მარიკა გოგოხია
28.03.2017

 პოლიკლინიკებში ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაზე მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი, პოლიკლინიკებში, ექიმთა პროფესიონალიზმი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მართალია, ექიმთა გადამზადების მიმართულებით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც მუშაობს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

თამარ მუკბანიანი
28.03.2017

 სწრაფი კვების ობიექტებში ბოლო დროს საკვები მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კლიენტების რიცხვი არ შემცირებულა.

ვახტანგ შამუგია
28.03.2017

 დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას უვიზოდ შეძლებენ - მათ შენგენის ზონაში დარჩენა, საერთო ჯამში, წელიწადში 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ნინო ქეთელაური
28.03.2017

 "რუსეთში აშკარად იგრძნობა ეიფორია. სოციალური ქსელები, ასევე, რუსეთის ობიექტური მედია, ყველა იუწყება, რომ ასე იწყება რევოლუცია, ნავალნი უკვე ლიდერი გახდა და ა.შ - რაც, ერთი მხრივ, მართალიც არის, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც საქმე პუტინს ეხება, იმასაც წერენ, რომ ის იძულებით დათმობაზე არასდროს მიდის", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
28.03.2017

 ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის კოლექტივში თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ან პიროვნული მიზეზების გამო რამე სახის დაპირისპირებაა, ეს მაინც შიდა ორგანიზაციულ დაპირისპირებას ნიშნავს.

თიკო ოსმანოვა
28.03.2017

 სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები" პერმანენტულ აქციებს აგრძელებენ - ხვალ მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.

გვანცა ღვედაშვილი
28.03.2017

 "მამა გიორგი მამალაძე პატიმრად დარჩენის შემთხვევაში უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე განთავისუფლებისას. რადგან თუკი დავუშვებთ, რომ მის უკან გარკვეული პიროვნებები დგანან, მაშინ შესაძლოა, გათავისუფლების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება ნაკლებად დაცული იყოს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრალდებული დეკანოზის წინასწარი პატიმრობიდან მისი შესაძლო განთავისუფლების შესახებ.

გვანცა ღვედაშვილი
28.03.2017

 გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობიდან, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საქალაქო სასამართლო მამა გიორგის წინასწარი ამღკვეთი ღონისძიების ვადის გასვლაზე იმსჯელებს.

შოთა თხელიძე
27.03.2017

 რომის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეზე, კაპიტოლიუმის ბორცვზე - იქ, სადაც 1957 წლის 25 მარტს ექვსმა დამფუძნებელმა ქვეყანამ რომის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა - ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რომის დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაცია გაერთიანების მომავალი ათწლეულის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. იუბილეს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა არ დასწრებია.

მარიამ ელიაშვილი
27.03.2017

 მეცნიერება წლებია, რაც სიბრმავეს უშედეგოდ ებრძვის. მკვლევარების ძირითადი პრობლემა დაზიანებული თვალის ბადურის ფუნქციის აღდგენაა. უახლესი ტექნოლოგია მისი ხელოვნური ბადურით ჩანაცვლების იმედს იძლევა.

მარიამ ელიაშვილი
27.03.2017

 ასტრონომებმა შავი ხვრელისა და თეთრი ჯუჯას უჩვეულო ტანდემს მიაკვლიეს. მეცნიერებისთვის გაურკვეველია, რამ განაპირობა შავი ხვრელის უცნაური ქცევა და რატომ არ შთანთქავს იგი მის სიახლოვეს მოძრავ ციურ სხეულს. მკვლევარებისთვის ისიც ამოუხსნელია, როგორ ახერხებს თეთრი ჯუჯა 1 მლნ კილომეტრის ნახევარ საათში დაფარვას.

მარიამ ელიაშვილი
27.03.2017

 დედამიწა მზისგან განუზომელ ენერგიას, სითბოსა და სინათლეს იღებს, თუმცა მისი დიდი ნაწილი უკვალოდ იკარგება. ჩვენ ამ ენერგიის "შენახვისა" და გამოყენების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს. ამ მიზნით მეცნიერებმა "ხელოვნური მზე" შექმნეს, რომელიც მზიდან კოლოსალურ ენერგიას "იჭერს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×