევ აეკრძალოთ. ჩრდილოეთიდან ჩარტერული ავიარეისები უკვე იზღუდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო იძაბება. მსგავსი აკრძალვა 2 წლის წინაც დაწესდა და ამას, წესით, საქართველოში რუსი ტურისტების მოზღვავება უნდა გამოეწვია, მაგრამ პროგნოზი დიდად არ გამართლდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.04.2017
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" კომისიის წევრებს გააცნო, არ ეთანხმებიან როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.04.2017
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, დაფინანსება შეემცირებინა თეატრებისთვის, დრამატული აღმოჩნდა მსახიობებისთვის, რადგან ამ მოვლენებმა მათი ხელფასების შემცირება გამოიწვია.
|
მარი ჩიტაია 12.04.2017
საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გამოირიცხა. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს. ბოლო ორ კვირაში ნავთობპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა. იმპორტიორებს ლარის კურსმა მისცა შესაძლებლობა, ამ ეტაპზე შედარებით დაბალი ფასი შეენარჩუნებინათ.
|
ნინო ქეთელაური 12.04.2017
თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში ხმაურის, ტაშისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. დედაქალაქის მერმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, სადაც უკვე განხორციელებულ თუ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკული შენიშვნებიც მოისმინა.
|
ნინო ქეთელაური 12.04.2017
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თურქეთის მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა და თავისუფალია. თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სარფის საბაჟოზე მსგავსი მოპყრობა ისევ გრძელდება და ამის გაპროტესტებას აქციითაც აპირებენ.
|
ნათია ლომიძე 12.04.2017
თბილისის სხვადასხვა უბნაში წყალი სისტემატურად წყდება. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" ადრეც წერდა. როგორც ჩანს, საკითხი ვერაფრით მოგვარდა. რედაქციაში უკმაყოფილო მოქალაქეების სატელეფონო ზარები არ წყდება. ბოლო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც წყლის გამუდმებით შეწყვეტას უჩივიან. მათ კორპუსში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი რამდენჯერმე შეწყდა, 8-9 აპრილს კი 36 საათის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილი.
|