გვანცა ღვედაშვილი 30.03.2017
"ის ოპოზიციური სუბიექტები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში ვართ წარმოდგენილნი, თანდათან ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ჩართულობა არ არის სათანადოდ ეფექტური. შესაბამისად, თუ საბოლოოდ გამოჩნდება, რომ კომისიაში ყოფნა სასარგებლო არ არის, მე არ გამიჩნდება სურვილი, პასუხისმგებლობა ავიღო იმ ცვლილებებზე, რომელსაც კომისია შესთავაზებს საზოგადოებას," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის წევრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე და არ გამორიცხავს, რომ მან და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა კომისია საერთოდ დატოვონ.
|
ნათია ლომიძე 30.03.2017
საქართველოში აქტიურად საუბრობენ უმუშევართა კომპენსაციის თაობაზე. ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებული პროფკავშირები აყენებენ. საფინანსო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელ ბიუჯეტს ამ ხარჯის გაწევის შესაძლებლობა არ აქვს. სამომავლოდ კი საკომპენსაციო თანხები ისე უნდა გაიწეროს, რომ სოციალურად დატვირთული ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს.
|
თეო გუდავაძე 30.03.2017
უვიზო რეჟიმის შემდეგ ტურისტული კომპანიები სრული დატვირთვით მუშაობენ. ევროპის მიმართულებით პირველი ავიარეისების შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამიტომ გამგზავრების მსურველთა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. პარალელურად ევროპის ყველა ქალაქისკენ ფრენის საფასური უპრეცედენტოდ გაძვირდა. ავიაბილეთების ფასის გაორმაგების მიუხედავად, ტურისტულ კომპანიებში ყველგან რიგია. ხალხი იმდენად აღტყინებულია, რომ ბილეთის ღირებულებას ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს.
|
თეო გუდავაძე 30.03.2017
გაზაფხული რამდენადაც ლამაზი, სურნელოვანი და მრავალფეროვანი სეზონია, იმდენად მრავალი პრობლემა ახლავს. გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდება ალერგია. ამის გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვა რამ შეიძლება აღმოჩნდეს. გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ალერგია მწვავდება. წელს განსაკუთრებული შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. პაციენტები ისევ მცენარეების კლასიკურ ალერგიულ შეტევას და მტვერზე მგრძნობელობის გაზრდას უჩივიან.
|
მარი ჩიტაია 30.03.2017
ლარიზაციის გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარებას მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში დაეხმარება. ფინანსისტების აზრით, დოლარიზაციის შესამცირებლად მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევა შედეგს ვერ მოიტანს, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს.
|
ნათია ლომიძე 30.03.2017
მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ძალიან გახშირდა. მოსახლეობა ამ ფაქტს ხორცის გაძვირებას უკავშირებს. სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ გლეხები გასაჭირში არიან და სამართალდამცველებისგან ყურადღების გამახვილებას ითხოვენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.03.2017
კანაფისა და მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500-დან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი საერთოდ უქმდება. ექიმის დანიშნულების გარეშე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომლის საათობივი ოდენობაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
|
სალომე სარიშვილი 30.03.2017
"ამ ხელისუფლებას არ ესმის, რომ ქვეყანაში დამკვეთი ხალხია, არ ესმის, რომ ძალაუფლების წყარო ადამიანები არიან და არა თვითონ. მათ სურთ რაღაც თვითონ გააკეთონ და მერე გადმოაგდონ... აი, მოეწონება თუ არა ეს ხალხს, არ აინტერესებთ," - ასე აფასებს პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და იქვე უმატებს, რომ ის, რაც საკონსტიტუციო კომისიაში ხდება, პროცესის თავდაყირა დაყენებაა.
|
ნინო ქეთელაური 30.03.2017
მთავრობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობს. საუბარია ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე, რასაც 120 არასამთავრობო ორგანიზაცია უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღონ.
|
ია აბულაშვილი 29.03.2017
"რუსთავი 2"-ის ირგვლივ საინტერესო პროცესებია. თუ ძმებ ყარამანიშვილებს მართლაც უნდათ "რუსთავი 2"-ის მოშორება, როგორც ტვირთის, ისმის კითხვა - ვინ დააფინანსებს? ვინ არის დღეს, ვინც ჩაანაცვლებს ძმებ ყარამანიშვილებს (სააკაშვილს, კეზერაშვილს და სხვა) როგორც "რუსთავი 2"-ის დამფინანსებელი?"- კითხულობს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე ახალ პროცესებზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2017
ვიზალიბერალიზაცია უკვე გვაქვს, შემდეგი ნაბიჯი და საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა, - ამ აზრს ეთანხმება თბილისში ყველა - მთავრობა, ოპოზიცია თუ ანალიტიკოსები, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას წელს არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ხელს არც არაფერი გვიშლის და არც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
|
ნათია ლომიძე 29.03.2017
დოლარი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებით მეთოდურად სუსტდება. ეს ტენდენცია იანვრიდან მოყოლებული შესამჩნევი გახდა. უცხოელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ძლიერი დოლარის ეპოქა ნელ-ნელა მთავრდება. რა ელის საქართველოს და მის ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, რომლებიც შარშან და შარშანწინ სავალუტო კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ? ქართველი ეკონომისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის წინსვლისთვის, დოლარის შესუსტების გარდა, ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაა საჭირო.
|
|