გვანცა ღვედაშვილი
25.03.2017

 მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების მოთხოვნით მიმართა. მამალაძის ადვოკატების განცხადებით კი პროკურატურის გადაწყვეტილება დროის გაწელვის მცდილობაა, რადგან დეკანოზისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცებას ვერ ახერხებენ.

ეკატერინე ბასილაია
25.03.2017

 პენტაგონი მოსკოვს უკვე ღიად ემუქრება და აცხადებს, რომ აშშ ლიდერის ისტორიულ როლს იბრუნებს და რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკავებაზე გადასვლას აანონსებს. კონკრეტულად კი, აშშ-ის ევროპის სარდლობა ევროპის კონტინენტზე სამხედრო პოტენციალის გაზრდასა და რუსეთზე მეტად სწრაფი ტემპებით მოდერნიზებას იწყებს, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში გამოიყენოს.

თამარ მუკბანიანი
25.03.2017

 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მხოლოდ 16% მარხულობს მუდმივად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი უმრავლესობა უარს არ ამბობს სამარხვო საკვების ალტერნატივაზე - სოიოს სოსისი, კარაქი, ნამცხვრები, შოკოლადი და სხვა.

ნათია ლომიძე
25.03.2017

 საქართველოში ამ დროისთვის 2 ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერია. ისინი ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებენ და ფასებსაც შესაბამისად ადგენენ. მომხმარებლები კი ინტერნეტის სიჩქარესაც უჩივიან და კომპანიებისგან დაწესებული მაღალი ტარიფების შემცირებას ითხოვენ. სპეციალისტები დადგენილ ფასებს არაადეკვატურად მიიჩნევენ და მომხმარებლების პროტესტს საფუძვლიანს უწოდებენ.

მარი ჩიტაია
25.03.2017

 სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები თბილისში ახალი მეტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობას ვერ ხედავენ. როგორც მათ მიაჩნიათ, შესაბამისი რესურსი დედაქალაქს ამ ეტაპზე არ მოეპოვება. ქალაქის მერია კი ამ საკითხს ბოლო დროის ერთ-ერთ გამოწვევად, ამბიციად მიიჩნევს და მეტროპოლიტენის გაფართოების ახალ მოდელს განიხილავს.

მარი ჩიტაია
25.03.2017

 საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკვების უქონლობის გარდა, ხალხის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის არასრულფასოვანი კვება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წლის "გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. ექსპერტთა მოსაზრებით, თუკი ამ საკითხს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, დაახლოებით 15 წელიწადში დეგრადირებული თაობა გვეყოლება.

მამუკა ნაცვალაძე
25.03.2017

 აქემენიდური ირანი ძველი მსოფლიოს გამორჩეული ცივილიზაციაა. ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნიდან იწყება მისი ზეობის ხანა, ლეგენდარული კიროს მეორე ის ხელისუფალია, რომლის მოღვაწეობაც დღესაც ამ უდიდესი კულტურის სავიზიტო ბარათად რჩება.

ნინო ქეთელაური
25.03.2017

 თავდაცვის სამინისტრო აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს, სადაც 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. მსახურების ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღე იქნება და ანაზღაურდება. საპილოტე პროექტების დაწყება 2018 წლიდან იგეგმება.

გვანცა ღვედაშვილი
25.03.2017

 პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის დაპირისპირება გასცდა დაწესებულ ჩარჩოებს და არაჯანსაღ ურთიერთობაში გადაიზარდა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესზე, ისე საერთაშორისო არენაზე - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანასთან საუბრისას აკეთებს.

ია აბულაშვილი
25.03.2017

 სულ მალე თბილისში, მახათას მთაზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი გაიხსნება. მერიის ამ გადაწყვეტილების საფუძველი ისაა, რომ ოფიციალურად დაიხურა დიდუბის პანთეონი, რადგან დასაკრძალავად ადგილი ფიზიკურად აღარ იყო. ახალი პანთეონი კი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ახალმა პანთეონმა ქალაქი არ დაამძიმოს, პირიქით, შეიქმნას დამატებითი კულტურული ადგილი და შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელი არ იყოს.

ნინო ომანაძე
25.03.2017

 კვირას აფხაზეთის 22 საარჩევნო ოლქში "საპარლამენტო არჩევნების" მეორე ტური გაიმართება, 14 მაისს კი - განმეორებითი "არჩევნები" გუდაუთის #17 ოლქში. სპეციალისტთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ დე ფაქტო მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს.

ნინო ქეთელაური
24.03.2017

 "ამ ფაქტმა გვანახა, რომ ტერორმიზმისგან არცერთი ქვეყანა არ არის იმუნური და მათ შორის არც ბრიტანეთი, მიუხედავად ყველაფრისა", - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებშიც განმეორდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×